четверг, 17 марта 2016 г.

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მეოთხე)


***

17 ივლისი 2016
Janri Gogeshvili-მ(ა) გააზიარა European.ge-(ი)ს პოსტი.
Janri Gogeshvili · Tbilisi, Georgia
…გარკვეული სწრაფვის მქონე მკითხველთათვის მსგავსი ”შეგონებები” იმის დასტურია, რომ მთლად განწირული არ ხარ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ მრავლად არიან, მაგრამ ”დონალდ ტრამპის აღზევება” ნაწილობრივ იმავე ”ჯანსაღად მოაზროვნე” ადამიანების ძალისხმევით ხდება. ქართულ სინამდვილეში ამგვარი მიდრეკილება პატრონყმურ რეალობად დამკვიდრდა. მავანმა იმისთვის, რომ ”ჯანსაღად ნააზრევი” სათანადოდ გააშუქოს და ”დანერგოს” ეკონომიკურად მძლავრი ქველმოქმედი, ან მეცენატი უნდა გაიჩინოს…
“JB: სამწუხაროდ, დღესდღეობით ადამიანებს ავიწყდებათ საზოგადო სიკეთე – ის პირვანდელი განმარტება, როგორც ეს ამერიკის კონსტიტუციაშია მითითებული.”
მითითებული კი არის, მაგრამ…
”საზოგადო სიკეთის” არსი, ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ მძაფრად აქვთ შემორჩენილი…
ოღონდ, ამგვარი სიკეთის უშუალოდ ”გამოსამუშავებლად” ვერა და ვერ იქნა დაძლეული მომხვეჭელური ფსიქოლოგია არსებული სისტემისა, რომელიც რბილი ტრიუმვირატის; (ფილანთროპია, მეცენატობა, სპონსორობა) მეშვეობით მარჯვედ ინიღბება… ეს აქცენტი, მეტწილად სახელმწიფო სტრუქტურებზე უნდა იყოს გადატანილი და არა ცალკეულ პიროვნებებზე…
დემოკრატიის ფასადით დამშვენებული ამჟამინდელი ”ქართული წყობა”, რომელსაც ”საზოგადო სიკეთიდან” მომდინარე ეკონომიკური საფუძვლები არ გააჩნია კარგს არაფერს გვიქადის…
„სრულყოფილი სახელმწიფო განსაზღვრავს სამართლიანობას.“
ჩვენთვის, სრულყოფილებისკენ სწრაფვაც შედეგის მომცემი იქნებოდა...
***

17 ივლისი 2016
Janri Gogeshvili ”მოვლილი ბაღის” იდეა მომხიბვლელია, მაგრამ უნივერსალური მებაღე ძალზე იშვიათია, ისინი ხშირად თავთავიანთ ალღოს უფრო ენდობიიან, ვიდრე რჩევებს…
”…თუ კარგად მოვლილია, ბაზარი გვაძლევს დიდ შედეგს, მაგრამ თუ მოვლილი არ არის ის საკუთარ თავს ანადგურებს.”
სასურველია საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია იყოს მრავალფეროვანი; ბიზნესს სტატუსის მქონე პირთა, სახელმწიფო საკუთრების, კოოპერატივებისა, კიბუცების და სხვა ალტერნატიულ ფორმაციათა პირობაზე…

P.S. ეს ჩემი მარტივი მოსაზრებაა და ვინმესთან შეკამათებას არ ისახავს მიზნად… მით უფრო მაქს და ალფრედ ვებერების შრომების კვალობაზე განსწავლულებთან…

***
29 ივლისი 2016

…”ამ სისტემას უნდა დაუპირისპირდეს სხვა სისტემა, რომელშიც კონკურენციის ნაცვლად სოლიდარობა მოვა და განვითარების ახალ სტიმულს შექმნის.”
ჩვენთან კი, თაღლითური გათვლებით გაჯერებული ფსიქიკა აგრესიისკენაა მიმართული… მემარცხენე მსოფლმხედველობა მხოლოდ განაცხადების ამარაა.
ჩვეული მოკვდავისთვის ხელმოსაჭიდი არეალი ამ მიმართულებას, თითქმის არ გააჩნია… ე. წ. ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, სპეკულაციას უფრო ამრავალფეროვნებს და სოლიდარობა უმეტესწილად ცნება ”ქველმოქმედებით” განისაზღვერება, რაც თავისთავად ”წამოგდებული ლუკმის” შინაარსს იძენს…
ეკონომიკა კი, გარესამყაროს ზეგავლენით ფახიფუხობს… და ამრიგად, ჩვენს ამჟამინდელ ყოფას, თითქოს ალტერნატივა არ გააჩნია… თუმც, სოციალურ–ეკონომიკურ სივრცეში, მრავალი პროფესიონალის მოსაზრებები, მართლაც რომ საყურადღებოა…
მხოლოდ სისტემის ძირეული გარდაქმნა თუ გამოგვიყვანს ამ ჩიხიდან...

***
6 აგვისტო 2016
Janri Gogeshvili-მ(ა) გააზიარა პირველი არხი-(ი)ს პოსტი.
25 წლის წინ, მსოფლიოში ახალი რევოლუცია დაიწყო, რომელმაც შემდეგში მილიონობით ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა — დღეს ინტერნეტის დაბადების დღეა!


25 წლის წინ, მსოფლიოში ახალი რევოლუცია დაიწყო, რომელმაც შემდეგში მილიონობით ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა — საჯაროდ გახდა…
1tv.ge

Janri Gogeshvili ძმაო ძურაბ… აი, უმადურების თვალსაჩინო მაგალითი. საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ გადმოცემულ ამ ინფორმაციას,ინტერნეტში დღედაღამ გამოფენილ ”საზოგადოებიდან”, ერთეულთა მოწონება ერგო. ვიღაც, დაუმთავრებელი ტუტრუცანების ჩერჩეტობები კი ათასობით ლაიქით ”ყელყელაობს”…
 ***
11 აგვისტო 2016
Janri Gogeshvili ნწუ... ჭეშმარიტებასთან მიახლება ხდება, მხოლოდ ერთეულთა, სააზროვნო სივრცით გამორჩეული ინდივიდების ძალისხმევით...
***
 25 აგვისტო 2016
 Janri Gogeshvili თქვენ მართლად მსჯელობთ, ჩვენ ვალაიქებთ… მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილი, ისევ იმის მოიმედეა, რომ იქნებ სათავისო ”პატრონი” გაიჩინოს… ბოლოს და ბოლოს პერმანენტულად გარდამავალი ”თაღლითური” წყობის ლიკვიდაცია თუ არ მოხერხდა, ისე, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის კვალობაზე , ქართულ საქმეს, ხელისუფალთა ჩანაცვლება-გადანაცვლებით არც არაფერი ეშველება…
თუმც, როგორც ამბობენ ”სადაც წვრილია იქ გაწყდეს…” და არსთა გამრიგებ, იქნებ ერის სასიკეთოდ შეფხიზლებასაც შეუწყოს ხელი…
 ***
 4 სექტემბერი 2016
ერთნი უსამართლო სისტემის მსხვერპლნი არიან, მეორენი გადამძღარნი და თავაშვებულები... ესაა და ეს...

 ***
18 ოქტომბერი 2016
თუ მედროვეთა ყალიბს არ მოერგო, რარიგ გამორჩეული მოაზროვნეც არ უნდა იყოს, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული აღმოჩნდება და თუ მოერგო, ასე მორგებულ-მირგებული მრავლადა გვყავს...
 ***
 18 ოქტომბერი 2016

Janri Gogeshvili ქართული საზოგადოების დიდ ნაწილი უპირველესად ”შეგნების გამოღვიძებას” საჭიროებს.
უმრავლესობის მიერ არჩევანი პარტიათა ”მსოფლმხედველობის” მიხედვით კი არ კეთდება, არამედ, ”მაყუთდაჯგუფებების” მეშვეობით, ვის უფრო მოდგმული აქვს ფეხი ”პოლიტიკურ” სივრცეში და ვის უფრო ძლერი,მოქნილი მფარველი ჰყავს საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც, ხელისუფლება ამა თუ იმ ”კონგლომერატის” წევრებს შორის ნაწილდება. ხალხი კი, უმეტესწილად, მხოლოდ ე.წ. დემოკრატიული არჩევანის დეკორაციად გვევლინება.
სოციალურ დაცვას ბევრი ითხოვს, მაგრამ მისი სისტემის რაობაზე პირველადი ცოდნაც კი ნაკლებად გააჩნია. პოლიტიკური წყობის დახვეწა-შეცვლაზე საუბარი ხომ ნაკლებად იზიდავთ… მიზიდულობა უფრო მეტად გამორჩენა-სარგებლისკენაა მიმართული, რაოდენ მწირიც არ უნდა იყოს იგი...
 ***
21 ოქტომბერი 2016

1-7 მარტი, 2002 წ.
თუ ვინმე დაინტერესდება და ამ, 14 წლის წინ გამოქვეყნებულ წერილს წაიკითხავს,
ადვილად მიხვდება, მიუხედავად, ვითომდაც დემოკრატიული გარღვევებისა, (დელეგაციათა გაუთავებელი მიმოსვლა, გამოცდილებათა გაზიარება, ტრენინგები და ა. შ.) ჩვენებურად გადიდგულებული ”მსხვილი ბიზნესი” რიგითი მოქალაქის უფლებებს, კვლავაც არად დაგიდევს… ოღონდ, თავისი გაინაღდონ და გადავლაზე არიან…სადაც შევლენ, სიმბოლურ 1 ლარად, თუ სხვაგვარი შეღავათიანი გარიგებებით, თავის შემოღობილს ”დამკვრელურად”
კეთილმოაწყობენ, ობიექტამდე მისასვლელ გზას გაიტკიცინებენ, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებას, საიდანაც უნდათ იქიდან მიეერთებენ, მიმდებარე გარემოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი, ზედმეტი ხარჯის გაღებად მიაჩნიათ. და არის ასე, ’სათავისოდ შემოღობილში” ყვავის, მოსახლეობა კი უგზოობითა და უწყლობით წუმპეში იტანჯება.
P.S.
ზემორე ბატონები, ამგვარი რამეების წაკითხვით, თავს არ იწუხებენ, მაგრამ, ვიღაც, ალბათ მაინც ადევნებს თვალს, გაუსაძლის მოლოდინში მყოფი ქართველი, აჯანყებისკენ ხომ არ მოუწოდებს, უპასუხისმგებლო წყობისგან გასაცოდავებულ ხალხს…


...შიბაქმა უთხრა სალამურს, მეც შენსავით ვრაკრაკებო. რაკრაკით კი რაკრაკებ, სუნი ფინთი გაქვსო...
opentext.org.ge

 ***
25 ოქტომბერი, 2016

 Janri Gogeshvili ძალიან საგულისხმო გამოსვლაა, იმ თვალსაზრისით, რომ ერთიანადაა ”ამოლაგებული” ამერიკის, როგორც ქვეყნის შიდა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გაუსაძლისი პრობლემები. სხვა, შორეულ ქვეყნებში ”უპრაგონოდ” წამოწყებულ ომებში შემალული კორუფციული ინტერესები და ასევე ”В-пятых, будет введен пожизненный запрет для сотрудников Белого дома лоббировать интересы иностранных правительств.” ”Закон об очищении Вашингтона от коррупции. Предполагает жесткую этическую реформу, направленную против разлагающего влияния на нашу политику лоббистов и спонсоров.”და ა. შ.Подробности: https://regnum.ru/news/polit/2196711.html


 ***
25 ოქტომბერი, 2016 
 Janri Gogeshvili ქვეყანის სატკივარს რა ეშველება, თორემ გადაწყობა-გადმოწყობა, ქართულ პოლიტიკაში სულის მოთქმაა...

 ***

27 ოქტომბერი, 2016
 Janri Gogeshvili
სიტყვა ”მიყვარხარ!” დღევანდელ მსოფლიოში დაახლოებით 7000 ენაზე წარმოითქმება. წრფელად წარმოთქმული ეს სიტყვა საამო, ზღაპრულ სურნელს აფრქვევს.
”მეზიზღები…” ნაკლებად გამოიყენება, და თითქოს სიყვარული ჯაბნის ბოროტებას.
მაგრამ მომღიმარე თვალები, ხშირად, შეფარვით აფრქვევენ ზიზღს.
(ჯ.გ.)
 1 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili

“მზარდი უთანასწორობა არ უკავშირდება იმას თუ ვის აქვს ცოდნა და ვის არა, არამედ იმას თუ ვის აქვს ძალაუფლება.”
Read more at: http://european.ge/paul-krugman-codna-ar-aris-dzala/
Copyright © European.ge
P.S. ამრიგად, ალბათ უმთავრესია იმგვარი გონივრული სისტემის შემუშავება, რომელიც ძალაუფლების გონივრულად გადანაწილებას, გარკვეულწილად ”მექანიკურად” გამოუნთავისუფლებს არეალს…
და როგორც თინეიჯერებს ჩვევიათ: ”რავი აბა…” გონიერ კაცთა გონივრული წერილი მრავლად ქვეყნდება, თუმც, ამ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, არადა არ ეშველა… ისევ და ისევ, გადაძოვის საფრთხეა…(ჯ.გ.)
 
2 ნოემბერი, 2016
 ***
Janri Gogeshvili

უპირველესად, თავად მე მაინტერესებს, რამდენად ლოგიკურად აღვიქვამ არსებულ რეალობას. თუ იგი, მკითხველისთვისაც მისაღები იქნება, ხომ კარგი, თუ ვინმე აიმრიზება, არც ესაა გასაკვირი, მაგრამ, თავად ჩემთვის, როგორ მწერლისა და თავის დროზე, 1999წ. (”http://www.companyinfo.ge/ka/corporations/203851741 ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”-ს (http://www.jvj.20m.com/) დამფუძნებელისთვის, ეს დალოცვილი ინტერნეტი დაუმადლებლად მოსახერხებელია, რათა საზოგადოების, თუნდაც მცირე ნაწილს, ჩემეული, თავისებურად ”სახალისო” ანალიზი მივაწვდინო.

ხალხი ”მასად” დარჩა
(ირონია)

ვინ ვის ემიჯნება,
ვინ ვის გამოეყო,
ძნელად თუ გაიგებ,
ვის სად, რა მხრივ ერგო…
ზოგს გაეხსნა მადა,
მუქთად რომ იკვებოს,
ქვეყნის ბიუჯეტი
არხეინად წველოს.
ხალხი ”მასად” დარჩა,
ზოგ-ზოგს გაუმართლა,
წყობის დასახვეწად,
გრანტს ჩაავლებს კვლავაც.
ნახავთ ”ნეოგურუს”,
ხმას აუწყობს ”ნაცფრთაც”,
კუმირ ”გამფრინვალეს”,
ააცლიან სახრავს.
ვინ ვის ემიჯნება,
ვინ ვის გამოეყო,
ძნელად თუ გაიგებ…
ხალხი ”მასად” დარჩა.

3 ნოემბერი, 2016
 ***
 Janri Gogeshvili …მაგრამ თუ უშუალოდ ქვეყნის, ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, მაშინ მართვის სადავეებიც გამოეცლებათ ხელიდან, ანუ საკუთარ ”ძალაუფლებას” მექანიკურად ჩარეცხავენ…

 ***
 5 ნოემბერი, 2016

 Janri Gogeshvili ჩემო ახალგაზრდა ფეისბუკ-მეგობარო… მხოლოდ იმიტომ გეხმიანები, რომ ”ლაიქის” დასმა, ვერ შევძელი, არადა, შენი ”პოსტების” შემჩნევისას, ხშირად ვაკეთებ ამას. გონიერი, მიზანდასახული, (მომხიბვლელი) ქალიშვილი ბრძანდები… წარსული ”რეალობის” მხოლოდ, ასე ცალმხრივად დანახვა, მომავლის ჩიხია… მრავალ ქვეყანაში, სადაც ”რეჟიმი” იყო ფესვგადგმული, ბევრი რამ კეთდებოდა, სხვათა, თუნდაც, მოსახლეობის ურჩი ნაწილის ჩაგვრაზე გადაფერადებულ აღმშენებლობითი ტემპებით. მაგრამ იყვნენ ოჯახები, რომელთაც უსამართლობა იწვნიეს და ”რეჟიმის” მსხვერპლი შეიქმნენ.
დიახ, ამჟამინდელი სისტემა ”თაღლითურ’ გარიგებებზეა აგებული, მაგრამ იგი, იმ სისტემის გამოძახილია, რომელმაც ე.წ. დემოკრატია, უმეტესწილად საკუთარ ხუშტურებს მოარგო…
ახალგაზრდობა სხვების ჩაგვრაზე აგებულ ”პერსპექტივებს” კი არ უნდა მისტიროდეს, არამედ უნდა იპოვოს ძალა, რათა უკეთესი მომავალი შექმნას.
P.S. აქვე მოგახსენებ, რომ არც დღს ვარ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არც კომუნისტების დროს გამაჩნდა ეს პრივლეგია, და ყოველი რეჟიმის დროს ვცდილობდი პირდაპირ, უშუალოდ ნაფიქრი, ანუ ”მართალი სიტყვა” მიმეტანა მკითხველამდე.
კეთილი სურვილებით…


 ***
8 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili-მ(ა) გააზიარა მოგონება.

მართალია, ოთხი წლის შემდეგ, მაგრამ გამოწვევებს, თითქმის ”გაუმკლავდნენ”...

იმედია, ნაცები ამ გამოწვევებსაც ”გაუმკლავდებიან” და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებენ… ნუ შეშფოთდებით, ეს მხოლოდ კეთილი სურვილია…
***
9 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili
·ამ დილით, ცნობილი რადიოარხის გადაცემას ვუსმენდი. ”მზერა” ამერიკული არჩევნებისკენ იყო მიმართული. მოწვეული ახალგაზრდა პოლიტიკური მიმომხილველი ძალზე ცხარობდა; ასე როგორ დაეცა ამერიკელი ხალხი, ტრამპს, რომ ამარჯვებინებსო. (ალბათ, თავის სამომავლო გრანტს მისტიროდა)
გასაგებია ”მსგავსებს” ეს კრუნჩხვები, რატომაც ემართება, მაგრამ თუ ამერიკელი ხალხის უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა თავდაპირველად ქვეყნის შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს, (და ღმერთმა ქნას, რომ მიხედოს) ეს ხომ ”მისაბაძ” მაგალითად უნდა იქცეს... და იქნებ, ცოტათი ჩვენს ხალხსაც ეშველოს...
 ***
 11 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili

მალე, მრავალი ქვეყნის ”პოლიტელიტებისთვის” მთავარი საზრუნავი ის იქნება, ძველებური უკიდეგანო ლიბერასტობა, როგორ შეფუთონ მეტნაკლებად ”აკადემიურ” სტილში…
***
  12 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili

ერთგან ასტროლოგიურ მედიცინაზე იყო საუბარი. მეჩვენა, მოწვეულ, ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალ სტუმარზე მეტი, გადაცემის წამყვანმა იცოდა, მასზე უფრორე კი ეთერში სატელეფონო ჩართვის დახმარებით შემოსულმა სტუმრებმა…
ასე თუ ისე, სტალინსაც ვერ აუარეს გვერდი. ამ საკითხშიც მაგარი იყო, საკუთარი ჰოროსკოპს მიმართულება თუ აურა შეუცვალა და თავის მტრები გააბრიყვა, მათ შორის ჰიტლერიცო…
განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა, თავი გამოიჩინა ერთმა, გურჯიევსაც კი გაუსწრო, ფეხზე მდგომი დარბაზში, ყველა, რო
გორც ერთი, მთელი 45 წუთი უკრავდა ტაშს და თავად ბელადის მითითება, რომ არა, კიდევ დიდხანს გაგრძელედებოდა ოვაციები და ტაშისკვრაო.
P.S. ჰო, არ დაუკრავდა ვინმე და ”ნკვდე” იმავ დღეს დედაბუდიანად ამოძირკვავდა… ზოგს კედელთან მიაყენებდა, ზოგსაც კი ციმბირს მოანატრებდა… “ქარიზმას” ისეთი სადამსჯელო სისტემა უმაგრებდა, რომ დახურულ სივრცეში შიშნარევი სიყვარული მექანიკურად ირთვებოდა…
კი ბატონო, მართლაც განსაკუთრებული პიროვნება იყო, უდაოდ ნიჭიერი. მშვენივრად იცოდა ”ვეფხისტყაოსანი”, განსაკუთრებით კი ”მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა" და ”მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია”.
 ***
 18 ნოემბერი, 2016

დრამატიზმით მოცული შეფხიზლება, დღევანდელ მსოფლიოს ნამდვილად წაადგება…
მარტო ამისთვის ღირდა ტრამპის გამარჯვება! ..
 ***
  19 ნოემბერი, 2016
სულთა ერთობით…
დაინგრეს უნდა,
დასანგრევი
უნდა დაინგრეს…
მაგრამ ისე, რომ ნანგრევებზე
მადლი დადინდეს…
და აღმოცენდეს
საქართველოს გამობრწყინება,
სულთა ერთობით საძირკველი
ზეცად განმტკიცდეს…
4.12.1999
კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” თბილისი, 2010
P.S. მაგრამ, ეს მადლი ისე არა და არ დადინდა, რომ ქართველთა უმრავლესობას ერთიანად ეფიქრა, დროა, არსებული სისტემის შეცვლისკენ მივმართოდ მთელი ჩვენი ძალისხმევაო… და თავისუფალი არჩევანის უფლებაც, რომ გვიბოძოს განგებამ, სამწუხაროდ, საქართველოს მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს გაუჭირდება მართებული გადაწყვეტილების მიღება…
ნათელია, ხელისუფალთ აწყობთ, დემოკრატიული ფასეულობების მოხმობით, ქვეყნის ეკონომიკა თავის ნებაზე წარმართონ. მაგრამ, ვთქვად და ამ ”მრავალმანდატნაგემებ” პოლიტიკოსების გარეშე, რომ მართლაც მოუწიოს არჩევანის გაკეთება ხალხს, საინტერესოა, რა გზას დაადგება. ბოლოს და ბოლოს, როგორი სახელმწიფო შექმნაზე ვოცნებობთ. თუ უკვე, ამაზე ოცნებაც არ გვეხალისება...
რაღაც დოზით, ხომ არ დაჰქროლა სასიკეთო ნიავმა,რომ ”პროგრესიულმა ფრთამ” სახალხო მმართველობის სტრუქტურების შექმნაზე იზრუნოს და ასე ”წაეშველოს” დეპუტატთა კორპუსსა თუ სახელისუფლებლო სტრუქტურებს.
თუ მაინცადამაინც, ვინმე გარეშემ უნდა წამოგვდოს ქეჩოში.
 ***
  21 ნოემბერი, 2016

Janri Gogeshvili
Janri Gogeshvili ღმერთმა ნათელში ამყოფოს…
მაგრამ ეროვნული თვითშეგნების დაკნინება გრძელდება… ამათ, შეგონებებით ვერ დაანამუსებ... მორევაზეა საქმე…
 ***

 26ნოემბერი, 2016
 Janri Gogeshvili ისე, ჰერაკლეც მარჯვედ ხმარობდა კომბალს... ჯეჯელავამ არ გაიგოს, თორემ...
***

 26ნოემბერი, 2016
და ერთიც, შემოქმედთა უმეტესობა ე. წ. ”ორთოდოქსთა” წიაღშიც კი ახერხებდა უშუალო, ღვთისგან ნაკარნახები აზრის დაფიქსირებას. ანუ როგორც მიტროპოლიტი ანტონ სუროჟსკი ამბობს: "Человек должен иметь добросовестность и смелость постоянно ставить под вопрос все свои точки зрения, все свое мировоззрение, все, что он уже обнаружил в жизни, - во имя своего искания того, что на самом деле есть, а не успокоенности и “уверенности”.
 ***

 27 ნოემბერი, 2016
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…

სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,
უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,
და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა…
კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…
ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…
ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…
ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
26.06.2001
კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” თბილისი, 2010
P.S. მედიასივრციდან ისევ გაუთავებლი რახარუხია, საფრონცქაო ტერმინებად ქცეული სიტყვებისა: ”მზაობა”, ”ღიააობა”, ”უფრო მეტი ჩართულობა”, ”დიალოგი”…
”ჩვენებურ” საბანკო სისტემასა და მსსხვილ ბიზნესს მზაობას; გამოწველონ, დაიტაცონ, მიითვისონ, მართალაც ვერ დაუწუნებთ… პირდაპირ ღიად ატერორებენ ქართულ სასიცოცხლო სივრცეს, ე.წ. პოლიტიკაში სათანადოდ ჩართულები არიან და პომპეზურ დიალოგებს მართავენ უცხოელ პარტნიორებთან… ჩვეულებრივი მოქალაქე ”რკინის ქალამნის” იმედზეა… და თუნდაც, მართლა გადადო თავი, სასიკეთოს, ვერც ვერაფერს გაარკვევ… არც მე და არც ჩემი თაობის დიდ ნაწილს, ღირსებია, რაიმე მცირედი ყურადღება ე.წ. კულტურის სამინისტროდან… პირიქით, ”ლიბერასტული” ხედვით, ”არასაიმედოებად” ვართ მიჩნეული… არადა, ესენი, რომ პამპერსებს ასველებდნენ, ჩვენ ამ ქვეყნის მსახურებას ვეშურებოდით სიტყვითა და შემართებით . ბევრს, ამის გამო, გვარიანად გაურთულდა ცხოვრება…
”გვაჯობეს”, საშოვარზე მიშვებულებმა ე. წ. ბიზნესის სახელით ხალხის მონაპოვარი მიიტაცეს... ახლა, ლიტერატურისა და ხელოვნების ხალხს აქა-იქ, თავიანთი ახირებისდა მიხედვით, სამოწყალოდ პრემიებს დიდის ამბით შეაწევენ...
მე მართლად მოსულ პიროვნებებზე მოგახსენებთ, თორემ ცუღლუტები ყველა მთავრობის ”ფავორიტებად” გვევლინებიან...

 ***
 27 ნოემბერი, 2016
Janri Gogeshvili
 ·ჰოდა, ამ გენიოსს მაინც დაუჯერეთ…
თუ ქართული მენტალიტეტის დაცვის პროგრამა დროულად არ შემუშავდა და განვითარდა, რათა ”მომავლის სამყაროში” მისი ადაპტაცია, რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზებით შედგეს, კომბლეს კი არა, ჩვენს წარმომავლობასაც მექანიკურად მივივიწყებთ…

სტატიის ავტორი: ნიკოლოზ ხუციშვილი - რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ის დიდი ინტელექტით გამოირჩევა, რეი კურცვეილი პროგნოზებს აქვეყნებს 1990 წლიდან, ის…


 ***
3 დეკემბერი, 2016
ზნეობრივი შეგონებების პირობაზე, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა, იმგვარად ჩამოიშალა, რომ უკვე მორალის კუთხით გამოთქმულ ბრალდებებს, იუმორად აღიქვამენ… როგორც ჩანს, ხელისუფალთ, ქართული ეროვნული მწერლობის მიმართ ალერგია განუვითარდა… და ვფიქრობ, სანამ მაგათი ”კოლექტიური ჭკვა”, დავით გურამიშვილის აფორიზმებით არ გაიწკეპლება, არც არაფერი გვეშველება…
 ***
4 დეკემბერი, 2016


თვალთ რული წამომეპარა, მთვარე მიმღერდა ნანასა,
ოღონდ, არ შეცდე ვერაგო, გირჩევ მოეშვა ღრენასა…

 ***
5 დეკემბერი, 2016
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველაფერს ვანებებთ თავს... (თამბაქოზეა საუბარი) იქნებ, იქამდე გესინჯა... 

 ***
 9 დეკემბერი, 2016
 Janri Gogeshvili ქალბატონო ნინო
თქვენს გადაცემებს ანუ ”დილის საუბრებს”, თითქმის ხშირად ვუსმენ… (მთავარი ისაა, მიმომხილველი, თუნდაც რესპოდენტი, რამდენად პროფესიონალია).
მინდა ავღნიშნო, თქვენს გადაცემებს ინტერესს მატებს პროფესიონალ მსმენელ-ოპონენტთა მიერ დასმული შეკითხვები... (ხშირად, ანალიტიკური მოკვლევების სახით.)
იქნებ ეს ”აქტივი” თქვენს გადაცემებში მოიწვიოთ. არა მარტო ”არსებულის” კრიტიკის ნიშნით,(უკვე, მსოფლიო პოლიტიკის ხარვეზებზე დაუფარავად საუბრობენ ცნობილი ანალიტიკოსები) არამედ, იმიტომ, რომ მათ თავიანთ თვალსაზრისებში მკაფიოდ წარმოაჩინონ რა სახის სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებს დაუჭერდნენ მხარს…
ინტერნეტში, ერთგან, მორიგი ანალიტიკური სტატიის ქვემოთ ამგვარი კომენტარი დავსვი: კარგი ანალიზია, იმედია, ავტორი საწყენად არ მიიღებს, მსგავსი შეფასებები, ცნობილ ანალიტიკოსთა ნაშრომებშიც გვხდება…
“მზარდი უთანასწორობა არ უკავშირდება იმას თუ ვის აქვს ცოდნა და ვის არა, არამედ იმას თუ ვის აქვს ძალაუფლება.”
Read more at: http://european.ge/paul-krugman-codna-ar-aris-dzala/
Copyright © European.ge
P.S. ამრიგად, ალბათ უმთავრესია იმგვარი გონივრული სისტემის შემუშავება, რომელიც ძალაუფლების გონივრულად გადანაწილებას, გარკვეულწილად ”მექანიკურად” გამოუნთავისუფლებს არეალს…
…მაგრამ თუ უშუალოდ ქვეყნის, ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, მაშინ მართვის სადავეებიც გამოეცლებათ ხელიდან, ანუ საკუთარ ”ძალაუფლებას” მექანიკურად ჩარეცხავენ…
მორევაზეა საქმე!.. ესაა და ეს… ჯერხანად, ეშმაკი მძლავრობს…
და, იქნებ, მართლაც მოიწვიოთ თქვენი გადაცემის მსმენელ-ექსპერტები და რაც მრავლად იქნებიან, მით უკეთესი… თორემ, ამ ფუჭე” წარმატებებმა” წაგვლეკა და ისაა, გაღარიბებული მოსახლეობა კი უკვე მოურიდებლად კვნესის…
პატივისცემით და კეთილი სურვილებით…


 ***

13 დეკემბერი, 2016
 Janri Gogeshvili

ადამიანი, ხშირად ისეთ რამეზე ”აჩმახებს”, რისი განჭვრეტის ცოდნა და უნარი, ნამდვილად არ გააჩნია…
იქნებ, სამყაროს , რომელიღაც კუთხიდან, ჩვენ, უბრალო სიცარიელე თუ არარაობა ვართ.
დიდებულია, როცა რომელიმე მოაზროვნის ფილოსოფიურ დინებას ალღოიანად და აზარტულად შეუდგები; კირკეგორი და ჰაიდეგერიც კი გაგიტკბება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გახვალ, რომ გგონია გაივაკე, მოულოდნელად აღმოაჩენ რომ უღრანთან ხარ მიმწყვდეული. იქით მიდგები, აქეთ მოდგები, ბოლოს კი მაინც ზეციურ სევდასთან ჩაიმუხლებ…
 ***

17 დეკემბერი, 2016
 Janri Gogeshvili გმადლობთ ყურადღებისთვის…
მაგრამ, ვისაც ამ ჩანაწერმა სიმშვიდე დაურღვია, გააღიზიანა თუ… ნათელია მათთან დიალოგი არ შედგა, მაგრამ არც იმის საბაბს იძლევა, რომ გაბოროტდნენ, და ყვავებისა არ იყოს ჩხავილით აიკლონ აქეთურ-იქეთური, ეს ”რაღაც” ჩვენი მოსაწონი არ ჩანსო…
და მაინც კეთილი სურვილებით…

 ***
19 დეკემბერი 2016
ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ქვეყანა, რაღა სამშობლოა!
შემდგომ, სხვათა კარნახით ხელისუფალმა სრულიად შესაძლოა ქართული ცაც გაასხვისოს…
ამიტომაც, ქართული მიწის უცხოელზე მიყიდვა, აქედანვე უნდა აღიკვეთოს…
ხელისუფალი რისი ხელისუფალია თუ იმის ორგანიზება ვერ მოახერხა, რომ ქართულ სივრცეში მიწა მოუვლელი არ დარჩეს!

***
თუ გასხვისდა «ქართული ცა»…

მოიხიბლნენ ქართული ცის
ლაჟვარდოვან მშვენებით,
ცის სარკმელით, სამშვენისით,
ცისარტყელას ფერებით…
ფთილა ღრუბლით,
ფანტელებში მოციაგე სხივებით,
მწვერვალებთან,
ნისლ-ბურუსში შემალული ხედებით…
თუ გასხვისდა ქართული ცა, _
საარაკო ფერწერის,
ტალღებიდან არეკლილი
მოლივლივე წინწკლებით,
მთვარის ხიბლით,
ზოდიაქოს ორნამეტულ იერით...
მერე სადღა აიხედავ
ლოცვითა და ვედრებით...
***

14.01.2009
კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” თბილისი / 2010

 ***
24 დეკემბერი 2016
 anri Gogeshvili გააზრებულად, ზოგჯერ კი, სხვათა მიბაძვით და გაუაზრებლად თვალთმაქცობა და თაღლითობა ”იდეოლოგიის” რანგშია აყვანილი… და ამგვარ ხედვასა და ქმედებებზე სტაბილურობა ვერაფრით ვერ დაფუძნდება…
***
27 დეკემბერი 2016
Janri Gogeshvili საქართველოს ჰყავდა და ჰყავს ღირსეული შვილები... მაგრამ მიზეზთა გამო ”ძალა აღმართს ხნავს...”
***
15 იანვარი 2017
”მზადდება სახელმწიფო დანაშაული - საქართველოს მიწა განსაცდელშია!”
Janri Gogeshvili ·

ამის შესახებ, მე როგორც რიგით ქართველს ხშირად გამიკეთებია კომენტარი…
თქვენ უკეთ იცით, რა ხრიკიც მზადდება… ვიღაც, იმაზეც საუბრობდა, რომ სასურველია სავალუტო ფონდმა აწარმოოს ქართული მიწების აღრიცხვაო… მოკლედ, მორევაზეა საქმე…
შთამბეჭდავი პროტესტის გარეშე, ამგვარი ვერაგობის აღკვეთა არა და არ მოხერხდება…
***
23იანვარი 2017



ხშირია საუბარი იმაზე, რომ ”ნაცმოძრაობა” დაიშალა, დაქუცმაცდა და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ ცალკეულ სახეცვლილებასთან გვაქვს სქმე, ეს პროცესი, თავისებურად ”მარტივ მამრავლებად დშლა”-ს ასახასვს. ისე, კი ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეში, ისევ ის იდეოლოგიური განწყობა ბოგინობს, რაც ნაცრეჟიმის ზეობის ხანაში მძვინვარებდა. ხალხის დიდი მასაც ამ ”განწყობის” ზემოქმედების ქვეშაა და ნოსტალგია მაშინდელ ”აფექტთა” მიმართ უფრო და უფრო მატულობს. 
ასე რომ ”გარდასახვები” კვლავაც მრავლად გვექნება, მაგრამ დაშლაზე ნაადრევია საუბარი.
საერთაშორისო ვითარების მკვეთრად შეცვლაც კი, ასე ადვილად ვერ გააკეთილშობილებს პერმანენტულად სათავისოდ მომართულ ქართულ ბიუროკრატიას. 
არსებული სისტემის ძირეულად გარდასქმნელად კი გონიერი, პირიანი, ეროვნული, საკაცობრიო, სამომავლო იდეალების საფუძველზე განსხეულებული; სიცოცხლისუნარიანი სამოქმედო წესების მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა უნდა აღორძინდეს…
***
27 იანვარი 2017
განწყობის განწყობა…
სანუკვარი ფიქრით მოცული, გემის კაიუტაში შეყუჟულ, სიმარტოვეში ჩაძირულ მგზავრს ჰგავდა. გემი კი იძირებოდა, თავგზააბნეული მგზავრები, ხმაურით ცდილობდნენ თავის შველას…
*
ჩვენებურ ”საფრენდეთში”, ზოგჯერ ნათელ და ჯანმრთელ მოსაზრებებს ვკითხულობ, ვისმენ… (ვითარებისდა მიხედვით, მეც აქ ვტრიალებ…) მაგრამ ფეისბუქი ჩვენთან, ”გულის მოფხანის” თვალსაჩინო და ლამის საბედისწერო ინსტრუმენტად იქცა… ჰოდა, რაღაც ისეთი თუ არ მოხდა, რაც აქაურ ტკივილიან ძალისხმევაზე, ბევრად უფრო მგძნობიარე რეაგირებას აიძულებს ე. წ. სახელმწიფო უწყებებს, სრული შესაძლებელია ქართული საზოგადოების მოწინავე აზრები, წუხილი თუ აღმაფრენა, ამ სარისკოდ მიმზიდველ ”მახინაში”, ვირტუალურ სივრცეში პერმანენტულად ჩარჩეს…

***
30 იანვარი 2017
”გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება”…
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
და ყველაფერი, ბევრად უფრო მარტივადაა…
***
3 თებერვალი 2017

უამრავ წინასწარმეტყველებას ვკითხულობ და ვისმენ და ერთსაც მეც დავამატებ:
ისმინეთ: 
გაზაფხულზე, ეკალას შემოსვლამდე ამბები ატყდება…არ დამიწყოთ ახლა როდის, სად და ვისო… გლობალური სივრცე მაქვს მხედველობაში… აქაური შიმშილის განცდა, იქაურებს შეძრავს და გადარევს… ფსიქოგამაღიზიანებლის ფუნქციას ”ევროლიბერალიზაცია” გასწევს, ეკალა კი, _დამაჩქარებლის. 
ესაა და ეს… მეტის გამხელის უფლება არ მეძლევა, თორემ ისიც ვიცი, აპ!
ეკალას და სხვა ”მისთანების” შემოსვლამდე დარჩა… ვისაც ეგ დააინტერესებს უჩემოდ დათვლის…
P.S.
იუმორს ნუ დამიკარგავ, ისე, ყველაფერი ეს ”კვანტური ფიზიკის” მსგავსადაა... ვნახოთ, ვინ ვის დაუდებს კვანტს...
*
4 თებერვალი 2017
ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ბევრი მოვლენა, რომელიც რეალობად იქცა
ALLNEWS.GE
ამ ბატონის ნაწინასწარმეტყველებიდან, მომავლის ჩემეული ”ვარიანტი” თუ გვიხსნის; ეკალას შემოსვლასა და ევროლიბერალიზაციაში ბედის ”გახსნით” გამოწვეული კვანტური პროცესები, შედარებით ბუნებრივად ჩაივლის. მღელვრებას და არეულობას მიჩვეული ვართ. საყოველთაო უთავბოლო შეშფოთებაზე კი ”აცრილი”.

ეს ბატონი კი, ისეთ რამეებს გვპირდება…
***
5 თებერვალი 2017
ბატონო ვაჟა
ღმერთმა შეგარგოთ ბოძებული ”პურის ფული”
როგორც ჩანს, მილიარდელ ივანიშვილის ”რჩეულებმა” (განსაკუთრებით კულტურის სფეროში) ცალსახად მიისაკუთრეს ”ქართული ინტელიგენციის” სტატუსი. რითაც, სხვა მოაზროვნეთა ღვაწლს უგულებელყოფენ. ამიტომ, დროა (თუმც, აქამდე თავს ვიკავებდი),
რომ განსაზღვრება მიეცეს ამ სფეროს წარმომადგენლებს, ანუ ”წითელი ინტელიგენცია”;
”ლიბერასტ-სოროს-ინტელიგენცია” და ”ინტელექტუალები”…
და თუ, მხოლოდ ამ ”ყბადაღებულ ინტელიგენციის” მოიმედეა ეს ქვეყანა, დამთავრებულა საქართველო და ესაა...
აქვე განმარტებასაც შეგაშველებთ ”სამოქალაქო განათლების ლექსიკონიდან”
ინტელიგენცია
ადამიანთა საზოგადოებრივი ფენა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად რთული, შემოქმედებითი შრომა შეადგენს. კ.მანჰაიმის აზრით, „ყოველ საზოგადოებაში არსებობენ სოციალური ჯგუფები, რომელთა სპეციალური ამოცანაა საზოგადოების უზრუნველყოფა სამყაროს ინტერპრეტაციით; ჩვენ მათ ინტელიგენციას ვუწოდებთ“. მეცნიერთა მიერ დახასიათებულ ჯგუფს დღეს უმჯობესია, ინტელექტუალები ვუწოდოთ. „ინტელექტუალის“ ცნება უფრო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებში. ტერმინი ი. მწერალმა ნ. ბობორიკინმა შემოიღო XIX ს-ის 60-იან წლებში და რუსულიდან გავრცელდა სხვა ენებშიც. თავდაპირველად ი-ის უწოდებდნენ საერთოდ განათლებულ ადამიანებს. ი. თავისი პირველადი ფორმით წარმოიქმნა მაშინ, როდესაც გონებრივი შრომა ფიზიკურს გამოეყო. ი-ისადმი მშრომელთა პროფესიული მიკუთვნების გადამწყვეტი კრიტერიუმია შრომის ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური გონებრივი შრომა, როგორც წესი, მოითხოვს უმაღლეს ან საშუალო სპეციალურ განათლებას, არასწორი იქნებოდა ი-ისათვის (სპეციალისტებისათვის) ყველა იმ პირის მიკუთვნება, ვისაც აქვს უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (ბევრი მათგანი ჩვეულებრივ მუშად მუშაობს). ი. იყოფა მეცნიერულ-ტექნიკურ, მეცნიერულ-ჰუმანიტარულ, ადმინისტრაციულ-მმართველობით, განათლების, ჯანდაცვის, იურისპრუდენციის, ლიტერატურის, ხელოვნების და სხვ. ჯგუფებად. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად სულ უფრო იზრდება ი-ის რიცხობრიობა და მნიშვნელობა. დღეს უკვე ხშირად ლაპარაკობენ ჰუმანიტარულ ინტელექტუალებსა და ტექნიკურ ი-ზე, როგორც ახალ კლასზე. ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს ეკონომიკის კონტროლზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]


"ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ ქართული ინტელიგენცია მონები არიან და ჩვენ პანღური გვინდა, რომ ჩვენ ბატონი ბიძინას მონები ვართ. არ არის…
IPRESS.GE

***
6 თებერვალი 2017

დროა, საქართველოში ”ფეისბუქმთავრობა” შეიქმნას. აგერ ისლანდიაში, თითქმის ”ფეისბუქის” მეშვეობით შეადგინეს ქვეყნის კონსტიტუცია.(http://www.tabula.ge/…/54959-islandia-axal-konstitucias-fei…)
არადა, გაძეძგილია აქაურობა ნიჭიერი მომხმარებლით, განსაკუთრებით სხვათა აზრების გამოფენა უყვართ. საინტერესოა, აქაურ ”მთავრობას” რა სახე მიეცემა… აქაც შეინიშნება თავისებური ”იერარქია”. ინტერნეტმედიიდან გამორჩევით გაფიარებულები, ”რიგითებთან” შემოხედვას, თითქმის არც კადრულობენ…
მაგრამ მაინც უნდა ვსინჯოთ…
იქნებ, ”ფეისბუქმთავრობა”, მაინც ვაქციოთ სახალხო მთავრობად…

ისლანდიის ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში ქვეყნის თითოეულ მონაწილეს აქვს მონაწილეობის…
TABULA.GE

***
7 თებერვალი 2017
***

თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ საზოგადოებამ, როგორ არ უნდა მისცეს უფლება, კორუპციისადმი ლიბერალურად მიდრეკილ მორიგ ხელისუფალს, ხალხს სულში ჩააფურთხოს…
იქ, სადაც ადამიანების უმრავლესობას ამ საკითხისადმი გაორებული ფსიქოლოგია აქვთ, ანუ
”ჩემიანს” შენდობა, ”მისიანს” მოეკითხოს, სამართლიანი სახელმწიფოს ”მსგავსი” ვერა და ვერ შედგება.


რუმინეთის მთავრობამ უკან დაიხია, თუმცა აქციები არ წყდება და მთავრობის გადადგომას ითხოვენ
NETGAZETI.GE
***

ამბობენ, ხანდაზმული ხეების გადარგვა საინტერესო ჰობიაო… ჰოდა, ”ნაკოლს” ვიძლევი, ძაან მაგარი ასწლოვანი ხეებია... ვინც გამოიცნობს…
***
***
10 თებერვალი 2017
უკიდურესობათა
წრებრუნვა…
უკიდურესი აღმაფრენა და
უკიდურესი სიძულვილი;
უკიდურესი სიფრთხილე და
უკიდურესი გავეშება;
უკიდურესი სიბრძნე და
უკიდურესი სიბრიყვე;
უკიდურესად შეჭირვებულები
და უკიდურესად მდიდრები…
კონსტიტუციაში,
უკიდურესად ჩარჩენილი უფლებები
და კანონშემოქმედებითი რია-რია.
გაუაზრებელ ”უკიდურესობათა”
სიავით გაჩენილი მორევი და
გამუდმებით ”გაძლებაზე” ფიქრი…
***

ისე რა, განტვირთვისთვის; ვინმე ”პროტოტიპმა”, იქნებ წაიცრემლოს კიდეც…
რომანტიკულ წარსულში ჩათუთქული ფიქრები,
ჯერ ისევ მიმზიდველ ქალს, თვალები უსველდება,
ახსენდება, რა მხურვალედ ეტრფოდნენ ვაჟები…
თავად კი, ვერ შეძლო არსებითად ვინმეს შეყვარება.
…სინანული იპყრობს და მსწრაფლ ლოცვას ეშურება…
***
14 თებერვალი 2017
უთავბოლო გოდებით ”მოწამლულ” ქვეყანას ვერ ვუშველით...
***

გატაცებას, მოწონებას, უაზროდ გადარევას,გააბდლებას და არშიყს ერთი დღე რას ეყოფა…
***
შენი სახება
შენი სახება იშვა ოცნებად;
ციურ ყვავილთა სურნელთა წყებად…
ბგერათა გამად, ფერთა ტონებად…
გზნებათა ტალღად და აღტაცებად…
ჯ.გ.
***
სუბლიმაცია…
და შეთრთვილული ოცნებები
ცისარტყელაში სულს რომ ჩაითქვამს,
და მაგ ბაგიდან გამოყოლილ
ალერსის სიტკბოს სხივი ჩაიწნავს…
ამოფრინდება უჩვეულო ბგერათა როკვით,
ციურ სხეულში მონატრებად ჩაისახება,
შეეფეთება ვინმე ეულს გრძნეული ნდომით,
შველად მიუვა, სიყვარულად აიტალღება…
ჯ.გ.
***
ქალის ეშხი
ქალის ეშხი თუ მოედო
გინდამც იყოს იგი ბრძენი,
იწყებს ლაციცს, ფიქრში მაინც
წაუცდება სადმე ხელი…
ჯ.გ.
***
სააშიკო მაგია
აინთება გამომწვევად, ღიმილით რთავს თვალებს,
პოეზიის თუ მუსიკის გააჟღერებს ჰანგებს,
ცის სიღრმიდან ამოსარკულ ვნებებს აფერადებს,
შეაპარებს ”ყოფით” დაღლილს მათრობელა ზღაპრებს…
შეანელებს მეტყველ მზერას ყვავილზე თუ ცაზე,
გაიტყუებს კაცის სურვილს საოცნებო ”განძზე”,
წასჩურჩულებს მიმოქარგვით ფორტუნაზე, ბედზე…
ცელქად აქებს მამრის უნარს და აქეზებს: ”ცადე!..”
მიმოურხევს მივიწყებულ, მიმოწყვეტილ სიმებს,
გაუნასკვავს, გაუმართავს და ჩამოკრავს თითებს,
იქ შეუნთებს სიყვარულის კოცონსა თუ ხრიკებს,
მერე უცებ მიაგდებს და მალ გადაწვავს ხიდებს...
ახლა მორიგს გამოარჩევს, გზნებას მიმოაფენს;
ახლა იმ სხვას შეუხამებს საააშიკო ელფერს,
მიტოვებულს, ”მოწადინეს” აკნინებს და ამხელს:
_წრებრუნვაო სიყვარულის ვერ იგუა ხეპრემ!..
7.06.2005
***
…სიწმინდე მისი დასჭირდათ მერე, როცა გამოძღნენ, ლეშად იქცნენ და ღვთის საუფლოს მიაპყრეს თავლი, ციურ ჩარჩოში ესვენა სხივი აწგარდაცვლილი, ბგერები ნაზი, მსხვერპლი სიჩუმის და სიყვარული და სიყვარული… სიწმინდე მისი დასჭირდათ მერე…
რომანიდან ”გამთენებელი ღამისა”
(რომანი 1981-1983 წლებში შეითხზა, დაიწერა და…
მაგრამ მხოლოდ 1991 წელს გამოიცა გამომცემლობა ”მერანის” მიერ.)
***

16 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა
***
P.S. რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობიდან მისაღები ღონისძიებაა, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ამგვარად წიგნის კითხვა თავისებური შოუა... ანუ ყველაფერი ”შოუმდე” დადის... და მსგავს შოუსაც თავისი ”გმირები” ჰყავს. უკვე, გარკვეულ ნაწარმოებზე კი არაა მოთხოვნილება, არამედ, პოეტ თუ მწერალ ”შოუმენზე”.
ისე კი...
გული ნაოცნებარი…
კითხვას გადაეჩვია დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება "პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა შვილიცა და მშობელიც…
და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი…
გახსოვს? ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა, თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ მაინც გუგუნებს გული ნაოცნებარი…
7.04.2000
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” /2010 თბილისი
***

რა შეაჩერებს ქვემძრომულ ზრახვას,
თუ არა წრფელთა ღირსების განცდა!
და საქართველოს მედროვეთ ნახრავს,
ჰკიდია აბრა…
19 .02. 2013
***
19 თებერვალი 2017

სამხილები დროულად უნდა მოიპოვო, თორემ, მერე ისინი ცნება-იერს იცვლიან, ანდაც, საერთოდ უგზო-უკვლოდ ქრებიან… (ჯ.გ.)
***
20 თებერვალი 2017

ლოყის მიშვერა აღარ ჩათავდა…
ოი, რამდენმა დაღვარა სისხლი,
ოი, რამდენი ბრძოლა გადაგვხდა,
მაგრამ ამქვეყნად ფლიდი და მავნე, 
თუ მოგვემატა და არ დაგვაკლდა…
მშიერი ზეცა ითხოვს შესაწირს,
მშიერი გონი საძღომს და სახრავს,
”შენდობა” გახდა ერთგვარი ფანდი,
ლოყის მიშვერა აღარ ჩათავდა…