четверг, 26 декабря 2019 г.

სახელდახელო აზრები (მონაკვეთი მეექვსე)





 წინარე _

Janri Gogeshvili , მაგრამ აქ ძირითადად, იმაზეა საუბარი, რომ ჩვენთან, უკვე მერამდენე ათეული წელია, დემოკრატიული შირმის მოშველიებით, კორუმპირებული სისტემის გადახალისება, თითქმის ინერციით გრძელდება მმართვაში ბევრად უფრო შთამბეჭდავად უნდა გამოიხატოს ეროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა
და ყოველივე უნდა განისაზღვროს სისტემური პასუხისმგებლობით
ბრძოლის ეპიცენტრი უნდა გადავიდეს სისტემური ცვლილების უპირობო აღსრულებაზე
არჩევნობანას თამაშით არაფერი გვეშლება, თუ ერისა და ბერის უმთავრესმა ნაწილმა ამ თვალთმაქცური მმართველობის ძირეული ცვლილება არ დაისახა მიზნად
*
*
თავმიშვერა…”
ვისაც ხელში ჩაქუჩი უჭირავს, ყველა ლურსმანი ჰგონია…” არის ასეთი გამოთქმა.
ჩვენთან, ქვეყნის მმართველობას, რომ მოიგდებენ ხელთ და თუ .. ბიზნესიც ეიმედებათ ქრონიკულ სენივით იქცა თუმც, მეტი უბედურება ისაა, რომ ზოგს, ოღონდ, საკბილოს გამოჰკრას ხელი და თავიც მიშვერილი აქვს და არადა, საქვეყნო საქმეებზე დებენ თავს...
ჩაქუჩი კი, ჯარასავით ტრიალებს
..

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი _პროპორციულ სისტემაზე - ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პარტიებს შორის და გაზრდის პოლარიზაციას არჩევნების წინ…”
*
მინაწერი:
საქართველოს მოსახლეობა ლიბერასტული პოლიტიკის გამო, ათეული წლებია, ისედაც გადაგდებულია, . . დემოკრატიაზე იმედჩასხეპილი. ჰოდა, სანამ ქართულ სახელმწიფროებრივ ცხოვრებაში ეროვნული ინტერესების აღორძინება და განვითარება ხელოვნურად ფერხდება, ყოველგვარი არჩევნები მხოლოდ ერთის ცნების ტოლია: შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება.
..
შრომის მადლი ნუ მოგაკლოთ ღმერთმა...
მე მგონი ბევრ პოლიტიკურად აჟიტირებულს NEWS ON.ge_ საიტზე ოფიციალურად ატვირთული ამ განმარტებების წაკითხვაც არ აწყენდა...
პანაცეა, არც ერთია და არც მეორე... ჩვენს შემთხვევაში მტაცებელთა და მაოხართა კლანები, არჩევნების მერეც გვარიანად იკვრება, ანუ... ძირეულად ეკონომიკური სისტემაა დასახვეწი , თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და სამოქალაქო კონტროლი გასამკაცრებელი...
ისიც კარგად იცით, რომ პარლამენტში მოხვედრის სურვილი, რამდენ... აღარ გავაგრძელებ...
და ეს შენიშვნა, ერთი რიგითი მოქალაქის ხედვაა და სხვა არაფერი...

*
დავიბრუნოთ ქვეყანა
კი, კაი რამეა
მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, უკვე მერამდენედ, ხალხის ხელში ნამდვილად არ აღმოჩნდება... ანუ, რა სინდისით ერთიანდება .. პოლიტელიტა, ამომრჩევლთათვის ფრიად დამაფიქრებელი უნდა გახდეს...
*
***
გარიგება, გადაგდება;
პოლიტელიტეთიკა,
შვიშტოკების გარეშე,
მომავალი არ გვიჩანს
..
პოლიტიკურ გაწევ-გამოწევაში სადომაზოხიზმის მოძალება შეიმჩნევა, აბა, რა გახდა, ამ გერმანული მოდელის მიღება... ისე, კლდის წვერზე მიჩიხული ჯიხვების შერკინებისა არ იყოს ოღონდ, საქართველოს მომავალიც არ გადაიყოლონ და
..
 *

გამოქვყნდა 2019 წლის 9 სექტემბერს
მაგრამ იუმორს თუ მოვიშველიებთ, ოცნების ნაოცნებარ პარტიის ლიდერს, ნამდვილად არ წაუკითხია ანუ ზოგჯერ, ეროვნული სულისკვეთების მეაბჯრე ლიტერატორსაც, რომ მოუსმინოთ, ღმერთი არ გაგიწყრებათ
 *
Janri Gogeshvili პატივცემულო, ქალბატონო ინესა უპირველესად გმადლობთ შეხმიანებისთვის
გპასუხობთ:
რიტორიკულად _ქართველი ხალხი ისე კი, ელანძეა გამარჯვებაც და მარცხიც
ერთიც _ეს პოეტური რუბრიკა (კვანტური იმპულსები) კი, ასე იხსნება:
ქარაგმის რიტმი
გულით ისმინე, ალღოს მიჰყევი,
შეიცან ნიშა და გრძნება წრფელი,
და თუ ქარაგმის რიტმიც იგრძენი,
შემოგეფრქვევა უცხო სურნელი
Janri Gogeshvili ”მაინც არაფერი გამოვა…” _ გამოვა! _რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის... გვაიმედებს ქალბატონი ლელა კაკულია... ჰოდა, პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ ქალბატონო ლალი..😉
· 
· 
Lali Berikelashvili Janri Gogeshvili ჯანრი, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო? "დაკვეთებით" "მოწინასწარმეტყველე" კაკულიასი ისე მჯერა, როგორც.....რავი აბა რა გითხრა. აქედან ვადევნებ თვალყურს მანდაურობას და როცა ვხედავ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზეც კი სულ ასიოდე ადამიანი აპროტესტებს,( მაგ. უცხოელებზე მიწის მიყიდვა! ახლანდელი ლიბერასტების გამოსვლა არა მაქვს მხედველობაში) უიმედობა მიპყრობს
1

Janri Gogeshvili Lali Berikelashvili ლალი ძვირფასო, შენ საქართველოს გულგაუტეხელი ჭირდები... საქართველოს ისტორიის ქრონიკებს თუ ერთხელ კიდევ თვალს გადაავლებ... დარწმუნდები, რომ ასი კაცი... ასე, რომ...
 *

ერიხ ფრომის ეს ტიპაჟი თავისებური დედანია ქართული თანამედროვე პოლიტიკისა
ფრომის მიერ აღწერილი ხასიათი ძირითადად ამგვარია:
(
ამომრჩევლის უბის წიგნაკისთვის _)
ექსპლოატატორული ხასიათი- გამოირჩევიან აგრესიულობით, როგორც ადამიანების, ისე ნივთების მიმართ. მათთვის მიუღებულია ცხოვრებაში პასიური აქტორის როლი შეასრულონ.
ასეთი ხასიათის ადამიანებისათვის არ არსებობს ბარიერი მიღწევაში, ისინი თამაშობენ არაეთიკური და უსამართლო წესებით. აჩაღებენ კონფლიქტებს, პოზიორობენ და ირგებენ ნიღბებს. ექსპლოატატორს შეუძლია ქმრიანი ქალი, მხოლოდ იმიტომ შეიყვაროს, რომ მის ქმარზე უფრო უპირატესად გრძნობდეს თავს. ხოლო, ინტელექტუალური თვალსაზრისით ექსპლოტატორი, ბევრად უფრო მიდრეკილია სხვათა ნააზრევის, გამოცდილების მითვისების, ანუ პლაგიატისადმი"
*
ერიხ ფრომი _ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი
 პარლამენტის შენობაზე აღმართული ეროვნული დროშის ქვემოთ, ვგონებ, ისევხორბლის თავთავებია”:.._”სიმბოლო (ბერძ. σύμβολον „ნიშანი“) — გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტისაგანთა თვისება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლო აღქმად-მატერიალურ სახეს აძლევს აზროვნების პროცესებს და ამით ქმნის ცოდნის დაგროვებას, შენახვისა და გადაცემის საშუალებას. ზოგჯერ სიმბოლოს იყენებენპირობითი ნიშნისსინონიმად და განსაზღვრავენ მას, როგორც აშკარა შეთანხმებით შემოღებულ ნიშანს.”
არ მგონია დღევანდელმა საზოგადოებამ უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს... შეძლს გონივრული კონტროლი _ აი, აქეთკენ კი, გამუდმებით უნდა ისწრაფვოდეს...
*
დიაგნოზი_ხრწნა, ანუ მიუხედავადად ექსპერტების რეკომენდაციების, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, კრეატიულად გათვლილი კანონების, სამოქალაქო აქტივობის, და უსასრულო ლოცვა-კურთხევისა, . . საზოგადოებაში , თავად ადამიანი კატასტროფის პირასაა
გოდებაც კი, ნაკლებად ასახავს წრფელ სინანულს, რადგან უკეთურება კვლავ მძლავრობს... თავისას მიერეკება...
..

მკაცრად დაისჯებიან!” _ჰო, მაგრამ, იქამდე, ბევრად მეტად გვმართებს სახემწიფოებრივად აზროვნება
..
*
26.12.2019 
 Janri Gogeshvili რა თქმა უნდა, კულტურის არეალი, მუდმივად აღორძინებადი უნდა იყოსჩვენთან ნიჭიერ შემოქმედთ, რა გამოლევსმაგრამ ქრონიკულ სენად ქცეულ ნომენკლატურულ-კლანურმა გარიგებებმა არ უნდა ჩაყლაპოსმარტოხელაშემოქმედთასასიცოცხლოასპარეზი...
..
*
*

*
”როგორც Business Insider-ი წერს, ილონ მასკმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ის 2050 წლისთვის მარსზე გეგმავს ქალაქის გაშენებას 1 მილიონი მაცხოვრებლით. მისი გეგმა „წითელ პლანეტაზე“ სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს. ”
უვიზო მიმოსვლის მორიგი პერსპექტივა...
ჯ.გ.
ჯ.გ.
*

საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა _ რამდენ რამეს დაურწია აკვანი… მაგრამ დღეს, ჩვენებური პოლიტიკოსების გადამკიდე, ათეული წლეებია, აქეთური და იქეთური, ყველა ჭკუას გვარიგებს…
ჰო, ალბათ, დროულად აკვნის დარწევა, ვერ მოხერხდა… პოლიტიკანებმა კი, ყველაფერი ერთბაშად გადაიბარეს, თავისას, რომ გაინაღდებენ, მერე ხალხს, ვინ რაღას ეკითხება…
ჯ.გ.
*
იშვიათი გამონაკლისის გარდა...
ერთზე, თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ სამშობლო, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ძალიან გვიყვარს და პირად ინტერესებს, მის ინტერესებზე წინ არ დავაყენებთ… ისმის გულუბრყვილო კითხვა, მაშინ, ისეთი არსებითი საკითხების გამო, რომელიც მის ავტორიტეტსა და სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, ახლა მაინც, როცა ამდენი განსაცდელი გამოვიარეთ, რატომ ვერ ვრიგდებით… და ჩნდება იჭვი _ ”იშვიათი გამონაკლისის გარდა”. ალბათ, ბევრი გრძნობს მორიგების აუცილებლობას, თუნდაც„ ”გერმანული მოდელის“ მიხედვით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის მიღების თაობაზე...

დათმეთ უხეირო ამბიციები… თორემ ჩიხში მიმწყდეულებს მანევრირების საშუალებაც არ გექნებათ…
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია რევანშს აიღებს; ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უაზრო კინკლავში არ შეფერხდება…
ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, რა თქმა უნდა, ანგელოსები არ არიან, მაგრამ მათი მომართვები ყველა პოლიტიკურ მხარეს შანს აძლევს, ქართული პოლიტიკური კულტურის უნარის წარმოაჩენით, ქვეყანა მორიგ ’შარში” არ გახვიოს…
ჯ.გ.
P.S. მე ჩემი ვთქვი, შეისმენთ ხომ კარგი, თორემ თავკერძა ”მმართველთა” უხერო წასვლა, ვისღა გაუკვირდება…
*
Janri Gogeshvili

ჰო, ”აქამდე”, ნამდვილად არ უნდა ”აღზევებულიყო” ნაცების შემდგომი, ქართული დემოკრატია… (ჯ.გ.)
*
Janri Gogeshvili
ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი /Literary-cognitive magazine/ №2 (4) 2005
*
თითქოსდა, აგერ ახლა… მხატვრობა _ ავთანდილ გოგეშვილი 11 წლის _სერიიდან ”მაგარი ბიჭები”…/ მინაწერი _ მალე ერთ-ერთს ”გაგების მინისტრად” დააწინაურებენ…
*
Janri Gogeshvili

ღმერთმა გაძლება მისცეს ქართველ ხალხს,…
ძნელად მისახვედრია, ამ პოლიტიკურ ”ტრალივალში”, ვინ, ვის და რის გმო უცხადებს ”გულისამაჩუყებელ” სოლიდარობას…
ასე რომ, პოლიტმაქციერთა მეხსიერებაში, აშკარად პროგრესირებს მიმიკრიული ამნეზიის ნიშნები…
ისე შეხსენებისთვის:
ჯანრი გოგეშვილი - ”მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1984 წ.
*
Janri Gogeshvili

ევროპულ-ამერიკულ ”იმედგაცრუებათა” სიმრავლის ფონზე, შორიდან მოთვალთვალემ სრულიად შესაძლოა მიიჩნიოს, რომ ამ ქვეყანაში, სხვა მხრივ ფრიად დალხინებული ცხოვრებაა… და ისევ ”ონავრული”: სტროფებისკენ გამიწია გულმა...ანუ
აღივსეთ ჰაეროვანი ნავარდით
ფუყე სიზმრებმა ფრთები ჩამოაჭკნეს,
საოცნებო სურვილებსაც ქონი დაედო,
უეცრად, მონაზონს ალალად მოენატრა,
სამგლოვიარო მუსიკა და ელვარე კუბო.
დათმენა აალდა; მეგობართ სურნელი,
სტროფებს შეერია, სიყვარულს მოუხმო,
”იდეალი” გამოდგა ფუყე და მშიშარა;
ხელმოცარული ღვთის კალთას მიენდო.
ცაში, სათაყვანო ”ოცნებას” გზა აებნა,
აენთო, აღივსო ჰაეროვანი ნავარდით,
ჰორიზონტზე მირაჟმა კამარა შეჰკრა,
ქარიზმად შერაცხული, ერთ წამში ჩადნა.
(ჯ.გ.)
*
Janri Gogeshvili

” უთავბოლო განკითხვის ფონზე, სრულიად საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანი… ანდაც, კვლავაც მართებულადაა კი გააზრებული ცნება _ პატივსაცემი…
*_*
ერი ცაიტნოტში, მეჩეჩზე გახიდული,
ზერელე ერთობაში ნაძრახი მიმიკები,
ულტრაუფლებები, ულტრაინტრიგები,
ჩამჭკნარა ქილიკში აზრი პატივსაცემი.
ჯ.გ.
ასე რომ, ჩვენებური ”იდეოლოგია” რიგითი მოქალაქის ღირსებას და პროფესიონალიზმს, თითქმის არაფრად დაგიდევს… მაგრამ, ქვეყნის მასმედიას განსაკუთრებით დიდი ”ამაგი” მიუძღვის იმაში, რომ ჩვენეულ ”საზოგადოებრივ აზრში”, ამგვარი ვაკხანალიაა…