вторник, 3 ноября 2015 г.

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მესამე)

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მესამე)
*
*

*-*
2 ოქტომბერი 2015
Janri Gogeshvili კრეატიული აბსურდი... გიხაროდეთ, სრულიად ახლი მიმდინარეობაა...
***
Janri Gogeshvili მომხიბლავი ნატვრაა… მაგრამ ამისთვის, ბევრის შეგნებაში”წერტილოვანი დარტყმები” უნდა განხორციელდეს…
***
10 ოქტომბერი 2015
”ქართვლის დედებო! - საქართველო შეიდგით მხრებზე, რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად...”

მეტისმეტად მეჩვენა, თუმც, ეს კომენტარი, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ლექსის ქვემოთ, მაინც არ დავსვი…
ვაი, რომ ლაიქებით ვერ მოგვარდება ეგ ამბავი. ..
კოლეგიალობის გამო ერთი პირობა ვიფიქრე, იქნებ არ ღირს პოეტს სატკივარი დავუმძიმო მეთქი, მაგრამ… ბოლო დროს, საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, უშნოდ გოდება მოგვეძალა… კაცმა თავისი წილი კაცობა უნდა გასწიოს, ქალმა _ ღირსეული ქალობა... აქეთკენ შემოძახება უფრო მართებული იქნება.
P.S. როგორც ვიცი, ცნობილი, ნიჭიერი ავტორი, თავად ვაჟკაცურად უმკლავდება წუთისოფლის სიავეს…
***
13 ოქტომბერი 2015

Janri Gogeshvili …”და აქ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. მერე მოითხოვენ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკის აღორძინებას. ეს ტენდენცია ისეთ სახიფათო სახეს შეიძენს, 2016 წელს შედეგს მიიღებს.”
ასტროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ მალე პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალა შემოვა.
„ნელ-ნელა შემოვა მესამე ძალა, რომელიც იქნება საქართველოს მომავალი, რომლისაც ეშინიათ. ეს იქნება უცნობი ჯგუფი, რომელიც არ იქნება შელახული, არ აქვს არანაირი საზიზღრობა გაკეთებული, გარკველიმხარდაჭერა ექნებათ ნინო ბურჯანაძის მხრიდან, თუმცა მასზე დამოკიდებული არ იქნება.არასაპარლამენტო ოპოზიცია რადარებიდან არ გაქრება, პირიქით, იქნება ბევრი ახალგაზრდა, რომელსაცექნება პატრიოტული განცდები. გარკვეული ჯგუფები იქნება კუკავას ჯგუფიდან და შეიკვრება ბირთვი.ენერგიის გარდაქმნა მოხდება, ერთგვარი გარდასახვა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში", - აცხადებს ცაგარელი „ალიასთან" საუბრისას.

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 

P.S. თუმც, ბატონ მიხეილ ცაგარელის პროფესიაა ”წინასაწარმეტყველებაა”, გავბედავ და მოგახსენებთ, საქართველოში, მესამე ძალა, შესაძლოა მხოლოდ ”გარე მოვლენებმა” გამოავლინოს. (მისი ნელ-ნელა შემოსვლა, როგორც ასტროლოგი მიიჩნევს, არარეალურად მეჩვენება) საით გადაიხრება ბედისწერის სასწორი (თუნდაც, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტორის მეშვეობით) ამას მომავალი გვიჩვენებს… (სამწუხაროდ დღევანდელ ”ქართულ საზოგადოებას” კლასიკური გაგებით, არ შეწევს ძალა, პროცესების უშუალოდ წარმართვისა… მაგრამ ეს მოხდება, მოსალოდნელია, კოსმიური ზეგავლენის მოწმენიც გავხდეთ… 

რა თქმა უნდა, ჩემი ეს მოსაზრებაც შესაძლოა ეჭვს ქვეშ დადგეს, მაგრამ, იქნებ ვინმემ სახალისოდ მაინც მიიჩნიოს…
***
16 ოქტომბერი 2015

სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა) / Them who have taken away the native land Or in a captivity of tricky ideas

სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუ...


გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 2001 წლის მარტის თვეში გამოქვეყნებულ ამ სტატიას , ვაჰ, რომ ყავლი არა და არ გაუვიდა…

მათ, ჩვენ სამშობლო წაგვართვეს და ქვეყანა იდეა იდეა-ხრიკებით აავსეს _ ასე იწყება ეს წერილი. 

არა, სასოწარკვეთა ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გულუბრყვილოდ მიჩნდება კითხვა, ვისთვის უნდათ ეს ქვეყანა, მარტო ”საკუთარი მუცლების ამოსაყორად?!” არა, მთლად ასეც არ არის. 

მაგრამ, ქვეყანის მმართველობაში, არა და არ იშვა ეროვნული სულისკვეთებით იმგვარად შედუღაბებულ ქართველთა ერთობა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის ისე თავგამოდებით და გონივრულად გადადებდა თავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც შვებით ამოესუნთქა. სულ სათავისოდ ”გარე” კარნახის, სულ ”გარე” რჩევის, სულ გარე-გარე ”ლობისა” თუ მარჩენლის ძიებით ჭკუადაკაპიწებული ე. წ. პოლიტიკური ელიტის არსებითი ნაწილი საკუთარი ხალხის გადაგდებაზეა დაგეშილი.

კიდევ კარგი, რომ პოლიტიკაში მოღვაწე ერთეულებს, ჯერ კიდევ აწუხებთ ამ ქვეყნის სატკივარი. 

მე სხვა რამეზე მოგახსენებთ _ ანუ ქვეყანის მმართველობაში, არა და არ იშვა ეროვნული სულისკვეთებით იმგვარად შედუღაბებულ ქართველთა ერთობა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის ისე თავგამოდებით და გონივრულად გადადებდა თავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც შვებით ამოესუნთქა.
***
17 ოქტომბერი 2015
Janri Gogeshvili ნუ დაზაფრავთ საქართველოს... და ეს ახაგამოჩეკილი ”ცნობილი სახეებიც” შეიცოდეთ, ”მძიმე” ბავშვობა ჰქონდათ...
***
17 ოქტომბერი 2015

Janri Gogeshvili მაგრამ იმედია, მომავალში უფრო წინდახედული იქნებით და დამნაშავებთა ”გაამპრავებლებს” ძველებურად არ გააჯეჯილებთ თქვენს გადაცემებში…

კეთილი სურვილებით…

17 ოქტომბერი 2015

Janri Gogeshvili ”ამის საპირწონეთ ერთადერთი გამოსავალია -- დაუნდობელი ბრძოლა სიყალბის წინააღმდეგ! 
ერის კონსოლიდაცია, გონივრული მოქმედება , ერთგულების პრინციპი და სიმართლის ცოდნა..”
ლოგიკურად მსჯელობთ, მაგრამ რეალობა ასეთია: ხალხის დიდ ნაწილი ”საშველ-სახიდებელს” ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ფონზე ითხოვს. უმრავლესობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს რა გზით მოხდება ეს. მთავარია ცხოვრება შეიმსუბუქოს…
ამის ”გასანაღდებლად” სიყალბესაც იგუებს და ”გადაგდებ-გადმოგდებასაც”. 
ხალხოსნობის დრო კი კაი ხანია წავიდა, ვეღარც ”ტეტიებს” იპოვით ინტერნეტის ”ეპოქაში”.
თავდაპირველად, ყალბი დაპირებებით პარლამენტში ”გამძვრალთა” პასუხისმგებლობის ”ფორმულა” რომ შემუშავდეს (გამოწვევა და პანღური) და მის დასამკვიდრებლად დაირაზმოს ხალხი, ესეც მიღწევა იქნება…
ეს, მხოლოდ ჩემი აზრია, თუ ვინმეს რეალობიდან გამომდინარე უფრო დახვეწილი და ტევადი ’ხედვა” და გეგმა ექნება, რა თქმა უნდა, მეც მას გავიზიარებ.
ისე კი, ილია ჭავჭავაძე ”გონიერ და პირიან კაცთა ერთობა”-ს ეიმედებოდა.

***

27 ოქტომბერი 2015
იუმორნარევი მინიშნება...
-სამყარო ფართოვდება…-ხაზგასმით იწყებს ასტროფიზიკოსი.
-კაცობრიობის გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს…-ორზროვნულად იღიმის სტუდენტი. ანუ როგორც ამბობენ ყველაფერი ურთიერთქმედებაშია...
***
30 ოქტომბერი 2015
შემონახვით, ”იქეთურებს და აქეთურებს” კიდევ ბევრი რამ ექნებათ მარაგში, ეგ ხომ ქართული ყოფის ”ექსტაზად” იქცა, მაგრამ ამ გაგანია ”პოლიტავანტიურის” დროს ძირეული სატკივარი მაინც სულ სხვაა…
ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა:
„ქადილი ოქრო-ვერცხლისა, რომ ყველაფერი ჩემიაო, ყველაფერს ვიყიდიო, გამართლდა ქვეყნის საუბედუროდ“
ამან, ერთხელ უკვე ხელი დაგვრია…
და მერე რაც მოხდა, ისტორიის მცოდნეთ კარგად მოეხსენებათ...

***
1 ნოემბერი 2015

Janri Gogeshvili ”ამ ქვეყანაში არავის არ უნდა შრომა... შრომა კი არა და განძრევაც! 
ჭამა კი გიყვარდეს!”

საერთო ფონი, ალბათ ამის საბაბს გაძლევთ…

მაგრამ, ხომ ხშირად გვინახავს გადამეტებული შრომისგან დაკოჟრილ-დაღარული ხელები... 

დიახაც,”თახსირი” სისტემა ალალი შრომისადმი ინტერესს აკარგვინებს ხალხს. 

მაშინ, როცა მოწინავე მსოფლიო ალტერნატიული ენერგიების ათვისებიკენ ისწრაფვის, რასაც სოფლის მეურნეობის აღმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენთნ, მმართველი დასი გრანდიოზული ჰესების ”მშენებლობაზე” და ელექტროენერგიის მონოპოლიზაციაზეა ”ჩაციკლული”.


27 ოქტომბერი 2015
იუმორნარევი მინიშნება...
-სამყარო ფართოვდება…-ხაზგასმით იწყებს ასტროფიზიკოსი.
-კაცობრიობის გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს…-ორზროვნულად იღიმის სტუდენტი. ანუ როგორც ამბობენ ყველაფერი ურთიერთქმედებაშია...
***
30 ოქტომბერი 2015
შემონახვით, ”იქეთურებს და აქეთურებს” კიდევ ბევრი რამ ექნებათ მარაგში, ეგ ხომ ქართული ყოფის ”ექსტაზად” იქცა, მაგრამ ამ გაგანია ”პოლიტავანტიურის” დროს ძირეული სატკივარი მაინც სულ სხვაა…
ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა:
„ქადილი ოქრო-ვერცხლისა, რომ ყველაფერი ჩემიაო, ყველაფერს ვიყიდიო, გამართლდა ქვეყნის საუბედუროდ“
ამან, ერთხელ უკვე ხელი დაგვრია…

და მერე რაც მოხდა, ისტორიის მცოდნეთ კარგად მოეხსენებათ...
***
1 ნოემბერი 2015

Janri Gogeshvili ”ამ ქვეყანაში არავის არ უნდა შრომა... შრომა კი არა და განძრევაც! ჭამა კი გიყვარდეს!”

საერთო ფონი, ალბათ ამის საბაბს გაძლევთ…

მაგრამ, ხომ ხშირად გვინახავს გადამეტებული შრომისგან დაკოჟრილ-დაღარული ხელები... 

დიახაც,”თახსირი” სისტემა ალალი შრომისადმი ინტერესს აკარგვინებს ხალხს. 

მაშინ, როცა მოწინავე მსოფლიო ალტერნატიული ენერგიების ათვისებიკენ ისწრაფვის, რასაც სოფლის მეურნეობის აღმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენთნ, მმართველი დასი გრანდიოზული ჰესების ”მშენებლობაზე” და ელექტროენერგიის მონოპოლიზაციაზეა ”ჩაციკლული”.

***
3 ნოემბერი 2015
Janri Gogeshvili ...თუ მაშინ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი, ვითარების შესაბამისად და გულწრფელად იქცეოდით, ასე თავგამოდებით არ უნდა ”ნანობდეთ”. მთავარია, მომავალი გათვალოთ ახლანდელი რეა
ლობის შესაბამისად... და მხარდაჭერებსაც სანანებლად არ გაუხადოთ თქვენდამი თანადგომა...
***
4 ნოემბერი 2015
Janri Gogeshvili თავისებურად ლოგიკურია... თუმც, მრავალი რამ ევროპის წიაღში მოსალოდნელ ”ფეთქებად” მოვლენებზეცაა დამოკიდებული... და თანაც, არ მგონია საქართველოს ხელისუფლებაში თვითგადარჩენის ინსტიქტი ასე ”დაჩლუნგებული” იყოს... ”მაგარი ბიჭები” საპირისპირო, გონივრული რეაგირების დროს, ხშირად უფუნქციოდ რჩებიან ან სხვა დამკვეთის სამსახურს ამჯობინებენ...
*
7 ნოემბერი 2015
Janri Gogeshvili მართალს ბრძანებთ… მაგრამ ”ჩვენებური დიპლომატიის” გაუთავებელი წაჯექ-უკუჯექობანა, არა მარტო ”ელჩებს”, არამედ ათასი ჯურის ”ენჯეოთა” ემისრებსაც ახალისებს, ”ქართულ სახელმწიფროებას” ხუშტურისდა მიხედვით ”თავში უკაკუნონ”…
*
24 ნოემბერი 2015

Janri Gogeshvili თავად თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ყველასა და ყველაფერზე სწორი ანალიზის უნარი შეგწევთ… 

ქირურგიული ჩარევა განსაკუთრებულ ცოდნას ითხოვს… 

ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი, ის რომ სოციუმის განწყობას ალღო აუღო, პრობლემების გდაწყვეტაში შეეშველო, სიტუაცია ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმართო, სხვა განგებისგან შესახელებულ ნიჭს ითხოვს… გარკვეული ასპარეზი პოზიტიურად ავლენს და ახალისებს ”ამგვარ ნიჭს”… მრავალი ქვეყნის ისტორიის ქრონიკები ამის ნათელი დასტურია… (იკითხეთ მეტი…)

აბა, ისე, ჩვეულ ინტრიგათა მხლართავები აქაც, ქართულ ფეისბუკსივრცეშიც მრავლადაა…
*
19 დეკემბერი 2015

Janri Gogeshvili მედროვე-მაამებელთა ცნობიერება ვირტუალური ორმოებითაა სავსე…
*
24 დეკემბერი 2015
გამოკითხვა: ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი...
Janri Gogeshvili არ ღირს ეგ ამბავი ამდენ ხმაურად... ქართველმა ხალხმა, ქვეყნისთვის სასიკეთო სისტემის შემუშავება-დანერგვაზე უნდა იფიქროს...
*
24 დეკემბერი 2015
Janri Gogeshvili Janri Gogeshvili · Tbilisi, Georgia
…”დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები მუდმივად სახელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად, თუმცა ამ ფაქტს ჰქონდა არაერთი მიზეზი - მათ შორის, ფინანსური…”
ათეული წლობით ნალოლიავებ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს, უპირველესად, იმიტომ ვერ ”იფორმებს” ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა უდიდესი ნაწილი, რომ შესაბამისი თანხა არ გააჩნია.
ქართველობა ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს იმიტომ შეჰხაროდა, რომ სხვა თუ არაფერი, საკარმიდამო ნაკვეთები გამოსასყიდის გარეშე მიეღოთ. ” მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო... ” ერთგან, ასეულ ჰექტრობით მიწის ფართობი სიმბოლურ ერთ ლარად გასხვისდა, ძირეულ მოსახლეობას კი, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია, ე. წ. ”მიწის საკითხით” გამუდმებით ატერორებენ…
სხვის შეცდომებს არ ითვალისწინებთ, საკუთარ შეცდომებზე სწავლა კი გვიანღა იქნება…

*
6 იანვარი 2016
Janri Gogeshvili სისტემის ”გულუბრყვილო” ტყვენი _ გადამგდებნი და მაინც ქველნი… _სერიალი გრძელდება... smile emoticon
*
23 იანვარი 2016
Janri Gogeshvili ერთი უბედურების მეორეთი გადაფარვა ქვეყნის მომავალს ვერ წაადგება… თაღლითური სისტემა დღესაც ნიადაგს აცლის ჩვენს ყოფას, მაგრამ ნაცების აგრესიულმა, ”სექტანტურმა” იდეოლოგიამ, არა მარტო ფიზიკურად დააბეჩავა ქართველთა უმეტესობა, ბევრ მათგანს ცნობიერებაც ”შეურყვნა”
*
5 თებერვალი 2016

Janri Gogeshvili


ქართველთა თუ უცხოელთა შემოქმედებასა თუ ნააზრევში ხოტბაშესხმულ საქართველოში, ამჯერად, იმგვარი ”ჩარჩული” ვითარებაა, რუსულად და ინგლისურად კი არა, რომ შემეძლოს ჩინურადაც ”შევუბერავდი” ამგვარად ”ავარდნილ” ლექსებს…O:)
*
Сотворите воздушный рывок...
Милые желания растолстели,
Крылья завяли от глупых снов,
Внезапно и монашка замечталась
На похоронную музыку и гроб...
От друзей остались воспоминания,
Идейный оказался смешной и роб,
На горизонте мираж разминается,
Пташки гоняются за ветерком...
Опомнитесь милашки, опомнитесь,
Иллюзия бессмертна!
Но, не "любовь..."
На небесах мечта заблудилась,
Сотворите воздушный рывок...
Портал предоставляет авторам возможность свободной публикации и обсуждения произведений современной поэзии.
STIHI.RU
*
6 თებერვალი 2016

Janri Gogeshvili თქვენი პოზიცია მოსაწონი და დროულია, მაგრამ იქნებ მხედველობაში მიიღოთ ისიც, რომ
ნაცებისზეობისხანაში, უგულავას და მისი საახლობოს ხუშტურისდა მიხედვით, თბილისს მიერთებული იქნა ათასობით ჰექტარი მიწამიწის დიდი ნაწილი მუქთად მიისაკუთრესხოლო იქ მცხოვრებ (კერძოდ, გლდანის ყოფილ სამრეწველო ზონაში, რომელიც ადრე მცხეთის რაიონს ეკუთვნოდა) ძირეულ მოსახლეობის მიერ, ასე ოცდაათი წლის უკან (კომუნისტების ხანიდან) განაშენიანებულ საკარმიდამო ნაკვეთებს გადამეტებული ფასი დაადეს. ანუ, იქაურობასპრესტიჟულობაშეძინეს მუქთად მითვისებული მიწების სპეკულიაციის მიზნითიქ დაფუძნებული რიგითი, იმ საკარმიდამო ნაკვეთების მოიმედე მოსახლეობის სამოქალაქო უფლებები კი სრულიად უგულებელყოფილია
პატივისცემით და თანადგომის იმედით
*
20 თებერვალი 2016

Janri Gogeshvili ·

მართლაც მშვენივრადაა წარმოჩენილი მარადიულ საცოხნს გამოდებული, გადაგვარების 

ჟინით ატაცებული ე. წ. ლიბერასტის ფსიქოლოგიური პორტრეტი.



***

შემინდოს ვაჟას სულმა და ამიტომაც აქვე, მცირე ამონაწერს მოვიხმობ ავტორის წერილიდან:

”იპოლიტე ვართაგავა წერდა: „იმ დროს როდესაც მომეტებული ნაწილი თანამედროვე მოწინავე, კულტურითა და ცივილიზაციით მოამაყე ერებისა დღესაც ვერ ამღლებულა ადამიანთა საერთო ძმობის შეგნებამდი, იმ დროს როდესაც „კულტუროსანი“ ევროპიელი დღესაც არ ერიდება იმიზეზოდ, – მხოლოდ ანგარებისათვის, – შელახოს და შეაგინოს სახელი… ღირსეულ პატარა ერებისა… იმ დროს როდესაც „განათლებული“ ევროპიელნი დღესაც, მეოცე საუკუნეში სინდისის მხილებასაც არ განიცდიან … ღვიძლი ძმების სისხლის დაღვრისათვის… „უკულტურო“, „გაუნათლებელი“ ბავშვობიდან ომიანობას, ხანჯლის ტრიალს და სისხლის ღვრას დაჩვეული მთის შვილი ალუდა ისეთს შეგნებას, განცდას და მგრძნობიარობას იჩენს, რომელიც იშვიათი მოვლენაა განათლებულ ევროპაშიც და რომელიც დიდბუნებოვან, რჩეულ ადამიანთა ხვედრია“. კრიტიკოსის აზრით, „ალუდა ნამდვილი განხორციელებაა ძველი ქართველისა – მისი ვაჟკაცობისა, დიდსულოვნობისა, ღრმა და შეგნებულ მორწმუნეობისა. ის წარმომადგენელია ქრისტიანულ კულტურით გრძნობა-გონება გაპატიოსნებულ.. ძველი ჯვაროსანი ქართველისა“. ი. ვართაგავა სრულიად მართებულად აფასებს ნაწარმოების მხატვრულ-ეთიკურ ღირებულებას: „იმისთანა ღრმა შინაარსიანი, იდეური და ფილოსოფიური პოემა გენიოსებად აღიარებული მწერლების ნაწარმოებებშიც ერთი-ორიღა თუ შეგხვდებათ!.. თვით მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიო გენიოსი და „უდიდესი მწერალი რუსეთის მიწისა“ – ტოლსტოიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს „ალუდა ქეთელაურზე“
*
*
23 თებერვალი 2016 
Janri Gogeshvili ამგვარი”ჭკუადამჯდარობა” და ”კატეგორიულობა” ბევრად უფრო სახიფათოა ქვეყნისთვის, ვიდრე ის, სახალისოდ შესრულებული დუეტი...
***

25 თებერვალი 2016 

Janri Gogeshvili

მწარე ღიმილი; ”საითაც გავიქეცი იქეთ წავიქეცი”-ო.
”რუსული პროპაგანდა” ისე არ ალენჩებს ჩვენს ახალგაზრდობას, როგორც ეს ”ლიბერასტული” ფსიქოლოგია… 
ქუჩებში გამოკითხულთა მიხედვით, უმრავლესობას მცირე ცოდნაც კი არ გააჩნია ქვეყნის ისტორიასა და ადგილმდებარეობაზე… ამ ქვეყნის ”მესვეურთა” ძალისხმევა კი, მხოლოდ იქითკენაა მიმართული, რომ ქართველობა, როგორმე ვროპულ და ამერიკულ ცხოვრების წესსა და კულტურულ ღირებულებებს მიესადაგოს. რუსული ტელეარხების ჩვენება, თუ ასეთ საშიშროებად გვესახება, თურქული და ინდური სერიალების დამთრგუნველი მოძალება, ე. წ. ”უფლებადამცველებს” რატომ არ აღელვებთ… ამ თავბოლომორღველ სივრცეში, უპირველესად ქართული სულისა და ცნობიერების შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ…

”ევროპული ღირებულებების” აჩემებამ ჩვენს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური სივრცის რეალურად აღქმის უნარი არ უნდა დაგვიჩლუნგოს…

იქნებ, ზოგი რამ იაპონური ”რეალიებიდანაც” მოვიშველიოთ…

P.S. ისე, გულის მოსაოხებლად...
***

25 თებერვალი 2016 
Janri Gogeshvili

„სიკვდილი ყველას ხვედრია, მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი სიკვდილით კვდება”. ალბერ კამიუ
P.S. ზოგისთვის, ამგვარი ”თავისთავადობაც” შესაძლოა შვებად იქცეს…
***
1 მარტი 2016

Janri Gogeshvili ლოგიკური მსჯელობაა… მაგრამ სამართლიანობის დეფიციტი, შიმშილი, მორალური ნიშანსვეტების მოშლა, თვითგადარჩენის სურვილით შეძრულ ხალხს, ევრაზიული სივრცისკენ მკვეთრად შემოაბრუნებს… და ამას ”ევროკავშირის” გაურკვეველი მომავალიც წაეხმარება. თუმც, ქართველთა უმეტესობა თავის წილ ”ევროპელობასაც” არ დათმობს…
***
1 მარტი 2016

Janri Gogeshvili Levan Lortkiphanidze -ს _ თქვენს განსწავლულობას პატივისცემით ვეკიდები და ამიტომაც, ამ საკითხის ასე ცალმხრივად გაგებას არ ველოდი. იქნებ კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოანალიზი და არაცნობიერში მიმალული არქეტიპებიც გავიხსენოთ… ”დასავლური ღირებულებების” ასე ზედაპირულად გაფეტიშება ყოფისგან გამწარებულ მოსახლეობას მისთვის შედარებით ”პრაგმატულ” სივრცისკენ გადაძალავს… ”ყოფიერება ქმნის ცნობიერებას”, ეს შეგონება მარტო იოსებ სტალინის კუთვნილება რომ არაა, ალბათ თქვენც იცით…

12 მარტი 2016

დიახ, ამ ინფორმაციას თქვენი ”მინიშნების” გარეშეც იპოვიდა ვინმე ცნობისმოყვარე… და 
ახლა ეს ”გაწყვეტა-გამოწყვეტა” ე. წ. ”უბიწოთა” წაკეკლუცებაა და სხვა არაფერი…

*** 12 მარტი 2016
Janri Gogeshvili

ეს ფეისბუკური შფოთვა უმეტესწიად ყალბიარადგან აქ სეირს გააქვს და გამოაქვსმედია სივრცეც სანახაობაზეა მორგებული და მოსახლეობის დიდი ნაწილიც თვალის სეირსაა გამოდევნებული
ბევრი თავად ქმნის ამგაბახებულსივრცეს და მერე, თუ რამე მეტისმეტად გაბახდა მომეტებულად შფოთავს
***

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მეოთხე)

17 მარტი 2015
”იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. ”
სოციალური მედია  თაიმერი

ამგვარი ”ხელმისაწვდომობა” მოსახლეობის დიდინაწილისათვის მიწის დაკანონებას,  ისე ვერ გაადვილებს,რომ  ეს პროცესი უშუალოდბიუროკრატიულიმზაკვრობების გარეშე წარიმართოს.  
2015 წელსერთგან ვწერდი:
ათეული წლობით ნალოლიავებ ამა თუ იმ მიწისნაკვეთსუპირველესადიმიტომ ვერ ”იფორმებს” ამქვეყნის მაცხოვრებელთა უდიდესი ნაწილირომშესაბამისი თანხა არ გააჩნია.
ქართველობა ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს იმიტომშეჰხაროდარომ სხვა თუ არაფერისაკარმიდამონაკვეთები გამოსასყიდის გარეშე მიეღოთ. ” მაძღარს სხვაცმაძღარი ეგონაო... ” ერთგანასეულ ჰექტრობით მიწისფართობი სიმბოლურ ერთ ლარად გასხვისდაძირეულმოსახლეობას კირომელთა შემოსავალი საარსებომინიმუმზე ბევრად ნაკლებია. ”მიწის საკითხითგამუდმებით ატერორებენ
სხვის შეცდომებს არ ითვალისწინებთსაკუთარშეცდომებზე სწავლა კი გვიანღა იქნება

და ერთსაც დავუმატებ: ვერ გამიგია ამგვარი ”იწილო-ბიწილოთი” ქართული მიწები მაინცადამაინც გადამთიელებს უნდა შეატოვოთ ხელში…
***
31 მარტი 2015

Janri Gogeshvili ავტორის მიერ გაკეთებული ძირითადი აქცენტები მართებულია. ქართველობა იმიტომაც მოვიდა დღემდე, რომ იფქლის ღვარძლისგან გარჩევა დროულად შეეძლო. საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ბევრად უფრო საფუძვლიანად უნდა გაგრძელდეს. აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ”უშნო” მიძალებით, ისედაც დამცირებული დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო დავამცროთ… (ისე, ამ თემაზე ხშირად საუბრობს ქალბატონი ბურჯანაძე, ბატონები _ჯონდი ბაღათურია , ვასილ ჭყოიძე და რიგი ცნობილი ჟურნალისტი და მოღვაწე. რატომღაც არ ხერხდება ამ ”იდეის” მატარებელ პარტიათა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა თავშეყრა. ”პირველობისკენ” სწრაფვამ არ უნდა შეაფერხოს ამ საკითხის მიმართ ძირეული თვალსაზრისის შემუშავება).
გარკვეული პირების მიერ ევრაზიული კურსის ”საფრთხობელად” წარმოჩენამ საქართველო ლამის რეალურ, განგებისგან ბოძებულ სივრცეს მოწყვიტოს, რადგან ეს მადლიანი ქართული მიწა და ხალხი დახვეწილად ითავსებს ევროპულსა და აზიურს. სტუმართმოყვარეობაც შესაბამისი მოსდგამს…
***
30 აპრილი 2016

Janri Gogeshvili


4 წთTbilisi
მწვავე რეალობა და ალქიმიური სწრაფვანი… _ ქართული პოლიტიკა პერმანენტულად ამგვარ განწყობას ქმნის…
***
8 ივნისი 2016

Janri Gogeshvili

1 წთDigomi
უკაცრავად… ყველგან და ყველაფერში საკუთარი ”მეობის” კიცხვა-გაშარჟებით ძაან ხომ არ გავერთეთ… ზოგჯერ ისეთი სურათი იქმნება, რომ თითქოს ქართველობა და საქართველო სრულიად წაშლილია… ყველა ორპირი და სულგაყიდულია… ხშირად ღვარძლსა და იფქლის ერთმანეთში ვურევთ… ვიღაც, ხომ ალალად შეეწირა ერის ინტერესების დაცვას… ვიღაც ხომ დღესაც ძალისხმევას არ იშურებს, ”ერის მსახურების” კვალი არ მოშალოს… აუცილებელი არაა ყველა გმირი და ”თავდადებული” შეიქმნას. რიგითი მოკვდავისთვის ისიც წარმატება იქნება თუ ”საერთო-ეროვნულ მოწოდებების” კვალობაზე, მედიასივრცის (განსაკუთრებით ”Facebook-ის” ) იქით, რეალობაში უფრო აქტიურად გადაინაცვლებს…
***
18 ივნისი 2016
Janri Gogeshvili · 

ე. წ. ვიზალიბერალიზაციაზე უთავბოლო ყაყანით საქართველოს მოსახლეობის ”გამოთაყვანება” კიდევ უფრო ღრმავდება. ” და ეს თემა ლამის პანაცეად აქციონ… თითქოს ქვეყანას სხვა სატკივარი არ ჰქონდეს… დიახაც, დიპლომატია დროის შესატყვის მრავალფეროვნებას ითხოვს და ძირეული სატკივარის გადაფარვის მიზნით, ლამის საბრძოლო დროშად აღმართულ ვიზალიბერალიზაციისა და მისთანანის აკვიატებული პროპაგანდით, ქვეყანის განვითარება ჩიხში არ უნდა მოექცეს…
P.S.
ისე, რიგი ტელეშოუების წყალობით, ერის სახელით მოტიტინე ე. წ. ”ცნობადი სახეები” თავისი ხალხის განწყობას უკეთ უნდა იცნობდნენ…
***
19 ივნისი 2016

Janri Gogeshvili

ბუნების წიაღში ნაბარტყი უშუალობა თუ სიწრფელე, თითქოს იმ ეპოქაში ჩარჩა… ახლა ჩვენს განცდებსა და ფიქრებს, ლამის თავისთავად მოსდევს, უნებლიე აგრესია…
ეს ლექსი 1969 წ. დაიწერა
სალაღობო…
ქალი, ლამაზი ქალობით
დედამ გაუშვა წყალზედა,
ვაჟი ქებული ვაჟობით
დაუხვდა სავალ გზაზედა:
-ქალო, სიცოცხლევ,
ცისა მშვენებავ,
მიშველე რამე…
-ახლოს ნუ მოხვალ,
ხალხი რას იტყვის?!
ბიჭავ!
გზიდანა ჩამომეცალე…
-გოგო, რაი ვქნა,
უცეცხლოდ ვიწვი,
ბევრი ვეწვალე…
-ბილიკ ვიწროა,
ორს არ დაგვიტევს,
გადადექ მეთქი,
თორემ ინანებ!
-კიდეზე ვივლი,
თავი მამიკვდეს,
ბილიკს გაკვალულს
ნუ დაინანებ…
-ხომ არ გაგიჟდი?!
ბალღი გვიყურებს,
წყარომდე მისვლა,
მაინც მაცალე…
-ციმციმ აგიყვან,
ფარვით გაკოცებ,
მტლედ დავედები
შენს ნატერფალებს…
-წყალი გწყურია,
წყაროსთან მიდი,
ჩემი დოქიდან
ყლუპსაც ვერ დალევ…
-შენა მწყურიხარ,
შენ თუ მიშველი,
იარას კოცნით თუ დამიამებ…
-კოცნას ნურც ფიქრობ
ნიავ მდარაჯობს,
მამასთან მისვლას არ დაახანებს…
***
/\
ეს კიდევ 2001 წელს…
სხვის ცაში აყეფდა…
ის წვალობს ფიქრებთან,
მსოფლიოს ხვითქი სდის
და შიშში ათენებს
ქალაქი იქსი…
აგერ კი, ღრუბელმა
ღრმა განცდა ჩაყლაპა
ქალში რომ აღძრავდა
მშობლიურ შიმშილს,
ქარმა კი წაიღო,
დესანტი გადასხა _
დაეცა იმ ქალაქს
თქეში და მეხი,
და ვნება, რომელიც
იმ განცდას თან ახლდა
სხვის ცაში აყეფდა
ნაძრახი გზნებით…
P.S. უბრალოდ, იმის შეხსენება მომინდა, რომ ჩემი და მომდევნო თაობა, ”იქ”, უკვე ვეღარ დაბრუნდება და ვერც მომავალი თაობები შეიცნობენ პირველ ლექსში ასახული სცენის სიალალეს…
***
29 ივნისი 2016

”განთავისუფლდით სამშობლოსგან!” _მოგვიწოდებს ”ენჯეო” ნამა.
ყვება ტრენინგზე უცხოეთში, შეძრა ნანახმა,
ის ”ცნობადია”, ხლართავს მიმიკებს , მიაქნევს გავას…
ტელე-რადიო ჩაასველა მისმა ლაქლაქმა!
მერე რა, რომ ვერ ახერხებს ასამდე დათვლას,
სამაგიეროდ არნახული გრანტები სანსლა,
იარაღად აქვს მანიფესტთა ათამდე ფრაზა…

დღეს საქართველოს ატერორებს ნამათა ”ბანდა”.
***
8 ივლისი 2016

Janri Gogeshvili

http://www.biblusi.ge/item/proza-/7123-ZaRlis-guli.html…
მას შემდეგ ”შარიკოვებმა” და ”შარიკუნებმა” ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე, გვარიანი მუტაცია განიცადეს... ახლა, ”ადამიანებზე”, თითქმის ყოველ გავლენიან სფეროში თავად ატარებენ ცდებს...



...მოსკოვი, 1924 წელი. გამოჩენილი ქირურგის, პროფესორ პრეობრაჟენსკის ექსპერიმენტმა ყოვლისმომსწრე მოსკოველების მოლოდინსაც კი გადააჭარბა: პროფესორი ექიმ ბორმენტალთან ერთად ადამიანის ჰიპოფიზსა და სათესლე ჯირკვლებს მაწანწალა ძაღლს გადაუნერგავს. ჰოდა, სასწაულიც მოხდება _ მაწანწალა შარიკი მოქალაქე პოლიგრ

***




***

9 ივლისი 2016
...

შურისძიება უსიტყვოდ

ევგენი მიქელაძის ოჯახური ტრაგედია და ემოციები 80 წლის შემდეგ

Janri Gogeshvili საზარელია... მსმენოდა, მაგრამ ასე დაწვრილებით არა... და რა გამართლება უნდა ჰქონდეს ამგვარ შეურაცხად სისასტიკეს... და ვინც იმ ”ეპოქას” მისტირის, საინტერესო იქნება თავისივე ნებით, თუნდაც ვირტუალურად თუ დათანხმდება ადეკვატური განსაცდელის გადატანას…
***
10 ივლისი 2016
*
”რატომ ატყდა ამ არენაზე ერთი ამბავი ნეტა?გვრთმევენ-ვჩხუბობთ,გვჩუქნიან-ვჩხუბობთ :))))))))))))”

***
Janri Gogeshvili იმიტომ რომ შედეგში დასაჩუქრებული ისევ ის ”გამჩუქებელი” რჩება, ძირეული მოსახლეობა კი, ისევ და ისევ ”გატეხილ ვარცლთან” ყურყუტებს...
***
Janri Gogeshvili ქალბატონო, იქნებ აგეხსნათ, რის გამო უნდა მრცხვენოდეს, ასე ხელაღებით, რომ წამომეჭერით… თუ უკვე სიმართლის თქმაც ”სირცხვილად” იქცა ამ ქვეყანაში… ან თქვენ სხვაგვარად დაინტერესებული პირი ბრძანდებით, ან…
***
11. ივლისი 2016

Janri Gogeshvili ეს უკვე საინტერესოა… ” ბატონ ბიძინა ფულს საქართველოში არ შოულობს და არც უშოვია…” ან რაა იმაში ცუდი, რომ ქართველმა ბიზმესმენმა ფული საქართველოში იშოვოს… თავად ივანიშვილის გარკვეული”მეურვეობა” სამთავრობო ” სტრუქტურებზე არა ნაკლები საშუალებაა საშოვრის მოძლიერებისა. ვთქვათ, სიმბოლურ ერთ ლარად ჰექტრობით მიწის ფართობის გადაცემა და უამრავი სხვა რამ. არადა, იგი მოსახლეობას შეპირდა, რომ სხვა სიკეთესთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის სამაგალითო აღორძინებას შეუწყობდა ხელს.
ნაწილობრივ მისი ”ხელისუფლება” იმავე ”ლიბერასტული” პოლიტიკის გამტარებელია და ნებსით თუ უნებლიეთ ქართველი ადამიანი სხვის ხელსაა შეჩერებული…
”მან შეაჩერა ნეოლიბერალ-ფაშისტების(ნაციონალების) ქვეყნის დაქცევის მწვავე ფორმა”. დიახ, გვარიანი დამსახურება მიუძღვის, მაგრამ მან თავის დროზე ამ ”ნეოლიბერალ-ფაშისტების(ნაციონალების)” მოძლიერებასაც ბევრად შეუწყო ხელი და მერე მათი პოლიტიკურ რეაბილიტაციის თანამონაწილედ იქცა.
მე არ ვამბობ სიკეთე არ უკეთებია მეთქი, მაგრამ ამგვარ ”სიკეთეზე” ჩამოკიდებული საქართველო კიდევ უფრო დაბეჩავდება…
თქვენ სიკეთის კეთების ფენომენს, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი ჭუჭრუტანიდან აფასებთ…
გარკვეული პიროვნების დაცვა თქვენი უფლებაა, მაგრამ როცა ჩემს აზრს დემაგოგიად ნათლავთ, თავს უფლებას მივცემ 1994 წელს ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნება გავიხსენო. გაფრთხილებთ, ეს მინიშნება იმაზეა, რომ ქართველთა ერთ ნაწილში, ხელისუფლებაში მოვარდნილ პიროვნებათა მონურად გაღმერთების პოლიტიკამ, შესაძლოა თავად ქვეყანა ჩააყენოს მინიშნებაში ხსენებული ”სირაქლემას” მდგომარეობაში.
მწარედ გაიხედნა…
სირაქლემას, სირაქლემას,
”ვაშა” სირაქლემას…
თავს ჩარგავს და ვერას ამჩნევს,
რაც გარშემო ხდება…
აქაც ჰპოვა მოდერნისტმა
ამპლუა და შვება,
აშვერილი ”სირას” ბოლო
იქცა მზა ემბლემად _
გადარჩენის, ხსნის, საშველის
უპრობლემო ხერხად…
თუმცა შიშში თავჩარგული
მწარედ გაიხედნა…
22.11.1994 და აქვე: http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=15073
***
12 ივლისი 2016
Janri Gogeshvili · 

რა თქმა უნდა, საინტერესოა… ” ის, რასაც ჩაეჭიდა თანამედროვე ქართული კულტურა ფსიქოლოგიისა და კერძოდ, ფსიქოანალიზის სახით…” ვფიქრობ ბევრად უფრო დიდი დოზით… და ამგვარი შეფარული პლაგიატიზმის კვალობაზე შეფერხდა მეცნიერებისა და კულტურის უშუალო, თვითმყოფადი განვითარება…
და ერთიც, (თუნდაც, ”გულუბრყვილო მკითხველის” პოზიციიდან) ფსიქოლოგიაში, სადაც უკვე ოთხასზე მეტი მიმდინარეობა არსებობს, მაგრამ ფროიდისა და იუნგის ”სწავლებებს” მაინც ვერ გაცდნენ, დროა, უფრო მეტად იქნას გათვალისწინებული სამყაროს ინფორმაციული აგებულობის (ჰოლოგრამიული, კვანტური) ასპექტები…
***

***

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მეოთხე)