воскресенье, 27 ноября 2011 г.

სახელდახელო აზრები / Мысли наспех…


*
სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მეორე)

*-*

5 ნოემბერი2011

ასე ხელაღებით არ იცვლება საზოგადოების ფსიქიკა; უმეტესწილად, კვლავ ინერციით ვმოძრაობთგამუდმებით "კარგისკენ" მივექანებით, მაგრამ იმცუდსგულმოდგინედ მივათრევთ თან

***
პირდაპირი საუბარი
ფონი გათვლილი ქმედებების შესაფუთად
სიმშვიდისა და ინტელექტის უშუალო დემონსტრირება
და ამგვარი ასოციაციის კვალდაკვალ;
გურჯიევი, (ოცნების წინააღმდეგ) შარიკოვი, ვან გოგი
და სოფელს შებერებული ქალბატონი: ”რას ამბობს, აი კაცი ნენა?..”
ხმა:
-ველოსიპედისტიუმუხრუჭოდ, თანაც თავდაღმართში
***
2 დეკემბერი, 2011
ახლა, მართლაცნახ-ნახია”, ანუ ნახევარი-ნახევარზე, დაქართულ ოცნებაშიუშუალო, წრფელი ქართული ოცნებაა გადასარჩენი
***
წლების წინათ, ჩემს მიერ დაფუძნებულ ფონდს ამშვენებდა დევიზი:
ეროვნული მრწამსი, ტოლერანტობა, გონიერ და პირიან კაცთა ძალისხმევა!..
იმედია, ეს ცნებები, განსაკუთრებით კი _გონიერ და პირიან კაცთა ძალისხმევა!.. _რასაც თავად ილია ჭავჭავაძე ესწრაფვოდა, ”ქართული ოცნებისსამოქმედო არეალში წარმმართველ იდეად იქცევა
***
.112. 2011
02/12/2011 12:44
ტრიბუნა.ge
ღმერთმა გისმინოს! იმედია, პროგრესისკენმსწრაფლმავალიჩვენი ხელისუფლება, დათქმულ დროს, მართლაც მოკლე დროში გაირბენს. შენ არ გვიღალატო და ცოტას კიდევ მოვითმენთ...
***
4.12.2011
იგი ერთობოდა თავისი ანონიმიურობით. თხზავდა უნიჭო ლექსებს და სხვადასხვა ფსევდონიმებით აქვეყნებდა. ყურადღებაც მალე მიიპყრო. ცნობისმოყვარენი დათაყვანისმცემლებიავტორის ვინაობის ამოცნობამ ისე გაიტაცა, რომ მის მოქერქეტო აზრებს შედევრებად აღიქვამდნენ
***
5.12.2011
უნებლიეთ, ”სახელდახელო აზრებისპირობაზე, წლების წინ, ჩემს მერ გამოცემულ ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილი სახალისო ’”მოკვლევამომაგონდა.
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjzwMpFsZH0wTTW6tDBw7ETkdew_KE9MQR3rMm3PkIRXccBup_kNktKRZREz0NAhKCqQphxA6gEtXNrlQFon30YXaerxlSzJefg7y_o25mlzexdlqgAyIfuvC5SRNMPtk0UYYT-6DNxzxU/s320/XVANCARIKI.jpg
ხვანცარიკი _ ”ორტოტი მახე, რომელიც ერთი თავითაც იჭრს და მეორითაც”. ასე განმარტავს მას სულმნათი აკაკი, მაგრამ იმერულ კილოკავში შემონახულ ამ მოქნილ სიტყვას, სხვა უფრო ხატოვან დატვირთვას აძლევს და ხშირად მოიშველიებს ყალთაბანდის, თვალთმაქცის მნიშვნელობით.
შენ რისთვისაც ხვანცარიკობ, კი შეგატყვეთ, არ ვართ ბრმაო
უნდა ვითათბიროთ... პირდაპირ და რაინდულად, თორემ ხვანცარიკობა, იქით-აქეთ კუდის ქნევა... ყველგან ვერ გაჭრის
დაილოცოს ქართულ სიტყვათა მადლიანი სალარო, ამასთან სად მოვა დღევანდელობაში ყბადაღებული გამოთქმაორმაგი სტანდარტი”.
ზუსტადაც, რომ მავანთა უთავბოლო ხვანცარიკობამ და იქით-აქეთ კუდის ქნევამ დააჩიავა ჩვენი ქვეყანა...
***
6.12.2011
სიყვარულზე საუბარმა თვით სიყვარულიც გადაძოვა; ხალხის უმეტესობა, თუმც კი ამტკიცებს ერთმანეთს ვნატრობთო, მაგრამ გამორჩენისა თუ დაპირისპირების შემთხვევაში მზად არის გუშინდელ მოყვასს საჯაროდ გააძროს ტყავი
***
16.12.2011
ტყუის…ერთმა ”სილიკონებიანმა” გაზეთმა, თანამედროვე, დაწიანაურებული ლიტერატორის ”ლიტხედვები” გამოაქვეყნა.
”4-მი­ლი­ონ­იან ქვ­ეყ­ან­აში მწ­ერ­ალი უნ­და ცხ­ოვ­რო­ბდ­ეს გა­ყი­დუ­ლი წი­გნ­ებ­ით. ასე ცხ­ოვ­რო­ბს ევ­რო­პის ბე­ვრი ცნ­ობ­ილი მწ­ერ­ალი. 24 წლ­იდ­ან წე­რით ვც­ხო­ვრ­ობ.” აღნიშნა მან.
ვუდასტურებ, რომ თავისებურად, ის მართლაც არის დაჯილდოებული ტექსტების შეთხზვისა და წაკითხულის გააზრების ნიჭით, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ტყუის;
თავდაპირველად, ამჟამად საქართველოში ოთხი მილიონი ადამიანი, ნამდვილად არ ცხოვრობს… და თუნდაც, ამაზე თვალი დავხუჭოთ, იქიდან ქართულის მცოდნე ბევრად ნაკლებია, მკითხველი კი მით უფრო ნაკლები, ბევრად ნაკლები.
ეს ”პიარკომპანიები” პერფომანსებისა და პრეზენტაციების სახით, სხვადასხვა ყოფითი ატრიბუტების წარმოჩენას ემსახურება. ის რომ ჩვენ წიგნიერი, განათლებული ქვეყანა ვართ. ის რომ ჩვენთან მხატვრული ლიტერატურის ბეჭვდა და გამოცემა ხელმისაწვდომია. ის რომ ჩვენთან ამოუცნობი დემოკრატია ლაღობს…
იყო დროთა გარკვეული მონაკვეთები, როცა ვარდების იდეოლოგიით შეფრთიანებულმა ”ახალმა მწერლობამ” თავიანთ ნაწარმოებებში, პერსონაჟთა გარკვეული ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური გადახრების წარმოჩენით პოპულარობა მოიპოვეს. მაგრამ ახლა, ესეც აღარ ჭრის მკითხველის მისატყუებლად და ზოგ ავტორს საკუთარი სხეულის მოშიშვლებაც არ შველის.
ვარდისფერი იდეოლოგიის მესვეურებმა თავისი გაინაღდეს. მთხზველთა ერთი ნაწილი ”ნეოპროლეტკულტელებად” აქციეს; (ისინი ბრმად თათხავენ კომუნისტური რეჟიმის დროს მოღვაწე მწერლებს. არადა, სახეზეა ქართული მწერლობის თვალსაჩინო ნიმუშები, რომელთა შექმნა მწერლობის რჩეულ წარმომადგენლებს მძიმე რეპრესიულ პირობებში მოუხდათ). ლიტერატურული თაობები ერთმანეთს დაუპირისპირეს, ფასეულობების არეალი დაანაგვიანეს და ახლა მათ მიერ ”წამოჩიტული” ლიტერატორებიც უჰონორაროდ მიაგდეს. ანუ ”სამთავრობო წახალისება” შეუწყვიტეს.
მართლაც ნიჭიერი, ორიოდე მწერალი, რომელთა ნაწარმოებები უფრო ლირიულ-რომანტიკული წიაღსვლებითაა ცნობილი, კიდევ ახერხებს პიარკომპანიებით წახალისებულ მკითხველთა შემოკრებას. მაგრამ თუ ეროვნულ პრობლემებზე სახალხოდ საუბარს ბედავ… შეიძლება არ დაგიჭირონ, მაგრამ იმგვარ ჰონორარზე ოცნება, რომ თავის გატანა შეძლო ზღაპარია. ის კი არა, 100 თუ 200 ეგზემპლიარის ოდენობით გამოცემული წიგნის გავრცელებაც პრობლემატური ხდება.
დავუბრუნდეთ ”სილიკონებიან გაზეთში” დაბეჭდილ შეგონებას:
”4-მი­ლი­ონ­იან ქვ­ეყ­ან­აში მწ­ერ­ალი უნ­და ცხ­ოვ­რო­ბდ­ეს გა­ყი­დუ­ლი წი­გნ­ებ­ით. ასე ცხ­ოვ­რო­ბს ევ­რო­პის ბე­ვრი ცნ­ობ­ილი მწ­ერ­ალი.”
კი, აქაც არის თავისებური სიმართლე, ევროპის ბევრი ცნობილი მწერალი მართლაც ასე ცხოვრებს, მაგრამ მათ მეტ-ნაკლებად თანაბარი სამოღვაწეო ასპარეზი გააჩნიათ. თუმც, ისიც უნდა ითქვა, რომ ცნობილია ევროპულ ქვეყნების ხელისუფალთა ძალისხმევა წიგნის გამოცემის, გავრცელებისა და საბიბლიოთეკო ქსელების მოძლიერების მხრივ.
და ბოლოს, დიახ ამ განაცხადის ავტორის ნიჭიერება, მართლაც შესამჩნევია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ იგი ამა ქვეყნის ხელისუფალთა ”ფავორიტია”. მგონი ე. წ. პერფომანსი თავად შეერთებულ შტატებში კი მოუკვარახჭინეს. (ალალად, რომ ვთქვათ გამიხარდა კიდეც, რადგან ქართული სიტყვის თავისებურ პოპულარიზაციას მიეცა ასპარეზი… მაგრამ, ამგვარი გამონაკლისის ხარჯზე, ქართულ პროფესიონალ მწერალთა ასპარეზს, რომ ყალბად მიმოფენს ია-ვარდებით, ესაა სატკივარი…) ამგვარი ფავორიტიზმის ნიმუშები, ქართულ ყოფაში მრავლადაა, მაგრამ ზოგი მაინც უმადურებას იჩენს, მეტის დათრევა სურს. ეს წარჩინებული ავტორი შიგადაშიგ ერთგულებას მაინც გამოხატავს; ერთერთ სატელივიზიო შოუში პრეზიდენტის შემოსვლისას ისე გამალებით და ისე მხურვალედ დასცხო ტაში, მივხვდი იგი ალალდ უყვარდა. (იმ თვალსაჩინო ვითარებაში მაინც…) ისე რომ, მერე წამოხტომისას, სიმხურვალისგან ლამის სკამიც კი აიყოლია…
”სახელდახელო აზრების სერიიდან”…

***
12.01.2012
ჩვენი რეალობა
“ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში განაცხადა।”

“…მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის…”

***
15.02.2012
”სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…”
მრავალჯერ თქმულა. მაგრამ მომსმენი ნაკლებადაა…
ყოფილი «КГБ»-ს ჩინოსნების ნაშიერები, რომელთაც დღევანდელი ”კომკავშირლების” ბიზნესში თავისი წილები აქვთ, ხალხს ყოფილ რაიკომის მდივნებისა თუ ”კომაქტივის” პოლიტიკაში დაბრუნებით აშინებენ…
და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანს სიტყვა თუ დაცდა, იქნებ აპრობილებული ”მოდუს ვივენდი”-ს ტექნოლოგიების გათვალისწინებით არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ_თქო. ბილწსიტყვაობა მზადაა… მრავალი ვირთხა (არა ვირთხა გონიერია, უფრო ტურა) სხვის სახეს და სახელსაა ამოფარებული. დაპროგრამებულია და აზრის განვითარება, რომ არ შეუძლია ”გამყიდველის”, ”რუსეთუმეობის” ბრალდება მზადა აქვს. რას გიხდიან ასეთს… საქართველოს არვის არ დავანებებთო! უკვე დაანებეთ და გაათელინეთ კიდეც… სახრავზე ხართ მიშვებული. ასეა ეს… თორემ ჩემი ნათქვამი საქართველოს ნორმალურ მოქალაქეს რას წაუხდენს… ჰოდა, ძალად ”ფსევდოაქტივისტებო!”: ნათელია, თქვენ საზრიანი ”დიალოგის” მოსმენის არც სურვილი გაქვთ და არც უნარი… მაგრამ იმას მაინც ნუ იზამთ, რომ თქვენს მიერ დაგებულ ხაფანგებში, თქვენივე კუდებით გაებათ…
***
9. 04.2012
ლოცვისას, იმ დაუვიწყარი ღამის ეპიზოდები გამიკრთა თვალწინ, გულისამაჩუყებელი ერთობა და მომავლის რწმენა… წუხილი და სიამაყის გრძნობა… არ მინდა ყველაფერ ამას რომანტიკოსის გაწბილება დაერქვას…
ობიქტივისეთერში ერთ-ერთი ცნობილი სახის” მიერ გამოქვეყნებული ტექსტი წაიკითხა მახვილგონიერმა დიქტორმა (მიმომხილველმა). ქალბატონი შეწუხებულია მედიაში გაჯეჯილებული ფუყე, უშინაარსო სტერეოტიპებით, მაგრამ ავიწყდება, რომ ამგვარიქაჯობისმონაკვეთი, მანაც და ბევრმა სხვამც აზარტით განვლოდა მაინც მადლობას იმსახურებს, სიტყვა რომ შეაწია კუთხეში მიმწყვდეულევოლუციას”.
ქაჯები კი არ მიდიან, მოდიან…” მგონი ასე ითქვა.
მე კი ისევ ვწუხვარ, _დემოკრატიის სახელით მომავალიკასტებისკარუსელი არ წყდება. საქართველოში რამდენიმე სატელევიზიოყუთი”, რადიოარხი, გაზეთი და ინტერნეტგამოცემა ქმნის . . ”საზოგადოებრივ აზრს”… და ისევ ნაცნობიგანაწყენებულებისიმედზე ვართ, იქნებ სათადარიგოდ შემორჩენილი მაშველი რგოლი ჩვენც გადმოგვიგდონ
თუმც, შიგადაშიგ ნათელი სახეებიც ჩნდებიან, მასებისშეხედულებებსმაინცტელეყუთებიუწევენ ”კოორდინაციას”
არასამთავრობო ორგანიზაციები ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების გამოხატვისას, უმეტესწილად უკიდურესად სუბიექტურად ავითარებენ თავიანთ ქმედებებს
მთლიანობაში კი დემოკრატიულ ფასადს ამოფარებული მაკიაველიზმი ფრთებსა შლის
ვითარების გასანჯასაღებლად ისევ და ისევ სამოქალაქო საზოგადოების მოძლიერება მესახება. მაშინ, როცა, ”ჩვეული მოკვდავისნააზრევი, თვითმართველობის მეშვეობით ”შვებას” ჰპოვებსაღმასრულებელი ხელისუფლება კი, საზოგადოების მიერ მოწონებულ პროექტის გულშემატკივრობას ითავებს... (თუნდაც ლოკალური მაშტაბით.)
”ცნობილ სახეთა” უთავბოლო კარუსელმა კი საეჭვოდ დაამჟავა ეს ქვეყანა…
მჟავე არს, რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს; ხოლო პირველ არამჟავე თუ მომჟავდა, ეწოდება წმახე; ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა და მისთანათა ეწოდება ძმარი; ხოლო მჟავისა გარდარეულებასა ეწოდების მყვირტლე; რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალო გემო ჰქონდეს, ეწოდების მხე B. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძმრად (ძრმად CaqD) და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ მჟავე არ() იყოს და მომჟავდეს მცირედრე; მხე არს მჟავეცა და ტკბილი გემო ორივე აქვნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; მჟავე არს თვით ბუნებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული2;ძმარი არს ღვინოთაგან ანუ სხვათა ნივთთაგან კაცთა მიერ დამჟავებულ იყოს მეტად, არამედ მყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა CD. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძრმად და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ არამჟავე იყოს და მომჟავდეს მცირედ: მხე არს მჟავე და ტკბილი გემო აქუნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; ხოლო მჟავე არს თვით არსებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული; ძმარი არს ღვინო ანუ თაფლი ანუ სხვანი რამე ნივთნი კაცთა მიერ დიადად დამჟავებული, არამედმყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა E.
აბა, ამაზე უკეთესად როგორ აგიხსნით
***
 28.05.2012
Janri
ლაღად იკითხება და ხნულში ცოდნის მარცვალსა დებს… თუმც, ბევრგან ჯერ ეს ხნულია გასავლები… ”ნაცურმა” ლიბერტარიანულმა იდეოლოგიამ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ”გამოათაყვანა”.
ბატონო ვასილ, უფრო ადრე რომ გებრძოლათ ამ შემართებით ნამდვილად აჯობებდა, ახლა მაგათ ტილის კუნძულებზეც არ მიიღებენ…
კეთილი სურვილებით…
***
11.06.2012
ისევ სოსო
ესინკოგნიტოსოსო რეკავს ყველგან, სადაც ოპოზიციური აზრი გაფაჩუნდებამსმენელები უმალ რეაგირებენ; გახელებულები ესხმიანსოსო კი, ჩვეული ენთუზიამით განაგრძნობს ნაცპოზიციების განმტკიცებას”… და  შეურაცხყოფილი, მოთმინებადაკარგული მორიგი მსმენელი ისევ აპროტესტებსდა ასე გაუთავებლად
სოსო სოსოა და არა სოსელოიგი, თითქოს წითელი ნაჭერიარომელიც გარკვეულ მსმენელს ახელებს
გასაკვირი ისაა, რომ იმ საზოგადოებამ, რომელიც ეთერში თავისიშეხედულებებისგამხელას ესწრაფვის, აქამდე, სხვა გზა ვერ გამონახაპროვოკატორისგასანეიტრალებლად. სათანადოდ, ამინკოგნიტოსპიროვნების დადგენა და მხილებაც კი ვერ მოხერხდა
ჩნდება იჭვი, ”პროვოკატორი სოსოთავად, ოპოზიციური ეთერისთვისთვისაც სასურველიბრენდიხომ არაა?..
***
20.09.2012


ამ წლების მანძილზე უამრავი თანხა და ძალისხმევა დაიხარჯა ჩვენი ქვეყანაში უფლებებისა და თავისუფლების ტანდემის დემონსტრირებაზე.
და აი, იხილეთ შემაძრწუნებელი ფონი
მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციადაპურდაამგვარი საქმიანობის ფარგლებში, ისე, როგორც  NDI- (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი)…
პასუხისმგებლობა გარიგებეში დაგეშილგრატიჭამიებსაცეკისრებათ.
ლიბერალიზმისსაბურველით შეფუთული პროგრამები, ხშირად დემოკრატიულ ქაოსში შენიღბულ დიქტატურას აძლიერებს.
შეფხიზლდი, მრავალჭირნახულოდემოკრატიავ”!
***
22.09.2012
სხვადასხვა დროის ”ძირეულ” კომფორმისტებს, ვითარებისდა მიხედვით მრავლად დაუყენებიათ მამულიშვილური ბაქი; ჰოდა, იმ ” ჰაურ-ზაურში”, ჩატანებულ წმინდა სიტყვების არსი, მართლაც რომ ცხოვრების წესად გაეხადათ, არამარტო ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოსაც წაადგებოდა...
*** 
  29.10.2012
(ის, რაც ერთ-ერთი ბლოგზე გაკეთებული ჩანაწერის ქვემოთ, კომენტარის სახით, ტექნიკური მიზეზის გამო ვერ დავსვი...)

სახოვანი, ლოგიკური მსჯელობაა
თქვენი თაობის მოწინავე წარმომადგენლები ლამაზად წუხან, მაგრამ იმავე წრეში  ტრიალებენ
ეს ყბადაღებული სამოქალაქო საზოგადოება, ანუ როგორც ხუმრობით ამბობენარასამთავრობო სამთავროებიგასაშრობად გამოფენილ სარეცხივით ერთავად ტელევიზორებში, რომ არიან გამოფენილები, დროის შესატყვისად უნდა გაისარჯონ. ინტერესთა მიხედვით უბან-უბან კლუბების გახსნით უნდა იყვნენ დაინტერესებულები, სადაც ბიბლიოთეკებთან ერთად იქნება ინტერნეტი, რადიომაუწყებლობა, და სხვადასხვა თაობათა წარმომადგენლებს, გარკვეულ თემებზე შეხვედრების, კინოჩვენებისა თუ სხვა თემატური ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა მიეცემათ. ამჟამად კი, ქალაქის საკმოდ მოზრდილი სივრცეები ბიბლიოთეკების გარეშეა, ყოფილი კლუბების უმეტესობა კერძო ბიზნესს ემსახურება... აზრთა მრავალფეროვნებამ და სამოქალაქო ურთიერთობამ უნდა გაიხაროს… მაშინ, ყოფიერებაში გამჯდარი კიჩი ერთსახოვნებით ვერ დაგვემუქრება…
ძველთაგან”, მე ალბათ, ერთი იმ მცირეთაგანი ვარ ქართულსაბლოგეთშიახალგაზრდების ჩანაწერებს, რომ ეცნობა...
ჩემი მსჯელობა ნუ დაგაფრთხობთ…
თქვენი ხედვა ჩემთვის საინტერესო და მეტყველია…
კეთილი სურვილებით…
***
ჯანრი გოგეშვილი ამბობს: თქვენი კომენტარები ელოდება გააქტიურებას.

”სათქმელს მისი ღირებულებით აფასებდნენ ყოველთვის…”
ყოველთვის არა, თუ პლანეტა ურანი რეტროგრადულ სვლაშია… ამ ხუმრობაშიცაა გარკვეული სიმართლე… ნიჭისა და ალღოს მქონე პოლიტიკოსები აშკარად თუ არა ფარულად ითვალისწინებენ ჯანსაღ მოსაზრებებს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ღვარძლისა და იფქლის გარჩევის ”ინსტიტუტები” სოფელ-სოფელ, უბან-უბან ჩამოყალიბდეს…
ადრე ამგვარი მოზღვავება არ იყო ”ექსპერტებისა”… საბედნიეროდ, დღესაც არიან ჭეშმარიტად ”მაჯის შემტყობარნი”. მაგრამ ზედაპირულად მოლაქლაქენი ჭარბობენ. ასე რომ სამართლის ძიების უღელში თუ შეები, უნდა ზიდო. იქნებ გაამართლოს კიდეც, მარცვალი ნოყიერ ადგილას ჩავარდეს…
…”თუ გონიერების საზომის მატებას ხელს ვერ შევუწყობ, საბოლოო ჯამში, სინდისთან ხომ მაინც დავრჩები მართალი”
მაგრამ მართლისმთქმელთა ხელმოცარულობა ქვეყნის ტრაგედიაა…
ამიტომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა სამოქმედო არეალიც უნდა გაიჩინონ.
საჭირბოროტო სჯა-ბაასმა მხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, ტელევიზიებში არ უნდა მოიყაროს თავი…
თავად მე თქვენი მოკვლევა ინტერესით წავიკითხე…
კეთილი სურვილებით…
***
იმედია, ნაცები ამ გამოწვევებსაც ”გაუმკლავდებიან” და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებენ… ნუ შეშფოთდებით, ეს მხოლოდ კეთილი სურვილია…
***
14, 11, 2012

http://www.epn.ge/?p=126595#
ივანიშვილი: შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება
  • Janri Gogeshvili ჩნდება ”გონივრული” ეჭვი, რომ ბატონ რასმუსენს, რაღაც პირადი ”უჩინარი” ინტერესი უფრო აშფოთებს, ვიდრე ქართველი ხალხის ბედი…

*** 
15, 11, 2012


ბატონ რასმუსენმა გამოთქვა მწუხარება, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ”facebook"-ის მისეულ გვერდზე ვერ მოახერხა ქართულად დაწერილი კომენტარების წაკითხვა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოს დიდი ღვაწლი მიუძღვის ”ნატოს” ეგიდით წარმოებულ ავღანისტანის სამშვიდობო ოპერაციაში. სადაც, ამჟამად 1000-მდე ქართველი სამხედრო ღირსეულად იხდის თავის მოვალეობას. ბატონ რასმუსენს არ აღმოაჩდა ერთი ”მოხალისე თანაშემწეც” კი, რომელიც შეძლებდა ქართულ ენაზე დაწერილი იმ კომენტარების თარგმნას, რომლითაც თითქმის ”დაიბომბა” მისი " facebook"-ის გვერდი.
***


22 ნოემბერი 2012 16:52

ბატონო იური, საინტერესო ხელოვანი დაკოლორიტიხართოღონდ, მაგ ანეგდოტების მოყოლისას ღვარძლი გძალავთშემდგომ, ”მედიასივრცისწინაშე გაშიშვლებისას კიდევ თუ შემოგაფრინდათღადაობისმუზა, იყავით უფრო ტოლერანტული

ჯანრი გოგეშვილი

***
8 დეკემბერი 2012 16:52
Janri Gogeshvili commented on a ბმული.
სათქმელი დროულად უნდა განცხადდეს….
 ქვეყნის უშუალოდ გულშემატკივართ ერთმანეთის მტრობა არ ჩვევიათ….
 და რადგან სამოქალაქო საზოგადოებამდე ჯერ კიდევ შორს არს, ”ნაოცნებარი” ხელისუფალის შეფხიზლება მადლად ჩაგეთვლება….
 გაიხარე და გაძლიერდი!
freegeorgia.ge - PIRWELI.COM.GE დავით მაღრაძე: 

*** 

12 დეკემბერი 2012 
მავანი მიპროტესტებს: სათქმელი მეც ვუთხარი, სხვათაშორის მწვავედ, არ დამიკლია, რაც გულში მქონდა ამოვულაგე
_მერე, იგრძნო რამე…_ ვეუბნები ღიმილით.
_ჰო, შეწუხდა, მე არ მეგონა, შენ თუ ასე განაწყენებული მყავდიოდაუძახა მდივანს, ფორმა გადასცა და უთხრა, შეუვსეო
_მაგისთვის არ მითქვამს მეთქი, მაგრამ ვერ გადავათქმევინეაბა თუ მიხვდები, ვისი სახელობის პრემია გადმომცეს?..
_მომილოცნია, ღირსეულად წაკუზულხარ…_ვანუგეშე.
_შენ სულ ასე შაყირობ…-შეირგო მან.
***

12 თებერვალი 2013

კარგი თემაა შესაბამისი ტრენინგის ხატოვანი ელფერის შესავსებად….
მაგრამ ”ხუთი წლის არაჩვეულებრივი, ანცი გოგონა” და ხალხის ყვლეფაზე დაგეშილი დივერსიული ბანდა, უფრო სხვა ”ზღაპარს” გვაგონებს… ქართული პოლიტიკა, ისე აივსო ”შევარდნილებით”, საპირფარეშოს კარი საერთოდ მოღიადავებულია….
/\


*** 
12 მარტი 2013
Janri Gogeshvili და მხოლოდ ამგვარად, ღირსების გრძნობით…
…პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს
შინაგან წესრიგს...
რათა, მომავალში, საქრთველოსთვის თითის დაქნევის მოსურნე ”ევროპარლამენტარებს” ქართველი საზოგადოების ნებაზე, ასე უპრაგონოდ გადავლის სურვილი ჩაუნელდეთ…
***
14 მარტი 2013
ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება
ღია წერილი ევროპის სახალხო პარტიას !

Janri Gogeshvili კარგი განმარტებაა… ჰო, შიშვლები არიან, მაგრამ ”ევროკავშირის” გარკვეულ დეპუტატებს ამით ვერ დაანამუსებთ, საკბილო ედარდებათ… დამნაშავენი "გამოსწორების რეჟიმში", კოჰაბიტაცია კი, შემდეგაც შეიძლება…
*** 
18 მარტი 2013
 Janri Gogeshvili დატოვა კომენტარი ბმულზე.


***
 22 მარტი 2013
Janri Gogeshvili და მაინც, ამ ძალად შეკოწიწებული ერთობის თანახმად განვითარებული ”სცენა”, უფრო გაარღმავებს ”ნაცების” რღვევასა და ”მეტამორფოზებს”…
***
  23 მარტი 2013
 დანინგ-კრუგერის ეფექტი


და მაინც; ეს თემა უფრო მარტივადაა სოკრატეს მიერდარახტული”;
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.”
უგუნურება ბევრი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა
 და მხოლოდ საგანმანათლებო წვრთნას შეუძლია აღძრას ასეთ ადამიანში იმის სურვილი განასხვავოს რა იცის და რა არ იცის, გაიღრმავოს ცოდნა
P. S. ისე, საფრონცქაოდ…
***
 8 მაისი 2013


ქართულ სინამდვილეში კვლავაც მძლავრობს პერმანენტულიკოჰაბიტური” მეტამორფოზები;
ამჯერადნაცოცნებურიდაოცნებანაცურიხიბლი დასთამაშებს პოლიტიკურ ასპარეზს; ”ენჯეოები” მიკუთვნებულ ასპარეზებს ”დაჰკანკალებენ”, სამოქალაქო საზოგადოება კი, ისევ ჩანასახშია
ექსპერტ კახა კახიშვილის ლაკონური ”მხილებანი” საკმეველივით იფრქვევა დემოკრატიის სამსხვერპლოზე…
***
13 ოქტომბერი 2013

გონივრული მოსაზრებანი ძნელად იპყრობს ”საზოგადოების” გონებას. უთავბოლო ლაყბობას კი, უმალვე ფართო სარბიელი და გასაქანი ეძლევა…
***
25 ოქტომბერი 2013
საარჩევნო ”მარათონის” ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, ფიქრში, უნებლიეთ ”დარისპანის გასაჭირი” წამოტივტივდა…
***
Janri Gogeshvili დატოვა კომენტარი ბმული.

ამ პოლიტიკურ ფონზე, რუსეთის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა საქართველოს მიმართ ”ნაჯახის” პოლიტიკას შეეშვას. ჩვენს ხალხს ევრაზიულ კავშირში გასაერთიანებლად პროგრესიული ”ჩანაფიქრი” შესთავაზოს. (ისე, ვლადიმერ პუტინი მისგან განცხადებულ ქრისტიანული სივრცის მეაბჯრედ ვერ მოგვევლინება). რაც, არა ჭეშმარიტ ევროპისაკენ, არამედ ”ლგპტ” სივრცისკენ ცალმხრივად მოჩქარე პერსონების გაზვიადებულ არეალს შეასუსტებს… 
***
3 ნოემბერი 2013

საინტერესო წერილია, უგრძვნია ადამიანს, ოღონდ…_ ვაპირებდი მიმეწერა ინტერნეტში გამოქვეყნებულ მორიგ ”პოლიტიკურ ანალიზზე”…
მაგრამ ბარიერებთან მდგომნი უკიდურესად ”აღგზნებულები” არიან და შეხუმრებასაც თავდასხმად აღიქვამენ.
სოციალურ ქსელებში ”ფსიხოს” არავინ არ ითხოვს, და ბევრი მოძალებულ დეპრესიას ყოველი მისთვის არმოსაწონის სიძულვილით ინელებს.
დღევანდელი ურთიერთობები, მხოლოდ უკიდურეს ”სუბიექტივიზმზე” და ქილიკზეა აგებული; ყველა თავისას მიერეკება…
ეს ყბადარებული სამოქალაქო საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ამობობღდეს აკვნიდან…
აბა, ისე აქანდაზებმომარჯვებულთა არმიას დავემსგავსებით…
***
5 ნოემბერი 2013
Janri Gogeshvili დატოვა კომენტარი ბმული.
ქართველთა უმეტესობა კი ფიქრობს, რომ აბდიკაცია (”მეფის” მიერ ხელისუფლებაზე უარის თქმა) გაითამაშეს, და რადგან შემოქმედებითი ერი ვართ, დრამატული სიუჟეტი მოგვარგეს. მთავარია მძაფრი სცენარი და ნაცადი იმპრესარიოები. ეს თქვენ, სხვებზე უკეთ იცოდით, ალღოც შესაფერისი გქონდათ. ვფიქრობ, თქვენი დამსახურებაცაა სასეირო სისღლისღვრაზე, რომ არ წაუცდათ ხელი…თუმც მერე… უმჯობესი იყო ”საზოგადოებას” უფრო მეტი გარანტიები მიეღო და ე.წ. აბდიკაცია ”რევოლუციად” არ შემოესაღებინათ.  
***
9  ნოემბერი 2013

 Janri Gogeshvili ნუთუ, თავად საქართველოს, არავითარი ინტერესი არ გააჩნია "ევრაზიულ" კავშირში გასაერთინებლად?.. დღევანდელი ვითარებისდა მიხედვით, ამგვარ შეკითხვას, მავანთა ”ფსიქიკაში” გულუბრყვილო ან ”მოღალატური” შეფერილობა ეძლევა, და პერმანენტულად ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვვარდებით…
***
27 ნოემბერი 2013
Janri Gogeshvili წყალქვეშა ნავისა არ იყოს, მთავარი მოქმედი ძალა ”შემთხვევითობა” ახლა ფსკერზეა გაწოლილი... ამოყვინთავს და დღევანდელი ”პოლიტელიტაც” მსწრაფლ გადაჯგუფდება.
სამართლინობას კი ვითხოვთ, მაგრამ ეს უფრო ”გალახული” ადამიანების გულისტკივილს ჰგავს.
თითო კაცის ”ნამუსზე” შეგდებულ საქართველოში, ავანტიურაზე აგებული პოლიტიკა საყოველთაო წესად იქცა…
ჭეშმარიტ მემერცხენე ძალის მოძლიერებას, შეუძლია მეჩეჩს აგვაცილოს…

***
28 ნოემბერი 2013
anri Gogeshvili 
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ, აღმოსავლური გზების შემოვლით... ჰოდა მივყვეთ, ევრაზიულ ამპლუას უფრო დავიმშვენებთ…
***
Janri Gogeshvili დატოვა კომენტარი ბმული.
”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ,
აღმოსავლური გზების შემოვლით…
”ევროპეიზმის” გაფეტიშება,
დაასამარებს ქართულ კოლორიტს…
***
6 დეკემბერი

Janri Gogeshvili ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia

ასე ჩანს, რომ პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ნებსით თუ უნებლიეთ (ჩემივე ჩათვლით) თავს იქცევს ”ქართული პოლიტიკით”. თუმც, ზოგს ამ გართობაში ჰონორარსაც უხდიან. გამუდმებით იმის აღმოჩენა, რაც ისედაც ნათელია, მართლაც, თავშესაქცევად თუ გამოდგება. ისე კი, სახელმწიფო რანგის დიპლომატიამ დროულად უნდა აუღოს ალღო მაშტაბურ ძვრებს და სხვა თუ არაფერი, ვალდებულია ქვეყანას ღირსება შეუნარჩუნოს. ჩვენ კი, სანამ საბოლოოდ არ დაგვიქნევენ, იქამდე ჯიუტად ვახმოვანებთ, რომ აუცილებლად გავხდებით ”სუპერევროპელები”, ”სუპერდემოკრატები” და ა. შ. თავად, ევროპაში მდებარე ქვეყნებს საქართველოს მსგავსი პრობლემები, კარგა ხანია მოსდგამთ, მაგრამ ყირაზე არ გადადიან. ჯერ თვითმართველობის ანაბანა ვერ დავნერგეთ; უამრავი ქართული სოფელი სოფელს არ გავს, ქალაქი _ ქალაქს . მაგრამ პოლიტიკოსთა ”დივერსიული ჯგუფი” შემკვეთების საამებლად თვითმართველობის კოდექსში რეგიონების გადამეტებულ უფლებების ჩამონტაჟებაზე იბრძვის… ჩვენი მდებარეობა ”ევრაზიულია”, ადგილის დედაც ევრაზიული ბუნებისაა და ძალიანაც ნუ გავანაწყენებთ, თორემ ისე შემოგვწყრება, არც ევროპისთვის ვივარგებთ და არც აზიისთვის…
მე უკეთესის იმედი მაქვს…
იქამდე კი, ამ დალოცვილი ინტერნეტის წყალობით მოვიოხოთ გული.
***
8 დეკემბერი 2013

Janri Gogeshvili ნოდარ, ვიცი გტკივა ეგ საქართველო, შესაძლოა სხვაზე მეტად… მაგრამ, ასე ცალსახად ლანძღვა იმ დანარჩენი საქართველოსი, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია აზროვნების აკვიატებულ მანერად არ უნდა გვექცეს…
”რუსეთუმეებსო” დედის გინებასავით, რომ მოაყოლებ, აბა, თავად შენ, მთლად ასე გამონთავისუფლებული იყავი რუსული გარემოცვიდან… შე დალოცვილო, აგერ ახლა… აღარ გავაგრძელებ… მარტო რუსეთის სიძულვილით შორს ვერ წავალთ. ვიცი საქართველოს ისტორია კარგად იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გადახედე. დიპლომატია იმისთვისაა ქვეყანა ჩიხიდან ისე გამოიყვანოს, ღირსება არ დაუკარგოს… 

შეაკვდე უნდა ნოდარ, ”მატრიოშკებს” უნდა შეაკვდე!
***
5 იანვარი 2014

Janri Gogeshvili “…ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.
დიმიტრი უზნაძე



ეეჰ, ამას თქვენგან ნამდვილად არ ველოდი ბატონო დიმიტრი (1886-1950). ალბათ, დამთრგუნველი ”განწყობების არე” მოგეძალათ. თორემ, თუ მსოფლიოს გადავხედავთ… იმდენ გაღლეტილს და გონებაშეზღუდულს ნახავთ, ”Homo sapiens” -ის მოდგმას ნამდვილად, რომ არ შეეფერება. ... საუკუნეების მანძილზე რამდენი ”ვაიუშველებელი” გამოვიარეთ და აღმაფრენის (ამაღლება გრძნობა-გონებით, ფიქრი მაღალ რამეზე) ნიჭს დღესაც ვიმშვენებთ. ქვეყნად, მართლაც არიან ”ზარმაცი ერები”, არ მგონია ჩვენზე ეგ ითქმოდეს. ყველაფერი შედარებითია…

შემინდეთ, შესიტყვება იმიტომ შემოგკადრეთ, რომ თქვენგან ორაზროვნულად ნაბრძანები ”გლახები და მონები გახლავართ”, ვინმემ ”მომაკვდინებელ დიაგნოზად” არ მიიჩნიოს.
პატივისცემით…
***
9 იანვარი 2014

ბოლოს და ბოლოს, თუ გამოკვეთილად არ განისაზღვრა სად ნათელია და სად ბნელი, ცნებათა აღრევა მომავალს წაგვართმევს; ფარისევლობა გამოხრავს ამ ქვეყანას…
***
11 იანვარი 2014

Janri Gogeshvili
...მედია სივრცის უმთავრესი ნაწილი ქართული აზრის სასაფლაოდ იქცა.
***
17 იანვარი 2014

Janri Gogeshvili საინტერესო პასუხებია… საინტერესო პოეტი და ნაღდი ქართველი ხართ, მაგრამ, მაგვარი ”აღტაცება” საქართველოს მაშტაბით პროცენტულად თუ განისაზღვრა ”უი და ვაი” შეგრჩებათ ხელში. დიახ, ”განწყობის” მიხედვით ქვეყანაში იმგვარი სტრესული მდგომარეობა მართლაც არაა, მაგრამ… ერთნი გამოგონილი დიდებით ცხოვრობენ, მეორენი ქვეყანას დასტირიან, მესამენი კი ისევ ხრავენ და გააქვთ და გამოაქვთ. სიბრძნე უხვად იღვერება; იქნებ, იმ თქვენი საავტორო გადაცემების წყალობით, უბრალო მოკვდავთ, ნათლად დაგვანახოთ რა იერსახის და რა შიგთავსისაა მრავალი თაობის ოცნებაში ნალოლიავები ”დამოუკიდებელი საქართველო”.
***
2 თებერვალი 2014
Janri Gogeshvili ·  
წარსულის ცლმხრივად შეფასება, დღევანდელობის სრულფასოვნად აღქმას აფერხებს… მთავარი ”დამაქცევრის” ძიებას, ის გვიჯობს, ჩვენ როგორ ვირჯებით ის გავაცნობიეროთ.
რა სახელმწიფოს ”ვაშენებთ” და ”ვისთვის…”
„ინგლისს არ ჰყავს არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები”. 
ვფიქრობ, ეს მოსაზრება, შეძლებისდაგვარად ჩვენც უნდა გავითავისოთ.
***

Janri Gogeshvili ჩვენებური რეალობის შთამბეჭდავი ანალიზია… 

წერილის ბოლო ეპიზოდმა კი ფილმ ”მამლუქიდან” ცნობილი სცენა გამახსენა. ”ვინ იყო ის მამაცი მამალუქი…” (იქნებ შემომწყრეთ, ეს, აქ, რა შუაშიაო?! რა ვიცი, ვიფიქრე, იქნებ, იუმორად ჩამითვალონ მეთქი) ბევრისთვის ნათელია, ბატონმა ბიძინამ, მეტი ვერ შეძლო (წითელი აუნთეს) ან არ აწყობს ბოლომდე ჩაჰყვეს ”ერთიანი ბოროტების” სინდრომს. …მედია სივრცის უმთავრესი ნაწილი ქართული აზრის სასაფლაოდ იქცა… 
სისტემა ძირეულად უნდა გადახალისდეს… თუ არადა, როგორც ქალბატონი ლელა კაკულია ამბობს ”კოსმოსი არ დაუშვებს…”

წინ, ახალი არჩევნებისკენ!
***
14 თებერვალი 2014

Janri Gogeshvili სასურველი და შთამბეჭდავი ინფორმაცია... ოღონდ ამგვარი შარმი, გარკვეულ ავანტიურიზმსაც მოიცავს... სასურველია, მსოფლიოში არსებული სხვა ”რეალიებიც” გავაშუქოთ... შემდგომ ”ცაიტნოტში”, რომ არ აღმოვჩნდეთ...
***
13 თებერვალი 2014

Janri Gogeshvili მსოფლიო ოლიგარქიულ სამყაროს თავისიმამლუქებიჰყავს.
იმედია, ჩვენ, ამგვარ სინამდვილეს არ შევეჩეხებითმთქმელი ძალზე ბევრია, მომსმენი კი, ძალზე ცოტა. ჩვენებური დემოკრატია ხელისუფალსა და არასამთავროებს შორის გჩაღებულპინგ-პონგსჰგავს. 
«ერი და ბერი _ საქართველოს სადარაჯოზე 
მშვენიერია! ოღონდ, თავდაპირველად ნდობის ფაქტორი უნდა აღორძინდეს
***
16 თებერვალი 2014

Janri Gogeshvili ·  გამორჩეული კომენტატორი · Conservatorio S. Pietro a Majella Napoli
ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა… ისიც თავისას ცდილობს… არ მგონია ოლიგარქთა სამყაროს ”მამლუქად” იქცეს…მთავარია, სამართლინობის აღდგენისთვის, ქართველთა მზაობა არ მოიშალოს… ზეციერს, მავანთა ჩახლართული მზაკვრობანი, ხშირად ისე აუბურდია, რომ სხვებისთვის დაგებულ მახეებში, თავად, ამა ქვეყნის ”ძლევამოსილნიც” გაბმულან…
***
25 თებერვალი 2014

Janri Gogeshvili ”მესიჯოეპიდემია” ბობოქრობს… დღევანდელ მასას სათანადო ცოდნის უკმარისობა არ აფერხებს… და კომენტარებში ჩამეხებული ”ნაკითხობაც” ინტესიურად იფრქვევა
***
1 მარტი 2014

Janri Gogeshvili ქ-ნ ბაიას

ყველაფერი… რა თქმა უნდა, არა…

მაგრამ თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, მართვის სადავეებთან მოქცეულმა თუ მიქცეულმა ”ელიტის” დიდმა ნაწილმა, შეგნებულად თუ ქვეცნობიერად სამშობლოც კი საძოვრად გაითავისა. 

შედეგი: რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების იდეოლოგიით ”დასაჭურისებული” და აღზევებული პერსონების ”გაჯეჯილება”… 

”ბრძოლა სამართლიანობისთვის” ამა თუ იმ პიროვნების ”განაწყენების” ხარისხზეა დამოკიდებული. 

ჩემისთანებს, ჭეშმარიტ მამულიშვილთა შემართება კი შეაფრთიანებს, მაგრამ ”კეთილთა” მოწყალებაზე აგებული სისიტემა, სიცრუისკენ კიდევ უფრო მიგვაქანებს.

სისტემა ძირეულად უნდა დაიხვეწოს… 

ვითარების ობიექტურად წარმოჩენას, ხშირად, სიმართლისთვის ”თავდადებულნიც” კი მტრულად აღიქვამენ…

ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში, ბუნებრივი, უშუალო სოლიდარული გარემოცვა უნდა აღორძინდეს…

კეთილი სურვილებით…



P.S. შეპასუხება თქვენს კომენტართან დასმულმა კითხვის ნიშანმა მაფიქრებინა…


***
2 მარტი 2014

Janri Gogeshvili კარგი ანალიზია… კრახი, სულსწრაფობის შედეგია… ”ევროკულისებში”, როგორც ჩანს ძალების მოსინჯვაც იყო ჩაფიქრებული. მსოფლიო პოლიტიკას ცერცეტები უფრო განსაზღვრავენ, ვიდრე ჭკუადამჯდრები…
***
14 მარტი 2014


Janri Gogeshvili საუბარი საინტერესოდ შედგა… 

კი ბატონო, როგორც ხელოვანს ვუმასპინძლოთ, (რუს კულტურის მოღვაწეს ვგულისხმობ) მაგრამ, როგორც ”პოლიტიკოსს” მოვსთხოვოთ თავისი აზრი გამოხატოს, რა მოტივით ამართლებს რუსეთის ხელისუფალთა მიერ, საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპირებას… და რას აკეთებს იმისთვის, რომ…

მრავალი ხელოვანი, პოლიტიკურ ინტრიგებში უფრო მეტადაა გამობრძმედილი, ვიდრე ხელოვნებაში.

”რამდენი ვინმე გააპრავებდა…” მშვენიერია.

უკრაინის გარშემო ჩოჩქოლი კარგა ხანს არ შეწყდება…

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, როგორც ”კულტდერჟავამ” აქეთ შემოვიერთოთ რუსეთი…
***
16 მარტი 2014

Janri Gogeshvili ვფიქრობ, ამ მიმართვას ”ოფიციალური” სახე უნდა მიეცეს. 
ქალბატონ ლელა ვეფხვაძის ამა თუ იმ ”ადგილსამყოფელთან”, აღნიშნული მოთხოვნით უნდა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება და მასმედიის საშუალებით სათანადოდ გაშუქდეს…
ამ საკითხის დროულად გადაწყვეტა, ერის ღირსების საქმეა…
***
16 მარტი 2014

Janri Gogeshvili "სჯობია, რომ ალტერნატიულ ენერგიებზე ვიმუშავოთ..."
მშვენიერია…
ცნობილია, რომ მსოფლიოში მომავლის რამდენიმე დასახლება, მრავალათასიანი ქალაქები, უკვე, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგიის წყაროებზეა გათვლილი...
მსგავსი პროექტები საქართველოშიც უნდა განხორციელდეს… ”საზოგადოებრივი აზრი” აქეთკენ უნდა წარიმართოს… თუ მთლად ”ჩაქცეული” არ ვართ…
***
16 მარტი 2014

Janri Gogeshvili ამ შელანძღულ ვითარებაში , საშოვარი და გართობა დომინირებს… მედიასივრციდან ქვეყანა ვერ დალაგდება, თუ რეალური ინსტიტუტები არ ამოქმედდა. 
აგერ, ოც წელზე მეტია, თითქოს დამოუკიდებლები ვართ, და სახემწიფოებრივ ინტერესებს ისევ და ისევ კლანური ინტერესები ჩაგრავს… ნეოპატრონყმური ურთიერთობები ”ევროპეიზმადაა” აფიშირებული. 
სისტემა, სისტემა არსებითად უნდა შეიცვალოს. სერიალებით გამოტვინებულ მასას გულმხურვალე ქართველთა მოწოდებები ვერ შეაფხიზლებს…
***
17 მარტი 2014

Janri Gogeshvili ქართული ტელესივრცეებიდან ყველა ჯურის სერიალის ასე გადაბმით, უთავბოლოდ ჩვენება, მაყურებელთა დიდ ნაწილში, ეროვნული ცნობიერების მოშლას იწვევს…
***
18 მარტი 2014

Janri Gogeshvili სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ და ისევ ნეოპატრონყმური ურთიერთობები მძლავრობს… 
ვირჩევთ, და მერე ამომრჩეველი, თითქმის განიარაღებულია ”დაწინაურებულთა” ნების წინაშე. ქართული აზრი, ამ ჩვენს, ვითომდა დამოუკიდებელ ქვეყანაში, ”მარადიულ ბიუროკრატიას” ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა. 
და ასარჩევს, სანამ მკაცრი სახელშეკრულებო პირობით არ ავირჩევთ, საქართველოს მაცხოვრებლები, ასე ”კაი ძიების” მოწყალებაზე აგებულ ხუხულებში ვიცხოვრებთ…
ხალხის მასა, უპირველესად, როგორმე ამ ნეოპატრონყმური ფსიქოლოგიისგან უნდა განთავისუფლდეს…
***
19 მარტი 2014

Janri Gogeshvili იქნებ, ასტროლოგიური რჩევები გაითვალისწინონ. თუ ალღო, შეფასების კრიტერიუმები ღალატობთ…
(მაგრამ ეს ”გაბუტვაც” თამაშის ნაწილი მგონია…)

ისე, ცნობისათვის კი…

მერწყული - ქალწული

იშვიათი კავშირია. ქალწულს უყვარს სახლი, წესრიგი, სახლში საქმიანობა. თავისუფალი მერწყულისთვის კი მთავარია მეგობრები, მოგზაურობა, უპრობლემო ცხოვრება და ადგილი, სადაც დაბრუნებაა შესაძლებელი. მათი ქორწინების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქალწულის მოთმინებაზე.
***
19 მარტი 2014


Janri Gogeshvili რადგან კითხვას გულწრფელად სვამთ, მეც ჩემსას მოგახსენებთ… საქრთველოში წლების მანძილზე ერთიანდება პოლიტიკურ თამაშებში, ქვეყნის მართავაში ”ნაცადი” კლანები. რამდენიმე ახალ სახეს დაიმატებენ, დეკორაციის გადასახალისებლად და ამ ქვეყანას ძველებურად სათავისოდ ირგებენ… და ყველაფერ ამას, საზოგადოების მეტნაკლებად პირნათელი ნაწილი, რომ შეეწინაღმდეგოს, აქცენტი ასარჩევი პიროვნებების ღირსებებზე, მკაცრად უნდა გაკეთდეს. 
გაერთიანება, არა ჯოგური პრინციპით, არამედ ღირსებისა და სანდოობის მიხედვით. და თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაში მსგავსი ”კონტიგენტი” არ მოიძებნა, მაშინ უმჯობესია პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკა შევცვალოთ. 

რა თქმა უნდა, იმის იმედი არ მაქვს, რომ აქაური ამომრჩეველის დამოძღვრა მაჰათმა განდის ფილოსოფიითა შესაძლებელი. მაგრამ ”მედროვეთა” მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადება კი, საზოგადოების, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მიერ, უფრო ეფექტურად, ქმედითი ხერხებით უნდა განვითარდეს…
***
21 მარტი 2014

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ღირსების საკითხი იაპონიის პოლიტიკაში ძველებურად ცენტრალურ როლს იკავებს. ბოლო პრემიერი იუკიო ხოტოიამა იმის გამო გადადგა, რომ ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება. ამ მოტივით დატოვა თანამდებლობა მისმა ორმა წინამორბედმა…

ქართული პოლიტიკა მსგავსი ”ღირსების” სრულ დეფიციტს განიცდის. აქ, გაბახებული ”პოლიტიკოსებიც” კი ”წარმატებულები” არიან…

***
23 მარტი 2014

”შეშფოთება” აღარ ჭრის, მომავალში _ კიდევ უფრო მეტად გაოგნება! _ არს მოსალოდნელი…
28 მარტი 2014
Janri Gogeshvili · 
მართებული დასკვნაა…
ვფიქრობ, იმ ტერიტორიაზე, რაც ამჟამად უკრაინის სახელმწიფოდ მოიაზრება, ერთიანი ეროვნული სული, მრავალსახოვანი გენეტიკური მეხსიერების მიზეზთა გამო, ვერ მოძლერდა. 
ჩვენს შემთხვევაში კი, საუკუნეების მანძილზე, ქართული კუთხეები ერთურთს, ქართველობის ნიშნით ეცილებოდნენ პირველობას…
* * *
29 მარტი 2014

Janri Gogeshvili მერე რა, ვართ და მივაჭენებთო… მედიასვრცე და ”სხვა რაღაცეებიც” მისაკუთრებული აქვთ… ე. წ. ’სამოქალაქო საზოგადოება” შიგნიდან გამოჭამეს…

1 აპრილი 2014
Janri Gogeshvili 
ძვრფასო თანამემამულენო… 
გულს ნუ გაიტეხთ!

სხვა თუ არაფერი, სამართლიანობის აღდგენას და ევროკავშირთან ინტეგრაციას ”ლაიქებით” მოვახდენთ...

ჩვენ ხომ ”ლაიქების” უსაზღვრო მარაგი გვაქვს…

და ”ლაიქების” ორთქმავლით… მდაა, ამ ორთქმავალმა, რაღაც სხვა ასოციაცია გამოიწვია…

თუ არ გაიცინებთ, გაიღიმეთ მაინც…

***

6 აპრილი 2014 
Janri Gogeshvili
საქართველოს დინამიკა იგავისებურად: ილტვი საყვარლისკენ, მაგრამ ვერა და ვერ შორდები გარიგებით შერთულ ცოლს…
***
9 აპრილი 2014

Janri Gogeshvili შემინდეთ, მაგრამ ქვეყანა ”ლაიქების” და ”ჩამვლელთა” იმედით ვერ შეფხიზლდება. სისტემა, სისტემა, ისე ძირეულად უნდა შეიცვალოს, რომ თვალთმაქცობასა და ფარისევლობას, რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დარჩეს…
***
21 აპრილი 2014

Janri Gogeshvili ...ბოლოს, მაინც კონფორმიზმი მძლავრობს, თუ ეს ”ინერცია”, სხვა "გაუთვალისწინებელმა” მოვლენებმა არ შეანელა… 
კეთილი სურვილებით…

***
Janri Gogeshvili ·  გამორჩეული კომენტატორი · Conservatorio S. Pietro a Majella Napoli
21 აპრილი 2014

თუ ”საყდრისთან ” მიმართებაში, მავანთა სიხარბისთვის ლაგამის ამოდება ვერ მოხერხდა, ეს სამარცხვინო ლაქად იქცევა ეროვნული სახელმწიფოს დღევანდელ მესვეურთათვის.
დათმეთ არამდგრადი მოგება, და ერის სასიცოცხლო არეალს, ამგვარ წარმოჩინებულ სიმბოლოს ნუ მოუშლით.
***
14 ივნისი 2014

Janri Gogeshvili მართებული ანალიზია…

”დიახ - გამოსავალი ყოველთვის არსებობს. და თუ უსამართლობა გააგრძელებს ზეიმს - ხალხს აქვს აჯანყების უფლება.”

დიახაც, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შემდგომ, აი, იმ ”სასურველი” სოციალურ-ეკონომოკური სტრუქტურის განხორციელება ვერ ხერხდება…”აჯანყებას” სისტემის საფუძვლიანი შეცვლა უნდა მოჰყვეს. 

რადგან, ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს, იმ ”სასურველ” სოციალურ-ეკონომოკურ სტრუქტურაზე მწირი წარმოდგენა აქვს, ”ჩვენეული” პროტესტიც შესაბამისად ვერ ვითარდება…

ჰოდა, ისევ პოეტური წიაღსვლით ვიოხებ გულს…

დაინგრეს უნდა,
დასანგრევი
უნდა დაინგრეს…
მაგრამ ისე, რომ ნანგრევებზე
მადლი დადინდეს…
და აღმოცენდეს საქართველოს
გამობრწყინება,
სულთა ერთობით საძირკველი
ზეცად განმტკიცდეს…
4.12. 1999 წ.
ახლა კი, 2014 წელია…
***
17 ივნისი 2014

Janri Gogeshvili ბატონი დემური, მართლაც გონიერი და ფხიზელი ანალიტიკოსია…

მაგრამ ამქვეყნად, ეს ბარიგული სისტემა, ისეა მომჯდარი, ”მარტო აღზრდა რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა!”, ანუ, ზეციერმა, რამე ისეთი, საყოველთაოდ ”შემძვრელი” თუ არ მოგვივლინა, არც არაფერი გვეშველება…

***
17 ივნისი 2014
Janri Gogeshvili ბარიგული სისტემა, საფუძვლიანად უნდა იქნას მხილებული და მოკვეთილი...

***

Janri Gogeshvili საინტერესო განსაზღვრებაა…

და ამგვარ ფსიქოლოგიურ ჩიხიდან თავდახსნა, მხოლოდ ”დიდი ძვრების” შედეგად ხდება…

***
5 აგვისტო 2014
Janri Gogeshvili
ადამიანთაგან უმჯობესია გყავდეს ”მრავლისა უმცირესი” მეგობარი და ნაღდი, ან საერთოდ არა… ისე კი, ამ სამყაროში მრავალი რამაა ისეთი, ინფორმაციას რომ გაგიზიარებს, თავისებურად გიმეგობრებს…
*
31 აგვისტო 2014
Janri Gogeshvili არადა, სამოქმედო პოლიტიკა გათვლილი აქვს…

და თუ ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო მკაფიოდ ვერ გამოხატავს თავის ეროვნულ ”პოლიტიკას”, მომღრალ სახეებს, ვითარებისდა მიხედვით, უთავბოლო საპროტესტო ტალღა გადაუვლის… რაც ქვეყნისთვის მორიგ კრახად იქცევა…

***
3 სექტემბერი 2014
Janri Gogeshvili მშვენიერია, მაგრამ ”ქართველთა” უმეტესობას, ინტერნეტსივრცის (ფეისბუკის და მისთანანის) გარდა, სხვა არავითარი მექანიზმი არ გააჩნია. სასკოლო ბიბლიოთეკებში ”შეღწევაც” კი გართულებულია... სახელმწიფოებრივი ნება საგანგებოდაა მიძინებული...
***
27 ოქტომბერი 2014


მავანთ…
უჯიგრო შფოთვას, ოხვრას და კვნესას,
უაზროდ რატრატს, პრანჭვას და ქანავს,
ისღა გერჩივნოთ დაფიქრდეთ, თორემ,
”იმიჯთან” ერთად დაკარგავთ სახრავს…
***
28 ოქტომბერი 2014
Janri Gogeshvili ·  გამორჩეული კომენტატორი · Tbilisi, Georgia

”…ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ოდესღაც ძალიან პატარა იყო, უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით, ნამდვილად შეიძლებოდა, არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო…”

”ჩვენ ვიცით…” ყოველი მეცნიერული მსჯელობა ამგვარი ”პოსტულატიდან” იწყება. და ხშირად მივიწყებას ეძლევა ” მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.” სოკრატე. 

რაც ჩემის აზრით, იმას კი არ ნიშნავს, რომ აზროვნების უნარი არ გაგვაჩნია, არამედ, იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად კატეგორიულნი, როცა სამყაროს წარმომავლობის ახსნას ვცდილობთ.


ის კი, თავად სტივენ ჰოკინგის მოღვაწეობა, უდაოდ დასაფასებელია… 
***
2 ნოემბერი 2014


Janri Gogeshvili საინტერესოდ იკითხება… სარკაზმნარევი იუმორიც კარგადაა მორგებული…

მაგრამ, სანამ ფეხზე ვდგავართ, მთლად ასე, თავზე მიწის წაყრაც არ ივარგებს. 

მთავარია, ქართული სული არ დაძაბუნდეს და ციური სამართალიც წამოგვეშველება…
***
5 ნოემბერი 2014
Janri Gogeshvili კარგი გადაცემაა, თუმც, ”დასავლურ-ამერიკულ ღირებულებებში” ერუდირებული ბატონი ცოტნე ბაკურია, ზოგჯერ ისე გაუტევს ამ მიმართულებით, რომ ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ფასეულობები, ფერმიხდილ დეკორაციას ემსგავსება…
***
5 ნოემბერი 2014
Janri Gogeshvili ვის რა, სად, როგორ და რა პროცენტებით ”დაუჯდება”, ეს მხოლოდ მამაზეციერმა იცის... ისე კი, საქართველოს სიყვარული მრავალმა დიდმა ქართველმა ჩუმი ერთგულებით დაამკვიდრა. თითქოსდა ხალხის მიერ ”დაქირავებული” პოლიტიკოსები, ”გადადგომა-გადმოდგომისას”, ხშირად ისეთ ტონს ირჩევენ, გეგონებათ საკუთარ ქვეყანაზე შურისძიებას აპირებენ…
***
6 ნოემბერი 2014
Janri Gogeshvili ქვეყნისთვის ”თავდადებულ” სახელმწიფო მოხელეთა ”გადადგომის” ტონი გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, ქართველი ხალხის ინტერესები ლამის მოხმარების ”საგნად” იქცეს…

პატივცემული რიჩარდ ნორლანდი კი, ლამის ყოფილი სსრკ კომპარტიის ცეკას მდივანს დაემსგავსოს…
***
10 ნოემბერი 2014

”ბიძინა ივანიშვილი - 20 წლის შემდეგ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას”

” ივანიშვილი: ჩემი გადაცემა "საზოგადოება 2030" GDS-ის ეთერით გავა”
*

”ოცი წლის შემდეგ…”
მოკრძალებული მინიშნება (იუმორნარევი განსჯის სახით ):
ტრანსჰუმანიზმის მიმდევრები პროგნოზირებენ, რომ ახლო მომავალში, ანუ 2030-40 წლებისთვის ნეიროინჟინერიის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება ტვინის ცალკული ნაწილების პროტეზირება. ანუ ცნობიერების გადატანა სხვა სუბსტრატზე; არაბიოლოგიურ სხეულზე…
პროექტი _ ”ადამიანი-კიბორგი” იძლევა საშუალებას,
ვეზიაროთ კიბერტენიკულ უკვდავებას. და ა. შ. და ა. შ.
ვაღიარებ, საინტერესო თემაა…

ცნობისთვის:
"Трансгуманизм: создание постчеловека. Форсайт-проект "Детство-2030"."
http://maxpark.com/community/361/content/2209290
***
Ферейдун М. Эсфендиари(фр. Fereidoun M. Esfandiary; 15 октября, 1930, Бельгия — 8 июля,2000) — писатель-фантаст,футуролог и философ, один из основателейтрансгуманистического движения.
Впоследствии Эсфендиари сменил своё имя на FM-2030, чтобы выразить надежду на то, что ему удастся прожить как минимум 100 лет, и в 2030 годуотпраздновать свой сотый день рождения.
“В интервью автор говорит: «…Но есть разница между Эсфендиари и Камю. Последний чрезвычайно пессимистичен. Это человеческое состояние в некоторой мере абсурдно. Эсфендиари же — оптимист. У него есть надежда, потому что он глубоко верит в человека. Он убеждён, что технологический прогресс, соприкосновение культур, и т. д. освободят человека от его современных страданий. Со временем человек сможет избавиться даже от самой главной своей трагедии — смерти. Человек может стать совершенным».
და ა. შ. და ა. შ.
***
10 ნოემბერი 2014


ვფიქრობ, გამუდმებით სხვათა ”ბრძნული გამონათქმების” ფრქვევას და ამგვარად საზოგადოების ”დამოძღვრის” მცდელობას, ისა ჯობია, საკუთარი ”მე”, უფრო ხშირად ვაიძულოთ ჩვენი ხედვები, მოსაზრებები წრფელად და ლოგიკურად გადმოვცეთ…
***
10 ნოემბერი 2014

დასაშვებია, რომ ეს მთავრობა ”დააბეზღეთ”, მაგრამ პატივცემულ ”ევროპას” მგონი ამნეზია არ უნდა სჭირდეს…
როდის იყო ქართველი ერი საქართველოს ძირძველი მიწების ოკუპირებას ეგუებოდა.
იმის აჩემება, ვის უფრო მეტად უყვარს ეს ნატანჯი ქვეყანა, ტრაგიკომედულია…
დიპლომატია გონივრული და მოქნილი უნდა იყოს… 
ის აჯობებდა ამ ”პროტესტში” სხვა ხრიკი რომ არ ყოფილიყო შემალული; როგორმე გრანტები არ ”გაგიცივდეთ”…
იმედია რიგითი ქართველის კორექტულ კილოს აგრესიად არ მიიჩნევთ…





სახალისოდ კი…
იქეთურსაც და აქეთურსაც...
უჯიგრო შფოთვას, ოხვრას და კვნესას,
უაზროდ რატრატს, პრანჭვას და ქანავს,
ისღა გერჩივნოთ დაფიქრდეთ, თორემ,
”იმიჯთან” ერთად დაკარგავთ სახრავს…
*
26 ნოემბერი 2014
2 წთ. · Tbilisi ·
ორატორი კი ამაყობდა…
სიზმრებს კრძალავდნენ…
სცენის სიღრმეში
დაშვებული ნათლის სვეტი
ჯვარედინად გადაეხაზათ…
ორატორი კი ამაყობდა,
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა…
სმენადახშული,
თვალდათხრილი
სიცოცხლე თვლემდა
ვრცელ დარბაზში, და
თავისთავად იქნევდა ხელებს…
ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე,
ცნობიერების ბერწ საშოში
მსუნაგი კუჭი განაბულიყო…
ორატორი კი ამაყობდა:
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა…
21.10.1975
1975 წლიდან დღემდე მრავალმა წყალმა ჩაიარა… იმედია, პირდაპირ გაგებით არ იქნება აღქმული ”სიზმრებს კრძალავდნენ…”.
-ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე, ცნობიერების ბერწ საშოში მსუნაგი კუჭი განაბულიყო…
ქრონიკული ”პოლიტიკანების” სიხარბე რყვნის და აბეჩავებს ქვეყანას.
დკარგული ტერიტორიები, ხანდაზმულთა პენსიებს შერჩენილი, უმუშევრობით გატანჯული ოჯახები. და ათსგვარ ანომალიებზე და ჭორებზე მორატრატე ტელევიზიები.
და ადამიანები, რომლებიც ”ლიტრ სინათლეზე” ნამდვილად არ იტყოდნენ უარს. ანუ
ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვისაც, შველა იქნებოდა ამგვარი ”მიგნება”… http://www.netgazeti.ge/GE/105/News/35051/
ბოთლი როგორც ნათურა
www.netgazeti.ge
წყლითა და ქლორით სავსე ბოთლი, ფილიპინების დედაქალაქ მანილას აგლომერაციაში შემავალ დასახლებებში არაპრივილეგირებული მოქალაქეებისთვის სინათლის მიღების იოლი საშუალებაა.
***
”ბოთლი-ნათურა”, თითქოს გულუბრყვილოდ ჟღერს, ვიღაც წარბებსაც აწკიპავს, ამ დონეზე როგორ უნდა დავეცეთო… (თუმც ”მიგნებაში” ენერგიების, სხვა ალტერნატული წყაროებიც იგულისხმება) მაგრამ ჩემთვის მსგავსი აქცია უფრო ხელშესახებია, ვიდრე, რიგი ფონდების საქმიანობაზე აგებული ”საყოველთაო კეთილდღეობა”.
...ჩვენ ხომ ბევრად უკეთესი მომავლისკენ მივისწრაფვით. ოღონდ, ისე ჩანს, თითქოს ის წარსული ჯობია გაურკვეველ მომავალს.
-ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე, ცნობიერების ბერწ საშოში მსუნაგი კუჭი განაბულიყო…
წყლითა და ქლორით სავსე ბოთლი ფილიპინების დედაქალაქ მანილას აგლომერაციაში შემავალ დასახლებებში არაპრივილეგირებული მოქალაქეებისთვის სინათლის მიღების იოლი საშუალებაა.
NETGAZETI.GE




***

27 ნოემბერი 2014


Janri Gogeshvili ბატონებო…

მართლაც, შესაძლოა პირველი თვალის შევლებით ტვინი ”დაგემტვრეს”, მაგრამ სოლიდარობის გრძნობას, ჩვენ მაინც ნუ დავკარგავთ და შეძლებისდა მიხედვით გავშალოთ, ნათელი გავხადოთ ქალბატონ პარლამენტარის მოსაზრება _ ”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი შეზღუდვა კანონით”_

ანუ, თუ თქვენი ლაქლაქით, სახელმწიფოს უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნით, მაშინ შესაძლებელია
ფარულადაც მოგისმინოთ და თქვენი სიცოცხლეც ფეხებზე დავიკიდოთო.” 

ახლა ისაა გასარკვევი, ქვეყნისთვის, რამდენად მაღალი საფრთხე იმალება სამართლიანობის აღდგენის მოსურნე ადამიანების 
პროტესტში.

თუ უფრო ზუსტ და მხატვრულ გამარტებას შეძლებთ ნუ დაიზარებთ…

***
2 დეკემბერი 2014


Janri Gogeshvili 

არსებობს

გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერი ”ზეტების” სცენარით
ვითარდება. პუტინი კი, უკვე სხვა განზომოლებაშია…


***
6 დეკემბერი 2014
Janri Gogeshvili თქვენის ნებართვით, ცოტა ხნით კიდევ 2014-ში ვიჯახირებ... რადგან საახალწლო სურვილები, რეალობასთან ფანტასტიკურად გვაშორებს...
***
11 დეკემბერი 2014


Janri Gogeshvili გაიხარე და გაძლიერდი... 

ამგვარი ”ცალმხრივობა” სახრავისა და კარიერის გარანტიაა… ესაა და ეს…

სრული დიპლომატიის საწარმოებლად , ქვეყნის ალალი სიყვარული და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა გონიერ და პირიან კაცთა ერთობაა აუცილებელი…


***
18 დეკემბერი 2014
Janri Gogeshvili ·  Top Commenter · Tbilisi, Georgia
გამარჯვებით გევლოს! ასე შემართებით და გონივრულად რომ დგახარ ეროვნული ცნობიერების სადარაჯოზე. დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, ამგვარი შოუები განაპირობებს ”მასის” განათლებას. ღირსეულ პიროვნებათა ნამოღვაწარი კი მიჩქმალულია...

***
19 დეკემბერი 2014

Janri Gogeshvili რ უნდა გაუვიდეთ… იმედია სიხარბეს დაძლევენ და რიდი გაუჩნდებათ… ერის ღირსების გამთელავს,

ვერ შეეწევა სანთელი…


***
22 დეკემბერი 2014

Janri Gogeshvili ბატონო თამაზ, ჩვენ საკმაოდ ვცადეთ; ამ ქვეყნის ნაღდი გულშემატკივრები მყავს მხედველობაში. გულუბრყვილონი აღმოვჩნდით; ჩვენ რომ საქართველოს ”გაუ-გაუს!!!”-ო ვიძახდით, ამათ უკვე გაქონდათ.
რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსის სულისკვეთება გულს ახარებს, მაგრამ მათ 
რიგებშიც არიან, ”იმნაირები”, რომლებთაც მედროვეთა კვალიფიკაცია აქვთ გავლილი… ამ კატეგორიის ადამიანები, ისევ ალალ გულშემატკივართა ძვლებზე შედგებიან და როგორც კი მოჯდებიან, კვლავაც ქვეყნის ხვრას გააგრძელებენ. 
საფუძველი ამ სიავისა ამ ქვეყანაში გამეფებული სისტემაა; სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ერთეულთა გამოძღობას კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ სოციალურ სოლიდარობას. 
ვთქვათ, იმარჯვა, დააგროვა მილიონი, კეთილი ინებოს და შესაბამისად შექმნას სამუშაო ადგილები… და ასე შ. და ასე შ. ამ საქმეში ზოგი კეთილშობილი ახალგაზრდა ჩემზე უკეთ ერკვევა. 
ე. წ. საბანკო სისტემის განუკითხავი პარპაში უნდა აილაგმოს…
თუ არადა, უნდა ველოდოთ, სანამ განგება სიხარბით გადაგვარებულ კლანებს თუ კასტებს თავისებურად შეაყანყალებს… მერე იქნებ, ილია
ჭავჭავაძისა არ იყოს ”გონიერ და პირიან” კაცთა ერთობაც მოხერხდეს. 
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით…

***
22 დეკემბერი 2014

Janri Gogeshvili ბატონო პრემიერ-მინისტრო 
ამ წიაღისეულმა, ათასწლობით, რომ ინახებოდა ქართულ მიწაში. ჰა, შესაძლოა, ერთჯერადად დააპუროს ფირმა RGM Gold-ის თანამშრომლები… ბოლოს, შეგვრჩება საგანძურმოშლილი და გულგამოხრული მიწა. 
გულუბრყვილო ამომრჩევლებს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების
პერსპექტივა, უფრო გონივრულად განხორციელებული პროექტების სახით წარმოგვედგინა…

***

24 იანვარი 2015


ევროპისკენ მჩქროლავი საქართველოს ამოუძირკვავი ნიშან-სიმბოლო _
”მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი, ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი”
ილია
გარკვეულ უწყებებში, ამ ნიშნით დაწინაურებულთა რიცხვი საგრძნობლად ჭარბობს…
***



3 თებერვალი 2015


რეპლიკა ამა ქვეყნის იდეოლიგიის შესახებ…

”ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება…” საგანგებოდ აღნიშნავენ საყოველთაო კოჰაბიტაციისადმი მიდრეკილნი, რათა ქვეყნის ყვლეფაში დაოსტატებულნი გვერდით დაიყენონ…
-და თუ იგი სხვა ქვეყნის აგენტი ან პროფესიონალი დივერსანტია?! -კითხულობს გულუბრყვილო მოქალაქე.
-პროფესიონალიზმი უპირველეს ყოვლისა!!!-პასუხობენ მიდრეკილნი..
-ჰოდა, აივსო აგენტებითა და დივერსანტებით მმართველი ორგანოები, გაიტანეს საქართველო!..

***
16 თებერვალი 2015

Janri Gogeshvili …”დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის!” _ თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, შენიშვნის გამოთქმის სურვილი გამიჩნდა. 
უმეტესობა ასე იწყებს… მაგრამ წლებმა გვიჩვენა _სხვათა შეკვეთილი რევოლუციების განხორციელება კიდევ ჰო, გვეხერხება, მაგრამ, მერე, ის ”გადარჩენილი” ქვეყანა როგორი იქნება…
ევოლუციური წინსვლისთვის ჯანმრთელი სივრცეა საჭირო: უპირველესად, ქართველი ხალხისადმი მტრულად განწყობილ ”არასამთავრობოთა” და ვიწრო ინტერესების მქონე კლანური ჯგუფების პარპაში უნდა შეწყდეს… ანუ ”სისტემაც” არსებითად შეიცვალოს. აბა ისე, ”ასპატრონგამონაცვალი სახეების” გადამზადების იმედზე ”გადარჩენილსაც” დავკარგავთ… 

***

5 მარტი 2015
სათავისო ინტერესებს ჩახლართული ”ბიუროკრატია”, ქართული სახელმწიფოსთვის ლამის მახრჩობელა გველად იქცეს…

***

15მარტი 2015


”თქვა რუქამ არაკი:”
ჩვენს ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლების მიერ, წაღმა-უკუღმა სათავისოდ შეშფოთების სინდრომი, თანდათანობით თავშესაქცევ სანახაობას ემსგავსება…
***
17მარტი 2015


კაკულ შოუ”  _ ამა ყოფის თანმდევია; ზოგი რამ მართლაც ახდება, ზოგი რამ არა. და ამა თუ იმ ”პოლიტიკანის”, ”ანალიტიკოსის” თუ ხელისუფლების წარმომადგენლის მოსმენას, ისევ ამ ქალბატონის ”მიგნებათა” წაკითხვა თუ მოსმენა ჯობია. ბოლოს და ბოლოს, რა უბედურებაც არ უნდა იწინასწარმეტყველოს, მაინც ხალისიან განწყობას ქმნის…

***
22 მარტი 2015
Janri Gogeshvili ზედაპირულად, მოწოდებათა კვალობაზე ხშირად ვერთიანდებით; იშვიათია ქართველი, თავისი ქვეყანა, რომ არ უყვარდეს, მაგრამ ხშირად ეს ”სიყვარული” სხვადასხვა ”შინაარსის” მომცველია. ქვეყანა, რომლის ძირითადი რესურსები მხოლოდ მცირე ჯგუფს აქვს ”მიტაცებული” არსებითი, სისტემური ცვლილელების გარეშე ვერა და ვერ გაერთიანდება… 
ჩინეთში ქვეყნის ახლებურად აღორძინება კონფუცის მორალური კრედოთი განამტკიცეს… ანუ ”პატიოსნება, ყაირათიანობა, პასუხისმგებლობა, გულმოწყალეობა, უფროსისადმი პატივისცემა, არამაბეზღარობა, კომპრომისისადმი მიდრეკილება…”
ჩვენს დღევანდელ ყოფაში კი, რიგი ’საქვემოქმედო აქციების” მიუხედავად, მტაცებლური ფსიქოლოგია მძლავრობს…

***

34 წთ ·
(მხოლოდ იმათთვის, ვინაც და ვინც ამ პოლიტიკურ ”ისტერიაში”, მსგავსი შინაურული შენიშვნისთვის მოიცლის…)
ამ კაკლების ამ ქვეყნად მოვლინება ჩემი წიგნის (”გამთენებელი ღამისა” \ორი რომანი\ 1991 წ.) გამოცემის თარიღს ემთხვევა; საჩხერელმა სანდომიანმა ქალბატონმა, რომელიც მაშინ სხვა წიგნებთან ერთად, ჩემს ” ორი რომანის” რეალიზაციითაც იყო დაკავებული, თავის მხარიდან ჩამოტანილი ოთხი დიდრონი კაკალი მისასხსოვრა, მირჩია დათესე და ამოვაო. მართლაც, გლდანის დასახლებიდან ზემოთ, სამიოდე კილომეტრში მდებარე ”გამთენებელ ღამისად” წოდებულ კარმიდამოში ოთხივე ამოვიდა. ოღონდ, მერე სხვა, თვითნებურად ამოსულმა ხეებმა დაჩაგრეს. ერთხანს, ”ღობის იქედან”, კაკლებს შუა უშნოდ გაჩხერილი ამ ველური თუთის მოჭრაც ”მერიდებოდა”, მაგრამ _მოსაჭრელი უნდა მოიჭრას _ მეთქი, როგორც იქნა გადავწყვიტე… ჩემი ვაჟი, ავთანდილიც წამომეშველა და ასე მგონია კაკლებმაც ამოისუნთქეს... ”სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო…” ეს გამოთქმა თავის მართლებასა ჰგავს. _მოსაჭრელი დროულად უნდა მოიჭრას… სანამ სასიკეთოდ ამოზრდილ ნერგს არ დაჩაგრავს…
საკუთარ თავს კი ისევ ამ ლქსით შემოვძახებ:
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ მოიწყინე,
ხომ არ შემოგაკლდა ცეცხლი?
ხომ არ გეხარბება
და ხომ არ გადარდებს,
სხვისი ოქრო და ვერცხლი?!
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაძაბუნდი,
ხომ არ გაგილაჩრდა გული?!
ხომ არ დაიმშიე,
ხომ არ შეგამცივნა,
ხომ არ შემოგაცვდა სული?..
ხომ მხნედ ხარ ქართველო!
ხომ არ დაიბენი?
ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს…
ხომ იცი სამშობლოს
სხვაგვარი სითბო აქვს,
ძველ ხნულში იმედი ღვივის…
28.04.2002
***

23 აპრილი 2015
Технический директор Google расписал будущее мира: прогноз до 2099 года

Janri Gogeshvili
”გინდ დაიჯერეთ გინდ არა...” მაგრამ, ამგვარი ტექნოლოგიური ’შემოტევების” შედეგად კაცობრიობის ცხოვრების ნირი, ადამიანური ფსიქიკა დიამეტრულად, რომ შეიცვლება, ეს ნათელია... ყოველმა გონიერმა ერმა, აქედანვე უნდა იზრუნოს, რომ მეტისმეტად მოდერნიზებული მომავალს სათავისოდ შემზადებული შეხვდეს. რათა საკუთარ წარსულთან ”მომაკვდინებლად” არ გაუცხოვდეს...

***
9 მაისი 2015
Janri Gogeshvili
აღმავალი პროგნოზები, დაღმავალი პროცესები; ”ფილოსოფიური” საუბრები ინოვაციებზე და დემოკრატიულ ფონს შეხამებული პატრონყმური ფსიქოლოგია… არადა, ახლებური მიგნებები ალტერნატიული ენერგიების ათვისების სფეროში ჩვენს გამომგონებლებსაც საკმაოდ გააჩნიათ მაგრამ… ჩვენი მოსახლეობა ამა თუ იმ კანტორიდან გამომავალ სადენებს
თითქოსდა სამარადჟამოდაა მიჯაჭვული…
ბევრი, (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურას მოკლებულ გარემოში მცხოვრებნი) ამგვარ ექსპერიმენტსაც კი სიხარულით მიიღებდა, რათა გასაცოდავებული შემოსავლიდან მცირე თანხა მაინც დაეზოგა. და კვლავ ვაქვეყნებ ამ თემის მომცველ ”ალტერნატიული ენერგიის” ათვისების, თითქოსდა მარტივ ფაქტს … ადრინდელი მინაწერით:
0.08.2014
ბოთლი, როგორც ნათურა
ფოტოესსე,http://www.netgazeti.ge/GE/105/News/35051/და ადამიანები, რომლებიც ”ლიტრ სინათლეზე” ნამდვილად არ იტყოდნენ უარს. ანუ
ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვისაც, შველა იქნებოდა ამგვარი ”მიგნება”… http://www.netgazeti.ge/GE/105/News/35051/
ბოთლი როგორც ნათურა
www.netgazeti.ge
წყლითა და ქლორით სავსე ბოთლი, ფილიპინების დედაქალაქ მანილას აგლომერაციაში შემავალ დასახლებებში არაპრივილეგირებული მოქალაქეებისთვის სინათლის მიღების იოლი საშუალებაა.
***
”ბოთლი-ნათურა”, თითქოს გულუბრყვილოდ ჟღერს, ვიღაც წარბებსაც აწკიპავს, ამ დონეზე როგორ უნდა დავეცეთო… (თუმც ”მიგნებაში” ენერგიების, სხვა ალტერნატული წყაროებიც იგულისხმება) მაგრამ ჩემთვის მსგავსი აქცია უფრო ხელშესახებია, ვიდრე, რიგი ფონდების საქმიანობაზე აგებული ”საყოველთაო კეთილდღეობა”.
P.S. და აქვე: ინოვაცია ენერგეტიკაში
„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტექნოლოგიური ინოვაციებით ცნობილი მეწარმის ელონ მასკის კომპანიაში შექმნილ ბატარეაზე მოგითხრობთ, რომელსაც ექსპერტები რევოლუციურს უწოდებენ...
http://www.radiotavisupleba.ge/…/elon-musk-pr…/27002432.html
***
11 მაისი 2015

Janri Gogeshvili ქალბატონო მარინა, არც ეგაა გამორიცხული,დენზე ფასის მომატებით კი, აშკარად გვემუქრებიან… თანაც, ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისება-დამკვიდრებაზე ნაკლებად ზრუნავენ... ერთი ”კანტორის” სადენებზე მიერთებულ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კი ”ბოთლი-ნათურაც” სანატრელი აქვს, თავის ჩაბნელებულ ბოსელში, მარჩენალი ძროხა, რომ ჩამოწველოს… 

P.S. დრამატულად ”ჩავახუჭუჭე”… მგრამ მომავალს, მაინც ღიმილით შევხვდეთ…

***
23 მაისი 2015
მსოფლიოს ცვალებადი რეალობა, ჩვენებური პოლიტიკის პროჟექტები და ათიოდე ”გალაღებული” ბიზნესი… 
და უნებლიეთ 2010 წელს გამოქვეყნებული ლექსის სტრიქონები მახსენდება:
…ფულის შოვნის ისტერია
ტვინებს, მიწას ბურღავს, ბურღავს...
და სინდრომი ტელემართვის
ნაღდ აზრს ქირდავს, ფშუტეს ბუქავს!..
შენ აჩმახო, ჩვენ გეფეროთ, 
არ გამოვა ქვეყნის ხურდავ! 
31.08. 2010
***
24 მაისი 2015
Janri Gogeshvili მისამღერი: ნათელ აზრთა უმეტესობა ”ლაიქებში” იმარხება...
***
25 მაისი 2015
Janri Gogeshvili ”ამ ღადაობა-ღადაობაში ქვეყანა თავზე გვემხობა…” _ და მერე… გადააგდე ეგ ”სვისტოკი”… ”წიქარას” ამბავი ხომ გაგიგია…
***
29 მაისი 2015

Janri Gogeshvili ქალბატონო გულიკო

მისასლმებელია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მორიგი ინიციატივა…

”კომისიამ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართალწარმოების დოკუმენტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართა. „შესაბამის დოკუმენტებში მოქალაქისათვის მისი უფლებების დამატებითი განმარტებების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი. მოქალაქეეებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ლეგალიზაციის პროცედურასთან დაკავშირებით - ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში“ მაგრამ, მხოლოდ ამგვარი ჩანაწერი სრულფასოვნად ვერ შეეწევა ამ მამულიშვილურ ჩანაფიქრს…



და უფრო ნათლად, რომ წარმოგიჩინოთ, ჩემი და სხვა მრავალი მოქალაქის გულისტკივილი მოვიხმობ ინტერნეტში, ჩემს ბლოგზე (ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე) 2011 წლის 15 მაისს გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილიდან შემდეგ ამონარიდს: 



…ხშირად გვესმის: ”პრეზიდენტმა ”სიმბოლურ ფასად გადასცა…”

და როგორც ირკვევა, პირდაპირი განკარგვის წესით ყოველწლიურად ასობით ობიექტს გასცემს…

...რომლებიც მილიონები ღირს! რა დვაშავეთ ჩვენ, ხალხმა…

ჩვენ, ჩვენი შრომით მოპოვებული თანხით შეძენილს არ გვიმტკიცებენ… გვიბნევენ გზა-კვალს…

ჰოდა, ქართული მოსახლეობის დიდ ნაწილზეც გამოცხადდეს ”ეს პირდაპირი განკარგულებით…”

ხომ არ გვჩუქნის, ხრიკული კანონებით დატყვევებული ჩვენი კუთვნილი უნდა დაგვიბრუნოს…

დაბრუნდით, დაბრუნდით, სამშობლო გელოდებათ!

ხშირად გაისმის სამთავრობო მოწოდება, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი გულიანად ”მოძღვრავს” საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს… რეალობა კი, ასეთია, აქ ვინცა ვართ, ლამის მიწა გამოგვაცალონ ფეხქვეშ…

რეალობა და ბლეფი…

ხდება ”ფიარი”, რომ მიწის დაკანონება გაიოლდა; არადა, ბიუროკრატიული კოჭები ცოტა სხვაგვარად გათამშდა ესაა და ეს… აბა ისე, თავისი შრომითა და ოფლით შემონახული მიწას, თუ კარ-მიდამოს ისეთ ფასს ადებენ, რომ მის გამოსასყიდად, საშოვარზე, როგორმე საზღვარგარეთ უნდა გააღწიოთ…

”ჩამოდით! ჩამოდით!” სატყუარად არ გამოდგება… 



P.S.

ეს ”ფაქტი” (ჩემის მხრივ), ჯერ კიდევ 1991 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთს ( ხეხილის ბაღსა და იქვე აშენებულ სახლს ეხება). ამგვარი ”ფაქტები” მრავლადაა. საქართველო კი მკვიდრი მოსახლეობისგან ”ცარიელდება”…



ჩემი შეხმიანება იქნებ მცირედ მაინც შეეწიოს ამ საკითხის მართებულად გააზრებას.

რადგან, ჩვენ ”გულუბრყვილონი”, დამოუკიდებელ საქართველოში, ათეული წელია ველოდებით, რომ ეროვნული მთავრობა, ბოლოს და ბოლოს გაიღებს ”მოწყალებას” საკუთარი ხალხის მიმართ.



პატივისცემით ჯანრი გოგეშვილი

ქართველი მწერალი
*** 
16 ივნისი 2015
Janri Gogeshvili მართებული შეფასებაა… არადა, მსგავსი მოკვლევები, უმეტეს წილად, მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მიმართ ბრალდების წაყენებით განისაზღვერება… ხარვეზები ახლებურად ინიღბება და სტიქიის მომავალ შემოტევამდე ინერციით ”მივედინებით”…
*** 
18 ივნისი 2015
Janri Gogeshvili ”ვინც თვლით, რომ კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო საქართველოში ადამიანები ისევე უნდა დაისაჯნონ, როგორც...” _ სამშობლოს წინაშე ჩადენილ დანაშაულში მხილებულნი პირნი… მაგრამ, მარტო ეროვნულ ლიტერატურის მიხედვით სამშობლოს ცნების განსაზღვრა, ამ ვითარებაში ნამდვილად ვერ გვიშველის…
მომავალ ”გამონათებამდე”...
***
29 ივნისი 2015
Janri Gogeshvili საინტერესო წერილია… ჩემი მარტივი ფიქრით კი, ამ ფრიად ახირებულ და კრიტიკულ ”გამოწვევებს” ჩვენმა ერმა გონივრული და გამიზნული პასუხები უნდა შეაგებოს, რათა ეროვნული ცნობიერების არსი შევინარჩუნოთ… არც ის უნდა დაგვავიწყდეს, მალე, ახალგაზრდა თაობას,”გონებრივი” შესაძლებლობებით ჩვენზე ბევრად განვითარებულ, ადამიანების ”ორეულ” ბიორობოტებთან მოუწევს თანაარსებობა… და ამ უცნაური მომავლისთვის მზადება აქედანვე უნდა დაიწყოს...
***
22 ივლისი 2015
Janri Gogeshvili ჩვენ, რაც აქამდე ”ვქენით” ქე ვხედავთ, სანამდი მიგვიყვანა… ახლა დაველოდოთ, სანამ მამაზეციერი ერთი მამაპაპურად შემოგვცხებს...

***

3 აგვისტო 2015

Janri Gogeshvili 

”არ მიყვარს და პატივს არ ვცემ ჩემ ქვეყანას,იმიტომ რომ...”
მე კი მგონია, რომ სხვებზე მეტად გიყვართ… თუმც განაწყენების მიზეზი ნამდვილად გაქვთ… ასევე ჩვენც, მაგრამ ქვეყანა ერთია, ხალხი სხვა, მით უფრო გაიძვერობით დაწინაურებული ”დივერსიული ჯგუფები”…

კეთილი სურვილებით… იუმორი ჩემგან არ გესწავლებათ, ერთი მაგათიც…

***

11 აგვისტო 2015

Janri Gogeshvili “ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა. ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა. ჟამი არს ქვების შეგროვებისა, ჟამი არს ქვების სტყორცნისა, დაფანტვისა”.სოლომონი
ჩემის აზრით კი, ჩვენს ქვეყანას, ”ყოფა აბსურდული” მეტისმეტად გაუგრძელდა…


12 აგვისტო 2015
ყოფა აბსურდული 

ჟამი არამტკიცე, უშნოდ აყაყაული,
ერთა წაკიდების, მოძმეთ განქიქების,
ჟამი კალმაგირთა, ლანძღვით დაქსასული,
ორგულთ სათარეშო, ყოფა აბსურდული…

ჟამი ოინბაზთა, ჟამი თითლიბაზთა,
ჟამი ყოყლოჩინა, ჟამი წამხედური,
ჟამი კოკობზიკა, უძღებ მომხვეჭელთა,
ქვეყანა ”ევრაზიად” მეჩეჩზე გახიდული…
3.04.2002

***

12 აგვისტო 2015
ჭორებში ჩარჩენილი საქართველო, არადა, რამდენი ნიჭიერია, თუნდაც, ამ სხვათა და სხვათა ”ხედვებით” მოთამაშე ინტერნეტში…

***

16 აგვისტო 2015


ბატონო კოტე… 

ამჯერად, მსოფლიოც ”ნაგლად” შიშვლდება და უკვე, მრავალ ქართველს გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ქართული სივრცე გონივრულად უნდა იქნას შენარჩუნებული და მოძლიერებული… ანუ, არ უნდა ვემსგავსოთ ბოსტნის იმ საფრთხობელას, მოფრენილ-გაფრენილის სასკლინტეთად, რომ ქცეულა… ასე იყო თუ ისე, რუსეთის მმართველმა ძალამ, ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება რომ მოახდინა, ამას წყალი არ გაუვა… მაგრამ ის ,რომ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაშალოს, ესეც ნათელია.

დიახ, გარკვეულ სივრცეში ჩვენ ”გრუზინები” ვართ, გარკვეულ სივრცეში ”გურჯები”, გარკვეულში კი _”ჯორჯიანელები”… ვინც საქართველოს ისტორია, ოდნავ მაინც იცის, ამ ”გრუზინობაზე” ზედმეტად თავს არ მოიგიჟიანებს…

მარტო წარსულ შეცდომათა ”ბრდღვნით” მომავალს ვერ შევეწევით, არც ფეისბუქის რესურსები გაწვდება ამ აბავს, ძალზე საინტერესოა, რას ფიქრობს ამერ-იმერი. სანამ მავანთაგან, ახალი უბედურების პროვოცირება მოხდებოდეს, ქართველმა საზოგადოებამ უნდა გაარკვიოს, რა სტრატეგიული მექანიზმი უნდა განავრცოს იმისთვის, რომ რუსულ საზოგადოებასთან ღირსეული დიალოგი აწარმოოს. 

და რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინტერნეტით, ისე მარჯვედ, ვერ სარგებლობს, უნდა იქნას შემუშავებული კითხვარები, გამოიცეს ბუკლეტები, და ა. შ. არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ ენაზეც. 

ცნობილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საკმაოდ არის ”მოძლიერებული” ქართული სათვისტომოები, დაე, შეეწიონ ამგვარ წამოწყებებს… 

მაგრამ, მრჩება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფალთა ამგვარი ”ინერტიულობის” გამო, ამ მტკივნეულ საკითხში აქა-იქ, სხვა ეროვნული ინტერესების მატარებელი პერსონები დომინირებენ…

ოღონდ ესაა, თავად ამ საკითხით დაინტერესებულ ქართველობამაც უნდა შეძლოს მეტნაკლებად სრუფასოვანი დიალოგის წარმართვა…

ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და სხვა არაფერი. 

კეთილი სურვილებით…
***
19 აგვისტო 2015

Janri Gogeshvili პატიცემულო საზოგადოებავ, მეც, ერთი რიგითი ”ფეისბუქელი” გამუდმებით ვაფიქსირებ; ქართული სახელმწიფოს ”ცნობიერების” ფორმირებას, კარგა ხანია დივერსიული ჯგუფები წარმართავენ… ”სახელთანაც” და სახრავთანაც ეგენი არიან მიშვებულნი… ინტრიგულ აზრებს მოხერხებულად შემოაგდებენ, რათა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ”შეშფოთება” აფრქვიოს. აფიქსირებენ, რა ძალა და რესურსი შემორჩა ამ ქვეყანას ”ეროვნულ სივრცეში”. 
უბედურება ისაა, რომ ამათ ნალაყბევს მედიასაშვალებები უმალ აიტაცებენ და მთელ ქვეყანას, ისე აწვდიან, როგორც ავტორიტეტულ პირთა ”შეგონებებს”. საშველ-სახიდებელი: ძირეული ცვლილებები…
15 სექტემბერი 2015

კარგი ანალიზია… ”რატომ ხდება ადამიანი ასე დაუნდობელი ფეისბუკის წიაღში?” _ თვასაჩინოდ, სახოვნადაა ახსნილი ვინ რატომ და როგორ… 

თუ შალვა რამიშვილის შოუს _ ქუჩის გამოკითხვების მიხედვით ვიმსჯელებთ, ვთქვათ, ”მეზობელმა მონღოლეთმა მოითხოვა საზღვრის 700 მეტრით გადმოწევა” და სხვა მსგავსი სიუჟეტები აშკარას ხდის, რომ ქართული მასის შესამჩნევ ნაწილში კრიტიკული აზროვნება სავალალოა, ის კი არა, ხშირად წიგნიერების კვალიც არ ჩანს. მაგრამ ნახეთ, რა შემართებით, გონებადამჯდარის იერით პასუხობს დიდი თუ პატარა ”არმცოდნე”, ქვეყნამ რა გზით, რა გათვლებით უნდა იაროს… ამგვარ ”რესპოდენტთა” პრეტენზიულობაში აგრესიაა შემალული. ქართულ ფეისბუკსივრცეს კი, უმეტესწილად ეს ადამიანები ავსებენ. მათი უმეტესი ნაწილი ფეისბუკის წიაღში ”დაქალდა” და ”დავაჟკაცდა”, (აქ, სრულიად მარტივად შეიძლება ”იმიჯი” სხვისი ცოდნითა და მიღწევებით შეიქმნა…) და შემდგომ, ზოგმა მათგანმა პოლიტიკაშიც მომგებიანად გადაინაცვლა… ასე რომ აგრესია, ზერელე ცოდნის თანმდევია. ამასთანავე, მავანთა მიერ ჩასაფრებული ”ტროლები”, ხშირად ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს აფიქრებინებს . “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან”-ო.

მაგრამ აქვე, დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია ინფორმაციის ნაკადს გამუდმებით მიადევნოს თვალი. თანაც, ისიც ხერხდება, რომ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანთა ნაშრომებს გაეცნოს; წერილი ”ფეისბუკის სისასტიკეც”, ამის დასტურია…
***
16 სექტემბერი 2015

Janri Gogeshvili დროული და გონივრულია… ჩახვეულ-ჩაკვანძული პრობლემების ასე უშუალოდ, ღიად წარმოჩენა, ხელს შეუწყობს ამჯერად საშიშად შეკუმშული, არადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სივრცის გაშლას…

ვინც საქართველოს ისტორიას იცნობს, მსგავსი ინიციატივა, მხოლოდ მოხერხებულ დიპლომატიურ სვლად უნდა მიიჩნიოს…
***
20 სექტემბერი 2015
Janri Gogeshvili ეგ დოლი თავისას არაკუნებს… უბედურება ისაა,”აქეთურები” თავს რომ მონდომებით უშვერენ…
***
25 სექტემბერი 2015

Janri Gogeshvili ვინმესთან უაზრო პოლემიკაში შესვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. მით უფრო ჩასაფრებულ ფსევდოლიბერალებთან თუ დაქირავებულ ”ტროლებთან”. ერთი რამ აშკარაა, მსოფლიოში იმგვარი პროცესები ვითარდება, საქართველოს ნამდვილად არ არგებს მხოლოდ რომელიმე ერთი, თუნდაც ”მეგობრული” სახელმწიფოს ინტერესებით, ზოგჯერ კი ხუშტურით იხელმძღვანელოს. ამას წინათ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ ავღნიშნე: დროული და გონივრულია… ჩახვეულ-ჩაკვანძული პრობლემების ასე უშუალოდ, ღიად წარმოჩენა, ხელს შეუწყობს ამჯერად საშიშად შეკუმშული, არადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სივრცის გაშლას…
ესაა და ეს… გაქვთ სხვა მოსაზრება დააფიქსირეთ. გარკვეულ ინფორმაციაზე ”ლაიქის” დაფიქსირების გამო, ამ პირზე თავდასხმა გონებრივი ცვედნობის აშკარა ნიშანია…

***
***
***
***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

ესე, პუბლიცისტიკა
***

Georgia

ეროვნული მრწამსი, ტოლერანტობა, გონიერ და პირიან კაცთა ძალისხმევა!॥

1999 year.
त्बिलिसी”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი ”
"Analytical Center of National Consciousness"

A group of establish ers of "Analytical Center of National Consciousness" strives for fulfilling the project "Along the Literary and Missionary Notions "।
ლიტერატურა _ ხალხის ჭკვა, ხალხის გონება _ და განათლების ხარისხია ილია ჭავჭავაძე
რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს,საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას
ვაჟა-ფშაველა
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
***
***

free counters


Комментариев нет:

Отправить комментарий